... (H-461), XVIII ს.

700. აწ჻ წადითო჻ მე჻ დამაგდეთ჻ ეტერენით჻ თავთა჻ თქვენთა჻ ნუღარ჻ უჭურეტთ჻ ცრემლთა჻ ცხელთა჻ თვალთა჻ ჩემთათ჻ მონადენთა჻ რა჻ ესენი჻ მოისმენნეს჻ საუბართა჻ ესოდენთა჻ მითხრეს჻ ჰაი჻ ჰაი჻ რასა჻ ბრძანებთ჻ ნუ჻ მოასმენ჻ ყურთა჻ ჩვენთა჻

701. უშენოსა჻ ნუმცა჻ ვნახავთ჻ ნუ჻ პატრონსა჻ ნუ჻ უფალსა჻ ნუთუ჻ ღმერთმან჻ არ჻ გაგუყარნეს჻ ცხენთა჻ თქვენთა჻ ნატერფალსა჻ შენ჻ გიჭვრეტდეთ჻ საჭურეტელსა჻ შვენიერსა჻ სატურფალსა჻ ბედი჻ თურმე჻ მოაღაფლებს჻ კაცსა჻ აგზომ჻ არღაფალსა჻

702. ვეღარ჻ გავგზავნენ჻ სიტყვანი჻ მესმნეს჻ მონათა჻ ჩემთანი჻ მაგრა჻ დავჰყარენ჻ არენი჻ მე჻ კაცრიელთა჻ თემთანი჻ სახლად჻ სამყოფნი჻ მიმაჩნდეს჻ ლომთა჻ და჻ მე჻ ირემთანი჻ გავიჭერ჻ სრულად჻ დავტკეპნენ჻ ქვე჻ მინდორნი჻ და჻ ზე჻ მთანი჻

703. დევთა჻ ყვირილი჻ ზახილი჻ ზეცამდის჻ აიწეოდა჻ მათითა჻ ლახტის჻ ცემითა჻ ქუეყანა჻ შეირხეოდა჻ ასნი჻ ერთ჻ პირად჻ მამიჴდის჻ დავფრიწე჻ დაიხეოდა჻ მზე჻ დააბნელეს჻ მტვერითა჻ ალვის჻ ხე჻ შეირხეოდა჻

704. ესე჻ ქვაბნი჻ უკაცურნი჻ ვჰპოვენ჻ დევთა჻ შეეკაფნეს჻ შემოვები჻ ამოვწყვიტენ჻ ყოლე჻ ვერას჻ ვერ჻ მეჴაფნეს჻ მათ჻ მონანი჻ დამიჴოცნეს჻ ჯაჭუნი჻ ავად჻ მოექაფნეს჻ საწუთრომან჻ დაცამღრიჯა჻ ცქაფნი჻ მისნი჻ კვლავ჻ მეცქაფნეს჻

705. აჰა჻ ძმაო჻ მაშინდიდგან჻ აქა჻ ვარ჻ და჻ აქა჻ ვკუდები჻ ხელი჻ მინდორს჻ გავიჭრები჻ ზოგჯერ჻ ვტირ჻ და჻ ზოგჯერ჻ ვბნდები჻ ესე჻ ქალი჻ არ჻ დამაგდებს჻ არს჻ მისთვისვე჻ ცრემლ჻ ნადები჻ ჩემად჻ ღონედ჻ სიკუდილისა჻ მეტსა჻ არას჻ არ჻ ვეცდები჻

706. რომე჻ ვეფხი჻ შვენიერი჻ სახედ჻ მისად჻ დამისახავს჻ ამად჻ მიყვარს჻ ტყავი჻ მისი჻ კაბად჻ ჩემად჻ მამინახავს჻ ესე჻ ქალი჻ შემიკერავს჻ ზოგჯერ჻ სულთქვამს჻ ზოგჯერ჻ ახავს჻ რომე჻ თავი჻ არ჻ მამიკლავს჻ ჴრმალი჻ ცუდად჻ მამიმახავს჻

707. მისსა჻ ვერ჻ იტყვის჻ ქებასა჻ ყოველი჻ ბრძენთა჻ ენები჻ მას჻ დაკარგულსა჻ ვიგონებ჻ მე჻ სიცოცხლისა჻ მთმენები჻ მას჻ აქათ჻ ვახლავ჻ ნადირთა჻ თავსა჻ მათებრვე჻ მჴსენები჻ სხვად჻ არას჻ ვიაჯ჻ ღ~თისაგან჻ ვარ჻ სიკუდილისა჻ მქენები჻

708. აწ჻ ათია჻ წელიწადი჻ ინდოეთით჻ რა჻ წასრულა჻ მის჻ მთუარისა჻ ჩემგან჻ პოვნა჻ მართ჻ იმედი჻ გარდასრულა჻ აჰა჻ მიკვირს჻ ალმასისა჻ გული჻ გასძლებს჻ ამას჻ სრულა ყმამან჻ თავსა჻ ჴელი჻ იკრა჻ რა჻ ამბავნი჻ დაასრულა჻

709. პირსა჻ იცა჻ გაიხეთქა჻ ღაწვი჻ ვარდი჻ აახეწა჻ ლალი჻ ქარვადგარდაიქცა჻ ბროლი჻ სრულად჻ დაილეწა჻ ავთანდილსცა჻ ცრემლი჻ წასდის჻ წამწამთაგან჻ ერთსა჻ ხეწა჻ მერე჻ ქალმან჻ დაადუმა჻ მუჴლ჻ მოყრილი჻ შეეხვეწა჻

710. ტარიელ჻ უთხრა჻ ავთანდილს჻ ასმათის჻ დად჻ სამებულმან჻ შენ჻ ყველაკაი჻ გაამე჻ მე჻ ვერას჻ ვერ჻ ამებულმან჻ გიამბე჻ ჩემი჻ ამბავი჻ სიცოცხლე჻ გამწარებულმან჻ აწ჻ წადი჻ ნახე჻ შენი჻ მზე჻ ნახვისა჻ მოჟამებულმან჻

711. ავთანდილ჻ უთხრამე჻ შენი჻ გაყრა჻ არ჻ მამეთმინების჻ თუ჻ გაგეყრები჻ თუალთაგან჻ ცრემლიცა჻ დამედინების჻ მართალსა჻ გითხრობ჻ ამისა჻ კადრება჻ ნუ჻ გეწყინების჻ შენ჻ ვისთვის჻ კვდები჻ მაგითა჻ მას჻ არა჻ არ჻ ელხინების჻

712. რა჻ აქიმი჻ დასნეულდეს჻ რაზომ჻ გინდა჻ საქებარი჻ მან჻ სხვა჻ უჴმოს჻ მკურნალი჻ და჻ მაჯასაცა჻ შემტყვებარი჻ მან჻ უამბოს჻ რაცა჻ სჭირდეს჻ სენი჻ ცეცხლთა჻ მამდებარი჻ სხვისა჻ სხვამან჻ უკეთ჻ იცის჻ სასარგებლო჻ საუბარი჻

713. რაცა჻ გითხრა჻ მამისმინე჻ ბრძენი჻ გეტყვი჻ არა჻ ხელი჻ ასი჻ გმართებს჻ გაგონება჻ არ჻ გეყოფის჻ არ჻ ერთხელი჻ კარგად჻ ვერას჻ ვერ჻ მოავლენს჻ კაცი჻ აგრე჻ გულ჻ ფიცხელი჻ აწ჻ მე჻ მინდა჻ ნახვა჻ მისი჻ ვისგან჻ დამწვავს჻ ცეცხლი჻ ცხელი჻

714. იგი჻ ვნახო჻ სიყვარული჻ მისი჻ ჩემთვის჻ დავამტკიცო჻ მოვახსენო჻ რაცა჻ მეცნას჻ მეტი჻ საქმე჻ არა჻ მიცო჻ შენ჻ გენუკავ჻ შემაჯერო჻ ღმერთი჻ იმღთო჻ ცაცა჻ იცო჻ ერთმანერთი჻ არ჻ გავწიროთ჻ მაფიცო჻ და჻ შემომფიცო჻

715. რომე჻ აქათ჻ არ჻ წახვიდე჻ შენ჻ თუ჻ ამას჻ შემეპირო჻ მეცა჻ ფიცით჻ შემიჯერო჻ არასათვის჻ არ჻ გაგწირო჻ კვლავ჻ მოვიდე჻ შენად჻ ნახვად჻ შენთვის჻ მოვჰკვდე჻ შენთვის჻ ვირო჻ ღმერთსა჻ უნდეს჻ ვისთუის჻ ჰკვდები჻ მისთვის჻ აგრე჻ არ჻ გატირო჻

716. მან჻ მიუგოუცხოს჻ უცხო჻ აგრე჻ ვითა჻ შეგიყვარდი჻ გასაყრელად჻ გეძნელები჻ იადონსა჻ ვითა჻ ვარდი჻ როგორამცა჻ დაგივიწყე჻ როგორამცა჻ უკუმქარდი჻ ღმერთმან჻ ქნას჻ და჻ კვლაცა჻ გნახო჻ ალვა჻ მორჩი჻ განაზარდი჻

717. პირი჻ შენი჻ ნახუად჻ ჩემად჻ თუ჻ მობრუნდეს჻ ტანი჻ იხოს჻ გული჻ მინდორს჻ არ჻ გაიჭრეს჻ არ჻ ირმოს჻ არცა჻ ითხოს჻ თუ჻ გიტყუვო჻ მოგაღორო჻ ღმერთმან჻ რისხვით჻ გამიკითხოს჻ შენმან჻ ჭვრეტამ჻ სიახლემან჻ მომაქარვოს჻ სევდა჻ მითხოს჻

718. ამას჻ ზედა჻ შეიფიცნეს჻ მოყუარენი჻ გულ჻ სადაგნი჻ იაგუნდნი჻ ქარვის჻ ფერნი჻ სიტყვა჻ ბრძენნი჻ ცნობა჻ შმაგნი჻ შეუყვარდათ჻ ერთმანერთი჻ სწვიდეს჻ მიწყივ჻ გულსა჻ დაგნი჻ მას჻ ღამესა჻ ერთგან჻ იყუნეს჻ შვენიერნი჻ ამხანაგნი჻

აქა ავთანდილისაგან არაბეთსვე მიბრუნება და ამბის მიტანა჻