... (H-3061), XVIII ს.

912. იტყუის: ღ~თო: რა: შეგცოდე: შენ: უფალსა: არსთა: მხედსა჻ რად: გამყარე: მოყუარეთა: რად: შემასწარ: ამა: ბედსა჻ ერთი: ორთა: მგონებელი: ვარ: საქმესა: წარსაწყმედსა჻ მოვჰკუდე: თავი: არ: მეწყალვის: ჩემი: სისხლი: ჩემსა: ქედსა჻

913. მოყუარემან: ვარდის: კონა: გულსა: მკრა: და: დამიწყლულა჻ იგი: ფიცი: ჩემგან: სრული: მან: აღარა: გამისრულა჻ მას: თუ: გამყრი: საწუთროო: ჩემი: ლხინი: გარდასრულა჻ სხვა: მოყუარე: თვალთა: ჩემთა: გაკიცხულა: გაბასრულა჻

914. კულავ: იტყუის: მიკვირს: ნაღველი: კაცისა: მე: ჭკუიანისა჻ რა: მჭმუნვარებდეს: რას: არგებს: ნაკადი: ცრემლთა: ბანისა჻ სჯობს: გამორჩევა: აზრობა: საქმისა: დასაგვანისა჻ აწ: მეცა: მიჯობს: მონახვა: მის: მზისა: ლერწამ: ტანისა჻

915. ყმა: გაემართა: საძებრად: მტირალი: ცრემლთა: მფქუეველი჻ ეძებს: უძახის: უყივის: დღეებრ: ღამეთა: მთეველი჻ სამდღემდინ: მოვლო: მრავალი: ჴევი: შამბნარი: ტყეველი჻ ვერ: პოვა: მივა: მივა: მჭუნვარე: ვერას: ამბისა: მცნეველი჻

916. იტყუის: ღ~თო: რა: შეგცოდე: ეზომ: დიდი: რა: გაწყინე჻ რად: შემასწარ: ბედსა: ჩემსა: რა: სასჯელი: მამივლინე჻ გამკითხველო: გამიკითხე: აჯა: ჩემი: შეისმინე჻ დაამოკლე: დღენი: ჩემნი: ჭირნი: ჩემი: გამილხინე჻

პოვნა ავთანდილისაგან ტარიელისა ლომ ვეფხვნი რომ დაჴოცა჻

917. მივიდოდა: მიუბნობდა: ყმა: მტირალი: ფერ: შეცულილი჻ ქედსა: რასმე: გარდაადგა: ველი: აჩნდა: მზიან: ჩრდილი჻ ნახა: შავი: შამბთა: პირსა: დგას: სადავე: უკუყრილი჻ თქუა: უცილოდ: იგიაო: არა: უნდა: ამას: ცილი჻

918. რა: შეხედნა: ყმასა: გულმან: გაუფეთქნა: გაუნათდა჻ აქა: ლხინი: დაღრეჯილსა: უათასდა: არ: უათდა჻ ვარდმან: ფერი: გაანათლა: ბროლი: ბროლდა: სათი: სათდა჻ ვით: გრიგალმან: ჩაირბინა: არ: მოსცალდა ჭურეტად: მათდა჻

919. რა: ტარიელ: დაინახა: გაღანამცა: დაეღრიჯა჻ ახლოს: მყოფი: სიკუდილისა: ჯდა: და: პირი: დაებღნიჯა჻ საყელონი: გარდეხივნეს: თავი: სრულად: გაეგლიჯა჻ მას: აღარა: შეესმოდა: სოფლით: გაღმა: გაებიჯა჻

920. ერთკენ: უც: ლომი: მოკლული: და: ჴმალი: სისხლ: მოცხებული჻ კულავ: სხუაგნით: ვეფხი: უსულო: მკუდარი: ქუე: დანარცხებული჻ მას: წყაროსაებრ: თვალთაგან: ცრემლი: სდის: გაფიცხებული჻ მუნ: ეგრე: გულსა: უნთებდა: ცეცხლი: მცხინვარედ: ცხებული჻

921. თვალთა: ახმადცა: ზარ: ედვა: სრულად: მიჰჴდოდა: ცნობასა჻ მიახლებოდა: სიკუდილსა: მოშორვებოდა: ნობასა჻ ყმა: სახელდებით: უყივის: ლამის: სიტყუათა: კრთობასა჻ ვეღარ: ასმინა: გარდიჭრა: ძმა: გამოაჩენს: ძმობასა჻

922. ჴელითა: ცრემლსა: უწურავს: თვალთა: ავლებდა: სახელსა჻ ახლოს: უზის: და: უყივის: მართ: სახელდებით: სახელსა჻ ეტყუის: ვერ: მიცნობ: ავთანდილს: შენთვის: გაჭრილსა: და: ხელსა჻ მას: არა: დია: შეესმის: რეტსა: თვალ: დაუფახელსა჻

923. ესე: ყუელაი: ასრეა: რაცა: აწ: ჩემგან: თხრობილა჻ ცრემლნი: მოსწურნა: თვალთაგან: ცოტადრე: მოაცნობილა჻ მაშინღა: იცნა: აკოცა: მოეჭდო: მოეძმობილა჻ ვიმოწმებ: ღმერთსა: ცხოველსა: მათებრივ: არვინ: შობილა჻

924. უთხრა: ძმაო: არ: გიტყუე: გიყავ: რაცა: შემოგფიცე჻ გნახე: სულთა: გაუყრელმან: ფიცი: ასრე: დავამტკიცე჻ აწ: დამეხსენ: სიკუდილამდინ: ვიტირო: და: თავსა: ვიცე჻ მაგრა: გვედრებ: დამარხვასა: მჴეცთა: საჭმლად: არა: მიმცე჻

925. ყმამან: უთხრა: რაშიგან: ხარ: შენ: საქმესა: რად: იქ: ავსა჻ ვინ: მიჯნური: არ: ყოფილა: ვის: საჴმილი: არა: სწვავსა჻ ვის: უქნია: შენი: მგზავსი: სხვათა: კაცთა: ნათესავსა჻ რად: სატანას: წაუღიხარ: რად: მოიკლავ: ნებით: თავსა჻

926. თუ: ბრძენი: ხარ: ყოვლნი: ბრძენი: აპირებენ: ამა: პირსა჻ ჴამს: მამაცი: მამაცური: სჯობს: რაზომცა: ნელად: ტირსა჻ ჭირსა: შიგან: გამაგრება: ასრე: უნდა: ვით: ქვითკირსა჻ თავისისა: ცნობისაგან: ჩავარდების: კაცი: ჭირსა჻

927. ბრძენი: ხარ: და: გამორჩევა: არა: იცი: ბრძენთა: თქმულებ჻ მინდორს: სტირ: და: მჴეცთა: ახლავ: რას: წადილსა: აისრულებ჻ ვისთვის: ჰკუდები: ვერ: მიჴუდები: თუ: სოფელსა: მოიძულებ჻ თავსა: მრთელსა: რად: შეიკრავ: წყლულსა: ახლად: რად: იწყლულებ჻

928. ვინ: არ: ყოფილა: მიჯნური: ვის: არ: საჴმილი: სდებიან჻ ვის: არ: უნახავს: პატიჟნი: ვისთვის: ვინ: არა: ბნდებიან჻ მითხარ: უსახო: რაქმნილა: სულნი: რად: ამოგჴდებიან჻ არ: იცი: ვარდი: უეკლოდ: არავის: მოუკრეფიან჻

929. ვარდსა: ჰკითხეს: ეგზომ: ტურფა: რამან: შეგქმნა: ტანად: პირად჻ მიკვირს: რად: ხარ: ეკლიანი: პოვნა: შენი: რადა: ჭირად჻ მან: თქუა: ტკბილსა: მწარე: ჰპოებს: სჯობს: იქნების: რაცა: ძვირად჻ ოდეს: ტურფა: გაიეფდეს: არღარა: ღირს: არცა: ჩირად჻

930. რადგან: ვარდი: ამას: იტყუის: უსულო: და: უასაკო჻ მაშა: ლხინსა: ვინ: მოიმკის: პირველ: ჭირთა: უმუშაკო჻ უბოროტოდ: ვის: ასმია: რაცა: საქმე: საეშმაკო჻ რად: ემდურვი: საწუთროსა: რა: უქმნია: უარაკო჻