... (H-3061), XVIII ს.

931. ისმინე: ჩემი: თხრობილი: შეჯე: წავიდეთ: ნებასა჻ ნუ: მიჰყოლიხარ: თავისა: თათბირსა: გაგონებასა჻ რაცა: არ: გწადდეს: იგი: ქენ: ნუ: სდევ: წადილთა: ნებასა ასრე: არ: სჯობდეს: არ: გეტყუი: რად: მეჭუ: რასაცა: თნებასა჻

932. მან: უთხრა: ძმაო: რა: გითხრა: ძურაცა: არ: ძალმიც: ენისა჻ ძალი: არა: მაქვს: ხელქმნილსა: შენთა: სიტყუათა: სმენისა჻ რად: ადვილად: გიჩნს: მოთმენა: ჩემთა: სასჯელთა: თმენისა აწ: მივსწურვილვარ: სიკუდილსა: დრო: მამეახლა: ლხენისა჻

933. ამას: მოკუდავი: ვილოცავ: აროდეს: ვითხოვ: არენით჻ აქა: გაყრილნი: მიჯნურნი: მუნამცა: შევიყარენით჻ მუნ: ერთმანერთი: კულა: ვნახნეთ: კულა: რამე: გავიხარენით჻ მო: მოყუარეთა: დამმარხეთ: მიწანი: მამაყარენით჻

934. საყუარელმან: საყუარელი: ვით: არ: ნახოს: ვით: გაწიროს჻ მისკენ: მივალ: მხიარული: მერმე: იგი: ჩემკერძ: იროს჻ მივეგებვი: მამეგებოს: ამიტირდეს: ამატიროს჻ ჰკითხე: ასთა: ჰქენ: გულისა: რაგინდავინ: გივაზიროს჻

935. მართ: გარდაწყვეტით: იცოდი: გეტყუი: მართალსა: პირასა჻ სიკუდილი: მახლავს: დამეხსენ: ხანსაღა: დავყოფ: მცირასა჻ არ: ცოცხალვიყო: რას: მაქნევ: რა: დავრჩე: ჴელსა: მჴდირასა჻ დამშლიან: ჩემნი: კავშირნი: შევრთვივარ: სულთა: სირასა჻

936. რა: სთქუი: რას: იტყუი: არ: მესმის: არცა: მცალს: სმენად: მაგისად჻ სიკუდილი: მახლავს: ხელქმნილსა: სიცოცხლე: არის: წამისად჻ აწ: გამიარმდა: სიცოცხლე: მეტად: ყოვლისა: ჟამისად჻ მუნ: მეცა: მივალ: ცრემლისა: მიწად: სად: გადის: ლამისად჻

937. ბრძენი: ვინ: ბრძენი: რა: ბრძენი: ხელი: ვითა: იქს: ბრძნობასა჻ ეგ: საუბარი: მაშინ: ჴამს: თუცაღა: ვიყო ცნობასა჻ ვარდი: ვერარის: უმზეოდ: იყობს: დაიწყებს: ჭკნობასა჻ მაწყენ: დამეხსენ: არა: მცალს: არცაღა: ვახლავ: თმობასა჻

938. კულავ ეუბნების: ავთანდილ: სიტყუითა: მრავალ: ფერითა჻ ეტყუის თუ: მოჰკუდე: გერგების: სიტყუითა: რა: ოჴერითა჻ ნუ: იქ: არა: სჯობს: საქმითა: ნუხარ: თავისა: მტერითა჻ ვერ: წაიყუანა: ვერა: ქნა: სიტყუითა: ვერა: ვერითა჻

939. მერმე: უთხრა: აჰა: რადგან: არ: მამისმენ: არას: არა჻ აღარ: გაწყენს: ენა: ჩემი: აქამდისაც: ცუდად: მცდარა჻ თუ: სიკუდილი: გიჯობს: მოკვე: ვარდი: დაჭკნეს: დაცამჭკნარა჻ ერთსა: რასმე: გეაჯები: მიყავ: ცრემლი: ამდუღარა჻

940. სადა: ინდონი: ბროლ: ვარდსა: სარვენ: გიშრისა: სარითა჻ მას: მოვეშორვე: წამოვე: სიჩქარით: არ: სიწყნარითა჻ ვერ: დამიჭირა: მეფემან: მშობლურად: საუბარითა჻ შენ: არ: შემიყრი: გამიყრი: აწ: ჩემი: ლხინი: ვთქუა: რითა჻

941. ნუ: გამგზავნი: გულ: მოკლულსა: ერთი: მიყავ: საწადელი჻ ერთხელ: შეჯე: ცხენოსანი: გნახო: ჩემი: სულთა: მჴდელი჻ ნუ: თუ: მაშინ: მოვიქარვო: სევდა: ესე: აწინდელი჻ მე: წავალ: და: შენ: დაგაგდებ: იქნას: შენი: საქადელი჻

942. ეხვეწებოდა: შეჯეო: აჯახვეწნითა: არ: ვებდა჻ იცოდა: რომე: შეჯდომა: კაეშანს: მოაქარვებდა჻ ლერწმისა: სარსა: დასდრეკდა: გიშერსა: დააკარვებდა჻ დაიმორჩილა: იამა: არ: ივაგლახა: არ: ვებდა჻

943. ცხადად: უთხრა: შევჯდებიო: მამიყუანე: ცხენი: წინა჻ მან: მოგვარა: წყნარად: შესვა: არ: სიჩქარით: ააქშინა჻ მინდორთაკენ: წაიყუანა: ტანი: მჭევრი: აძურევინა჻ ხანი: წავლეს: სიარულმან: მოჯობება: დააჩინა჻

944. შეაქცევს: და: ეუბნების: საუბართა: შვენიერთა჻ მისთვის: სძურიდა: სასაუბროდ: მათ: ბაგეთა: ძოწის: ფერთა჻ მისი: სმენა: გააყრმობდა: მსმენელისა: ყურთა: ბერთა჻ მოიშორვა: კაეშანი: დათმობავე: შიაერთა჻

945. რა: შიატყო: მოჯობება: მუნ: სევდისა: მუფარახმან჻ გაანათლა: პირი: ვარდი: სიხარულმან: დაუსახმან჻ ცნობიერთა: დასტაქარმან: უცნობოთა: ოხრა: ახმან჻ ცნობიერი: სიტყუა: უთხრა: უცნობოთა: რასმე: მზრახმან჻

946. შერასმეჰყუეს: საუბარსა: სიტყუა: ჰკადრა: არ მალული჻ ერთსა: რასმე: მოგახსენებ: გამიცხადე: დაფარული჻ ეგე: სამჴრე: მისეული: შენ: გაჩნია: ვისგან: წყლული჻ რაგვარ: გიყუარს: როგორ: გიღირს: თქუი: დავიღო: მერმე: სული჻

947. მან: უთხრა: სახე: რა: გითხრა: მის: უსახოსა: სახისა჻ ესეა: ჩემი: სიცოცხლე: ჩემი: მამცემი: ახისა჻ მჯობი: ყოვლისა: სოფლისა: წყლისა: მიწისა: და: ხისა჻ არ: სასმენლისა: მოსმენა: არს: უმჟავესი: წმახისა჻

948. ავთანდილ: უთხრა: ვლამოდი: მართ: მაგისავე: თქმევასა჻ აწ: რადგან: გითქუამს: პასუხსა: გკადრებ: და: ნუ: მეჭუ: თნევასა჻ სჯობს: ასმათისა: არ: ლევა: მაგა: სამჴრისა: ლევასა჻ ამად: არ: გიქებ: საქებსა: უარესისა: რჩევასა჻

949. სამხრე: გაბია: ოქროსა: ოქრომჭედლისა: დნობილი჻ უასაკო: და: უსულო: არ: სიტყუიერი: ცნობილი჻ აღარად: გინდა: ასმათი: ნახე: მათალი: ბრჭობილი჻ პირველ: გლახ: მისი: ნაჭურეტი: თვით: მერმე: თქუენი: დობილი჻

950. თქუენს: შუა: მქნელი: საქმისა: შენგან: ნაჴმობი: დობისა჻ თქუენი: შემყრელი: მსახური: შენგან: ღირს: ქმნილი: ჴმობისა჻ მისი: გამზრდელი: გაზრდილი: მისთვის: მიჴდილი: ცნობისა჻ გლახ: დაგიგდია: არ: ნახავ: შაბაშ: მართლისა: ბრჭობისა჻