... (H-461), XVIII ს.

837. შერმადინს჻ ეტყვის჻ ხალვათად჻ პირმზე჻ ნათელთა჻ მფენელი჻ ესე჻ დღე჻ არის჻ იმედი჻ ჩემის჻ გულისა჻ მლხენელი჻ შენგან჻ თავისა჻ შენისა჻ საჩემოდ჻ გამომჩენელი჻ მქებრად჻ ამბისა჻ მათისა჻ ჴამს჻ მკითხავი჻ და჻ მხსენელი჻

838. ეტყვის჻ როსტან჻ არ჻ გამიშვა჻ არცა჻ სიტყვა჻ მამისმინა჻ მან჻ არ჻ იცის჻ რათა჻ ვინა჻ ანუ჻ სულდგმული჻ ვარ჻ ვისგან჻ ვინა჻ უმისომცა჻ ნუ჻ ცოცხალ჻ ვარ჻ ნუ჻ გარე჻ და჻ ნუცა჻ შინა჻ რაცა჻ საქმე჻ უსამართლო჻ ღმერთმან჻ ვისმცა჻ შეარჩინა჻

839. თქვა჻ მისი჻ არ჻ გაწირვა჻ ჩემგან჻ მტკიცობს჻ არ჻ სათუობს჻ მტყუანი჻ და჻ მოღალატე჻ ღმერთსა჻ გმობს჻ და჻ აგრე჻ ცრუობს჻ გული჻ მისი჻ უნახავი჻ ტირს჻ და჻ სულთქვამს჻ ვეებს჻ უშობს჻ ლხინსა჻ არას჻ არ჻ იახლებს჻ კრთების჻ კუშტობს჻ ქსუობს

840. ოდეს჻ ბრძენმან჻ გაიგონით჻ მინდორით჻ და჻ მთითა჻ გორით჻ მიჯნური჻ და჻ სამიჯნურო჻ ერთმანერთსა჻ შევასწორით჻ ერთად჻ ვთქვით჻ და჻ გაუყრელად჻ მათი჻ არა჻ გავაორით჻ მოყვარესა჻ მოყვრისაგან჻ მოგონება჻ უნდა჻ შორით჻

841. სამი჻ არის჻ მოყვრისაგან჻ მოყვრობისა჻ გამოჩენა჻ პირველ჻ ნდომა჻ სიახლისა჻ სიშორისა჻ ვერ჻ მოთმენა჻ მიცემა჻ და჻ არას჻ შური჻ ჩუქებისა჻ არ჻ მოწყენა჻ გავლენა჻ და჻ მოჴმარება჻ მისად჻ რგებად჻ ველთა჻ რბენა჻

842. მე჻ გამისრულა჻ ყოველი჻ ესე჻ წესი჻ და჻ რიგები჻ აწ჻ ჩემგან჻ მართებს჻ მუქაფა჻ გულომცა჻ ჭირსა჻ შეები჻ თუ჻ ვერას჻ ვარგო჻ მისთანა჻ მეცა჻ წასადმე჻ ვეგები჻ ჴარ჻ რაზომ჻ ფერი჻ სოფელო჻ არვისგან჻ არ჻ შეიგები჻

843. რადღა჻ ვაგრძელებ჻ სიტყვასა჻ ჟამია჻ შემოკლებისა჻ აწ჻ გაპარვაა჻ წამალი჻ ამა჻ გულის჻ და჻ წყლულისა჻ რასაცა჻ გვედრებ჻ ისმენდი჻ ვიდრე჻ დრო჻ გქონდეს჻ ხლებისა჻ შენ჻ გაამაგრე჻ დაჭირვა჻ ჩემისა჻ ნასწავლებისა჻

844. აწ჻ მეფეთა჻ სამსახურად჻ პირველ჻ თავი჻ დაამზადე჻ სიკეთე჻ და჻ უშურვებით჻ მებეგრ჻ რეცა჻ ააზადე჻ ილაშქრე჻ და჻ ინადირე჻ მტერთა჻ სახლი჻ გაიმზადე჻ მშვიდთა჻ ტკბილად჻ დაეზავე჻ უმშვიდოთ჻ გულსა჻ ზადე჻

845. მტერთა჻ ჩემთა჻ ენაპირე჻ მათზედ჻ ძალი჻ შენგან჻ ჴდების჻ ერთგულთათვის჻ კარგი჻ ნუ჻ გშურს჻ ორგულთ჻ ავად჻ მოუჴდების჻ შემოვიქცე჻ შენი჻ ჩემგან჻ ვალი჻ კარგად჻ გარდიხდების჻ პატრონისა჻ სამსახური჻ არაოდეს჻ არ჻ წახდების჻

846. ესე჻ რა჻ ესმა჻ შერმადინს჻ ცრემლი჻ ცხელი჻ თვალთა჻ სდინდი჻ მოახსენა჻ მარტოობით჻ ჭირსა჻ რადმცა჻ შეუშინდი჻ მაგრა჻ რა჻ ვჰქნა჻ უშენომან჻ დამედების჻ გულსა჻ ბინდი჻ წამიტანე჻ სამსახურად჻ მოგეხმარო჻ რაცა჻ გინდი჻

847. ვის჻ ასმია჻ მარტოსაგან჻ ღარიბობა჻ ეგზომ჻ დიდი჻ ვისა჻ სმია჻ პატრონისა჻ ჭირსა჻ შიგან჻ ყმისა჻ რიდი჻ დაკარგულსა჻ გიგონებდე჻ რა჻ ვიქნები჻ აქა჻ ფლიდი჻ მან჻ უბრძანა჻ ვერ჻ წაგიტან჻ რაზომსაცა჻ ცრემლსა჻ ღურიდი჻

848. შენგან჻ ჩემი჻ სიყვარული჻ მათმცა჻ არა჻ დამეჯერა჻ მაგრა჻ საქმე჻ არ჻ მოჴდების჻ ჟამი჻ ასრე჻ დამემტერა჻ ვის჻ მივანდო჻ სახლი჻ ჩემი჻ შენგან჻ კიდევ჻ ვინმც჻ მეფერა჻ გული჻ დადევ჻ დამიჯერე჻ ვერ჻ წაგიტან჻ ვერა჻ ვერა჻

849. თუ჻ მიჯნური჻ ვარ჻ ერთი჻ კმა჻ ხელი჻ მინდორთა჻ მე჻ რებად჻ არ჻ მარტო჻ უნდა჻ გაჭრილი჻ ცრემლისა჻ სისხლსა჻ მფერებლად჻ გაჭრა჻ ჴელია჻ მიჯნურთა჻ არა჻ სცალსა჻ დღეთა჻ მარებლად჻ ასრეა჻ ესე჻ სოფელი჻ შესჯერდი჻ შესაჯერებად჻

850. რა჻ მოგშორდე჻ მახსენებდი჻ სიყვარული჻ ჩემი჻ გქონდეს჻ არ჻ ვეშიშვი჻ მტერთა჻ ჩემთა჻ თავი჻ მონად჻ მოგიმონდეს჻ ჴამს჻ მამაცი჻ გაგულისდეს჻ ჭირსა჻ შიგან჻ არ჻ დაღონდეს მძულს჻ რა჻ კაცსა჻ სააუგო჻ საქმე჻ არა჻ არ჻ შესწონდეს჻

851. მე჻ იგი჻ ვარ჻ ვინ჻ სოფელსა჻ არ჻ ამოვჰკრეფ჻ კიტრად჻ ბერად჻ ვის჻ სიკუდილი჻ მოყვრისათვის჻ თამაშად჻ და჻ მისჩანს჻ მღერად჻ ჩემსა჻ მზესა჻ გავუშვივარ჻ არ჻ წავიდე჻ დავდგე჻ მე჻ რად჻ მას჻ თუ჻ დავსთმობ჻ სახლსა჻ ჩემსა჻ ვეღარ჻ დავსთმობ჻ ვერა჻ ვერად჻

852. აწ჻ ანდერძსა჻ ჩემსა჻ მოგცემ჻ როსტანთან჻ დაწერილსა჻ შენ჻ შეგვედრებ჻ დაგიჭიროს჻ ვითა჻ გმართებს჻ ჩემსა჻ ზრდილსა჻ მოვჰკუდე჻ თავსა჻ ნუ჻ მოიკლავ჻ სატანისგან჻ ნუ჻ იქ჻ ხსნილსა჻ ამაზედა჻ ატირებდი჻ დაიდებდი჻ თვალთა჻ მილსა჻

აქა ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფსთანა჻

853. დაჯდა჻ წერად჻ ანდერძისად჻ საბრალოსა჻ საუბრისად჻ ჰე჻ მეფეო჻ გავიპარე჻ ძებნად჻ ჩემგან჻ საძებრისად჻ ვერ჻ დავდგები჻ შეუყრელად჻ ჩემთა჻ ცეცეხლთა჻ მამდებრისად჻ შემინდევ჻ და჻ წამატანე჻ მოწყალება჻ მღრთეებრისად჻

854. რაზომცა჻ სწყრები჻ შემინდევ჻ შეცულა჻ თქუენისა჻ მცნებისა჻ ძალი჻ არ჻ მქონდა჻ ტყუექნილსა჻ მე჻ მაგისისა჻ თნებისა჻ აწ჻ წასლვა჻ იყო჻ წამალი჻ ჩემთა჻ საჴმილთა჻ გზნებისა჻ სადა჻ გინდ჻ ვიყო჻ რა჻ მგამა჻ ყოფამცა჻ მქონდეს჻ ნებისა჻

855. არას჻ გარგებს჻ სიმძიმილი჻ უსარგებლო჻ ცრემლთა჻ დენა჻ არ჻ გარდავა჻ გარდუვალად჻ მომავალი჻ საქმე჻ ზენა჻ წესი჻ არის჻ მამაცთაგან჻ მოჭირვება჻ ჭირთა჻ თმენა჻ არვის჻ ძალუცს჻ ხორციელსა჻ განგებისა჻ გარდავლენა჻