... (H-461), XVIII ს.

875. ღ~თო჻ დია჻ მოწყალეო჻ არვინ჻ მივის჻ შენგან჻ კიდე჻ შენგან჻ ვითხოვ჻ შეწევნასა჻ რაზომსაცა჻ გზასა჻ ვლიდე჻ მტერთა჻ ძლევა჻ ზღვათა჻ ღელვა჻ ღამით჻ მავნე჻ გამარიდე჻ თუღა჻ დავრჩე჻ გმსახურებდე჻ შენდა჻ მსხვერპლსა჻ შევსწირდე჻

876. რა჻ ილოცა჻ ცხენსა჻ შეჯდა჻ მალვით჻ კარნი჻ გაიარნა჻ შერმადინცა჻ დააბრუნა჻ საბრალომან჻ ცრემლი჻ ღვარნა჻ მონა჻ ტირს჻ და჻ მკერდსა჻ იცემს჻ სისხლმან჻ მისმან჻ კლდენი჻ ღარნა჻ პატრონისა჻ ვერა჻ მჭურეტმან჻ ყმამან჻ რამცა჻ გაიხარნა჻

877. მოსთქუამს჻ იტყვის჻ ვაი჻ მზეო჻ შენი჻ ადგილი჻ ჩრდილდები჻ მე჻ მანდით჻ მესვრის჻ ისარი჻ ერთიცა჻ არ჻ ამცილდების჻ გამყარა჻ ლხინა჻ ყოველსა჻ აწ჻ თვალთა჻ ცრემლი჻ მილდების შენ჻ მოგეშორე჻ დაღამდა჻ ჩემთვის჻ აღარა჻ დილდების჻

878. აწ჻ ამბავი჻ სხვა჻ დავიწყო჻ ყმასა჻ წავჰყვე჻ წამავალსა჻ არ჻ შეექნა჻ დარბაზობა჻ მას჻ დღეს჻ როსტანს჻ გულ჻ გამწყრალსა჻ რა჻ გათენდა჻ ქუში჻ ადგა჻ ჰგავს჻ თუ჻ ადენს჻ პირით჻ ალსა჻ ჴმობა჻ ბრძანა჻ ვეზირისა჻ მიიყვანენ჻ შიშით჻ მკრძალსა჻

879. რა჻ ვაზირი჻ მოწიწებით჻ დარბაზს჻ ვნახე჻ შემოსრული჻ უბრძანა჻ თუ჻ აღარ჻ მახსოვს჻ გუშინდელი჻ შენი჻ თქმული჻ მაწყინე჻ და჻ გამარისხე჻ ვერ჻ დავიღე჻ ოდენ჻ სული჻ ეგზომ჻ რომე჻ გაგათრივე჻ შენ჻ ვეზირი჻ გულის჻ გული჻

880. თუ჻ ვით჻ მახსოვს჻ რად჻ უნდოდა჻ ისრე჻ ავად჻ რად჻ გაგხადე჻ მართლად჻ უთქუამს჻ მოაბადთა჻ წყენააო჻ ჭირთა჻ ბადე჻ ნუოდეს჻ იქ჻ ამას჻ იქით჻ საქმე჻ ხოლმე჻ გაიცადე჻ აწ჻ მითხარ჻ თუ჻ რას჻ იტყოდი჻ თქუი჻ და჻ სიტყვა჻ გააკვლადე჻

881. კვლავ჻ მოახსენა჻ ვეზირმან჻ სიტყვა჻ ნაგუშინდელევი჻ რა჻ გაიგონა჻ შესთუალა჻ პასუხი჻ არ჻ ნაგრძელევი჻ შენ჻ თუ჻ უშმაგო჻ მგონიხარ჻ ვარმცა჻ ურია჻ მე჻ ლევი჻ კვლავ჻ მაგის჻ მეტად჻ ნუ჻ მასმენ჻ თუარა჻ მე჻ სრულად჻ გელევი჻

882. რა჻ გამოვიდა჻ ვეზირმან჻ ძებნა჻ ვერ჻ პოვა჻ მინანი჻ მართ჻ გაპარვასა჻ უთხრობდეს჻ მონანი჻ ცრემლთა჻ მდინანი჻ მან჻ თქვა჻ მე჻ დარბაზს჻ ვერ჻ შევალ჻ მახსოვან჻ დღენი჻ წინანი჻ ვინცაღა჻ ჰკადრებს჻ მან჻ ჰკადროს჻ რაცა჻ ვთქვი჻ მასცა჻ ვინანი჻

883. რა჻ ვაზირი჻ არ჻ შევიდა჻ კვლავ჻ მეფემან჻ კაცი჻ გზავნის჻ ვინცა჻ სცნობდის჻ გარეთ჻ დადგის჻ წასვლა჻ ვერვინ჻ მოახსენა჻ როსტანს჻ ეჭუი჻ შეუვიდა჻ ჭმუნვა჻ ამით჻ გაათავნის჻ თქვა჻ უცილოდ჻ გაიპარა჻ ვინ჻ მარტომან჻ ასთა჻ ავნის჻

აქა ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა჻

884. თავ჻ დადრეკით჻ იგონებდა჻ გულსა჻ ჰქონდა჻ ჭმუნვა჻ დიდი჻ იაზრნა჻ დაბრძანებდა჻ აიხედნა჻ მონას჻ მიდი჻ მოვიდეს჻ და჻ აწ჻ მიამბოს჻ შემოვიდეს჻ იგი჻ ფლიდი჻ რა჻ ვეზირი჻ მოაბრუნეს჻ ფერი჻ ჰკრთა჻ და჻ ჰქონდა჻ რიდი჻

885. კვლავ჻ შევა჻ დარბაზს჻ ვაზირი჻ დაღრეჯით჻ არ჻ მხიარულად჻ მეფემან჻ ბრძანა჻ წასრულა჻ მზე჻ დაუდგრომლად჻ მთვარულად჻ მან჻ მოახსენა჻ ყოველი჻ როგორ჻ ქნილ჻ იყო჻ დარულად჻ მზე჻ აღარ჻ მზეობს჻ ჩვეთანა჻ დარი჻ არ჻ დარობს჻ დარულად჻

886. რა჻ მეფემან჻ მოისმინა჻ დაიძახნა჻ მეტისმეტნი჻ მოსთქუამს჻ იტყვის჻ ვაი჻ გაზრდილო჻ ვეღარ჻ გჭვრეტენ჻ თვალნი჻ რეტნი჻ პირსა჻ მხოკით჻ წვერსა჻ გლეჯით჻ გააკვირნა჻ მისნი჻ მჭურეტნი სად჻ წაჰხე჻ და჻ სად჻ დაჰკარგენ჻ სინათლისა჻ ეგე჻ სვეტნი჻

887. თუ჻ თავი჻ შენი჻ შენ჻ გახლავს჻ ღარიბად჻ არ჻ იხსენები჻ მაგრა჻ მე჻ რა჻ ვქნა჻ გაზრდილო჻ აწ჻ სახლად჻ შემექმნა჻ სენები჻ გამაღარიბე჻ დამაგდე჻ გულსა჻ გლახ჻ ვისთვის჻ ენები჻ შენად჻ შეყრამდის჻ პატიჟთა჻ ჩემთა჻ ვერ჻ იტყვის჻ ენები჻

888. როდეს჻ გნახავ჻ მხიარულსა჻ ნადირობით჻ შემოსრულსა჻ ვეღარ჻ გიჭურეტ჻ ნაბურთალსა჻ ტანსა჻ მჭეურსა჻ ჯავარ჻ სრულსა჻ ვეღარ჻ ვისმენ჻ ჴმასა჻ ტკბილსა჻ ჩემთვის჻ დიდად჻ მოსასრულსა჻ აწ჻ უშენოდ჻ რაღა჻ უყო჻ საჯდომსა჻ და჻ სრასა჻ სრულსა჻

889. ვიცი჻ არ჻ მოგკლავს჻ შიმშილი჻ ლომო჻ რასომცა჻ ირები჻ შენ჻ შენი჻ მშვილდი჻ დაგარჩენს჻ შენთა჻ ისართა჻ პირები჻ ნუთუ჻ კვლავ჻ ღმერთმან჻ წყალობით჻ გაგიადვილოს჻ ჭირები჻ მაგრა჻ თუ჻ მოვჰკვდე჻ გაზრდილო჻ ვისგანღა჻ დავიტირები჻

890. ზარი჻ გავიდა჻ შემოკრბა჻ ჯარი჻ მრავალი჻ კაცისა჻ შეიქმნა჻ დარბაზს჻ ხასთაგან჻ წვერისა჻ ჴელითა჻ ტაცისა჻ იგლეჯს჻ და჻ იცემს჻ ყოველი჻ ჴმა჻ ისმის჻ თავსა჻ ტკაცისა჻ ბნელი჻ გვმართებს჻ დღე჻ კრულთა჻ რათგან჻ მზე჻ მიგვიდრკა჻ ცისა჻

891. რა჻ მეფემან჻ დიდებულნი჻ ნახნა჻ სულთქმით჻ შემოსტირნა჻ უთხრა჻ ხედავთ჻ მზემან჻ ჩვენმან჻ შუქნი჻ როგორ჻ დაგვიძვირნა჻ რა჻ ვაწყინეთ჻ რა჻ შევსცოდეთ჻ რად჻ გაგვწირნა჻ რად჻ დაგვყარნა჻ მტერნი჻ მისგან჻ დაჭირულნი჻ ვინღამაც჻ ვინ჻ დაგვიჭირნა჻

892. ყოვლნი჻ სულთქმით჻ მოთქმიდეს჻ მერმე჻ დაწყნარდეს჻ გვიანად჻ მეფემან჻ ბრძანა჻ იკითხეთ჻ მარტოა჻ ანუ჻ ყმიანად჻ მოვიდა჻ მონა჻ შერმადინ჻ მოშიშრედ჻ სირცხვილიანად჻ ანდერძი჻ ჰკადრა჻ ატირდა჻ სიცოცხლე჻ უჩნდა჻ ზიანად჻

893. მოახსენა჻ საწოლს჻ ვპოვე჻ ესე჻ მისგან჻ დანაწერი჻ დგეს჻ მონანი჻ ნატირებნი჻ დაეგლიჯეს჻ თმა჻ და჻ წვერი჻ იგი჻ მარტო჻ გაპარულა჻ ყმა჻ არ჻ ახლავს჻ არცა჻ ბერი჻ მე჻ თუ჻ მამკლავთ჻ მემართლებით჻ სიცოცხლე჻ მჭირს჻ შეუფერი჻