... (H-461), XVIII ს.

797. წასლვა჻ ჩემი჻ გულსა჻ თქვენსა჻ არ჻ ეწყინოს჻ არ჻ დაჭმუნდეს჻ თავსა჻ ჩემსა჻ გაგებული჻ იქნას჻ რაცა჻ ღ~თსა჻ უნდეს჻ მანვე჻ ქნას჻ და჻ გაგიმარჯუდეს჻ თქვენი჻ მონა჻ შემობრუნდეს჻ თვარემ჻ თქვენმცა჻ სუფევით჻ ხართ჻ თქვენი჻ მტერი჻ დაძაბუნდეს჻

798. კვლავ჻ პირმზე჻ ეტყვის჻ ვეზირსა჻ მე჻ სიტყვა჻ შევამცირეო჻ აწ჻ მიდი჻ ჰკადრე჻ მეფესა჻ შევირ჻ ვიდოდეს჻ ვირეო჻ მიაჯე჻ ამოდ჻ გაშვება჻ და჻ თავი჻ გაიგმირეო჻ ასი჻ ათასი჻ წითელი჻ შენ჻ ქრთამად჻ შეიწირეო჻

799. ვეზირმან჻ უთხრა჻ სიცილით჻ ქრთამი჻ შენ჻ ქონდეს჻ შენია჻ ეგეა჻ ჩემთვის჻ წყალობა჻ რომე჻ გზა჻ გაგიჩენია჻ ამას჻ რა჻ ვჰკადრებ჻ მეფესა჻ აწ჻ რაცა჻ თქვენგან჻ მსმენია჻ ვიცი჻ ამავსებს჻ უთუოდ჻ შოება჻ არ჻ საწყენია჻

800. თავმან჻ მისმან჻ მუნვე჻ მამკლავს჻ ვეჭუ჻ წამიცა჻ არ჻ წამაროს჻ შენი჻ ოქრო჻ შენვე჻ დაგრჩეს჻ მე჻ გლახ჻ მიწა჻ მესამაროს჻ მამკალ჻ კაცსა჻ სიცოცხლისა჻ სწორად჻ რაცა჻ მოეხმაროს჻ არ჻ ითქმის჻ და჻ ვერცა჻ ვიტყვი჻ რა჻ გინდა჻ ვინ჻ მისგან჻ აროს჻

801. გზა჻ არ჻ წავა჻ თავსა჻ წინა჻ სიცოცხლე჻ გლახ჻ ვით჻ გათნიო჻ ამიკლებს჻ და჻ ანუ჻ მამკლავს჻ ეგე჻ სიტყვა჻ ვითა჻ სთქვიო჻ რად჻ არ჻ მუნვე჻ გაიგონე჻ რად჻ ხარ჻ შმაგი჻ ეგეთიო჻ სჯობს჻ სიკვდილი჻ აკლებასა჻ ამას჻ თავსა჻ აწვე჻ ვსწურთიო჻

802. თუ჻ მეფეცა჻ გაგიშვებდეს჻ თვით჻ ლაშქარნი჻ რად჻ მოღორდენ჻ რად჻ გაგიშვან჻ რად჻ დაღორდენ჻ ანუ჻ მზესა჻ რად჻ მოშორდენ჻ შენ჻ წახვიდე჻ მტერნი჻ ჩვენნი჻ დაგვთამამდენ჻ გაგვისწორდენ჻ ეგე჻ ასრე჻ არ჻ იქნების჻ ვითა჻ ჩიტნი჻ არ჻ გაქორდენ”.჻

803. ყმა჻ ატირდა჻ ცრემლით჻ უთხრა჻ ხამს჻ თუ჻ დანა჻ გულსა჻ ვიცი჻ ჰე჻ ვაზირო჻ შეგეტყობის჻ სიყვარული჻ არ჻ თურ჻ იცი჻ ანუ჻ სხვაცა჻ არ჻ გინახავს჻ მოყვრობა჻ და჻ არცა჻ ფიცი჻ თუ჻ გინახავს჻ უმისოსა჻ ჩემი჻ ლხინი჻ ვით჻ ამტკიცი჻

804. მზე჻ დაბრუნდა჻ არ჻ ვიცოდი჻ მზესა჻ რამცა჻ დააბრუნვებს჻ აწ჻ უშველოთ჻ გვიჯობს჻ იგი჻ ნაცვლად჻ დღესა჻ დაგვითბუნვებს჻ ჩემი჻ ჩემებრ჻ არვინ჻ იცის჻ რა჻ მამწარებს჻ რა჻ მატკბუნვებს჻ ცუდთა჻ კაცთა჻ საუბარი჻ კაცსა჻ მეტად჻ დააჭმუნვებს.჻

805. მეფე჻ ანუ჻ მისნი჻ სპანი჻ ნეტარ჻ ჴელსა჻ რასა჻ მხდიან჻ აწ჻ ვითამცა჻ უცნობოსა჻ გაუწყვეტლად჻ ცრემლი჻ მდიან.჻ სჯობს჻ წავიდე჻ არ჻ გავტეხო჻ კაცსა჻ ფიცნი჻ გამოსცდიან჻ ჭირნი჻ მისგან჻ უნახავნი჻ ძნელად჻ ვისმცა჻ გარდუხდიან჻

806. ჰე჻ ვაზირო჻ მაგა჻ პირსა჻ გული჻ კრული჻ ვით჻ მოგთმინდეს჻ რკინა჻ ჩემი჻ მონაცვალე჻ ჴამს჻ გაცვილდეს჻ არ჻ გატინდეს჻ ვერ჻ გარდიჴდი჻ ცრემლთა჻ მისთა჻ ჯეონიცა჻ თვალთა჻ მდინდეს჻ მამეჴმარე჻ ნუ჻ თუ჻ ჩემგან჻ მოხმარება჻ შენცა჻ გინდეს.჻

807. არ჻ გამიშვებს჻ გავიპარვი჻ წავალ჻ მათგან჻ შეუგებლად჻ ვითა჻ მნუკევს჻ ეგრე჻ დავრთო჻ გული჻ ცეცხლსა჻ მოსადებლად჻ ვიცი჻ ჩემთუის჻ არას჻ გიზამს჻ თუ჻ არ჻ უნდი჻ გასაძებლად჻ ვთქვი჻ რა჻ გინდა჻ წაგეკიდოს჻ თავი჻ დადევ჻ საწამებლად჻

808. რათგან჻ თავია჻ სიცრუე჻ ყოვლისა჻ უბადობისა჻ მე჻ რად჻ გავწირო჻ მოყვარე჻ ძმა჻ უმტკიცესი჻ ძმობისა჻ არა჻ ვიქ჻ ცოდნა჻ რას჻ მარგებს჻ ფილოსოფოსთა჻ ბრძნობისა჻ მით჻ ვისწავლებით჻ მოგვეცეს჻ შერთვა჻ ზესთ჻ მწყობრთა჻ წყობისა.჻

809. წაგიკითხავს჻ სიყვარულსა჻ მოციქულნი჻ რაგვარ჻ სწერენ჻ ვით჻ იტყვიან჻ ვით჻ აქებენ჻ ცან჻ ცნობანი჻ მიაფერენ.჻ სიყვარული჻ აღგვამაღლებს჻ ვით჻ ეჟვანი჻ ამას჻ ჟღერენ჻ შენ჻ არ჻ სჯერხარ჻ უსწავლელნი჻ კაცნი჻ რადმცა჻ შეაჯერენ჻

810. ვინ჻ დამბადა჻ შეძლებაცა჻ მანვე჻ მომცა჻ მძლევად჻ მტერთად჻ ვინ჻ არს჻ ძალი჻ უხილავი჻ შემწედ჻ ყოვლთა჻ მიწიერთად჻ ვინ჻ საზღვარსა჻ დაუსაზღვრებს჻ ზის჻ უკვდავი჻ ღმერთი჻ ღმერთად჻ იგი჻ გაჰხდის჻ წამის჻ ყოფით჻ ერთსა჻ ასად჻ ასსა჻ ერთად.჻

811. რაცა჻ ღმერთსა჻ არა჻ სწადდეს჻ არა჻ საქმე჻ არ჻ იქნების.჻ მზისა჻ შუქთა჻ ვერა჻ მჭვრეტი჻ ია჻ ხმების჻ ვარდი჻ ჭკნების჻ თვალთა჻ ტურფა჻ საჭვრეტელი჻ უცხო჻ რადმე჻ ეშვენების჻ მე჻ ვით჻ გავსძლო჻ უმისობა჻ ან჻ სიცოცხლე჻ ვით჻ გეთნების჻

812. ვაზირმან჻ თქვა჻ შენი჻ ცეცხლი჻ მეცა჻ ცეცხლად჻ მამედების჻ ვეღარ჻ უჭვრეტ჻ ცრემლთა჻ შენთა჻ სოფელიცა჻ გაჰქარდების჻ ზოგჯერ჻ თქუმა჻ სჯობს჻ არათქმასა჻ ზოგი჻ თქმითა჻ დაშავდების჻ ვიტყვი჻ მოვჰკვდე჻ არა჻ გამა჻ ჩემი჻ მზეცა჻ თქუენ჻ მოგჴუდების჻

813. რა჻ ვაზირმან჻ ესე჻ უთხრა჻ ადგა჻ დარბაზს჻ გაემართა჻ მეფე჻ დახუდა჻ შეკაზმული჻ პირი჻ მზეებრ჻ ეწაღმართა჻ შეუშინდა჻ საწყენლისა჻ მოხსენება჻ ვერ჻ შემართა჻ დაყრით჻ დგა჻ და჻ იგონებდა჻ არ჻ საქმეთა჻ საომართა჻

814. მეფემან჻ ნახა჻ ვაზირი჻ დაღრეჯით჻ დაყმუნვებული჻ უბრძანა჻ რა჻ გჭირს჻ რა჻ იცი჻ რად჻ მოხველ჻ შეჭირვებული჻ მან჻ ჰკადრა჻ არა჻ ვიციო჻ მართ჻ ვარ჻ თავისა჻ ვნებული჻ მართალ჻ ხართ჻ მამკლათ჻ რა჻ გესმათ჻ ამბავი჻ გაკვირვებული჻

815. ჩემი჻ ჭმუნვა჻ ჭირსა჻ ჩემსა჻ არცა჻ მეტს჻ და჻ არცა჻ დიდობს჻ მეშინიან჻ თუცა჻ შიშსა჻ მოციქული჻ ვერ჻ დარიდობს჻ აწ჻ ავთანდილ჻ გეთხოვების჻ მოაჯეობს჻ არ჻ წამკიდობს჻ უმისყმისოდ჻ სოფელსა჻ და჻ საწუთროსა჻ მისთვის჻ ფლიდობს჻

816. რაცა჻ იცოდა჻ ყუელაი჻ ჰკადრა჻ მოშიშის჻ ენითა჻ კვლავ჻ მოახსენა჻ რაცა჻ სცნა჻ სიტყვითა჻ ესოდენითა჻ თუ჻ როგორ჻ მყოფი჻ მინახავს჻ თუ჻ როგორ჻ ცრემლთა჻ დენითა჻ მართალ჻ ხართ჻ თუმცა჻ რისხვანი჻ ჩემთვის჻ იანასდენითა჻