... (H-3061), XVIII ს.

951. მან: უბრძანა: რაცა: გითქუამს: უმართლე: ხარ: მეტის: მეტად჻ საბრალოა: ასმათ: მისად: მგონებლად: და: ჩემად: ჭურეტად჻ მე: სიცოცხლე: არ: მეგონა: შენ: მამისწარ: ცეცხლთა: შრეტად჻ რადგან: დავრჩი: გვალე: ვნახოთ: თუცავევარ: ჯერცა: რეტად჻

952. დამორჩილდა: გაემართნეს: ავთანდილ: და: ამილბარი჻ ვერ: მიგია: ქება: მათი: ვერა: ქება: საქებარი჻ კბილი ვითა: მარგალიტი: ბაგე ვარდი: ნაპობარი჻ გველსა: ჴურელით: ამოიყუანს: ენა: ტკბილად: მოუბარი჻

953. ამას: ეტყუის: შენთვის: დავდებ: გონებასა: სულსა: გულსა჻ მაგრა: შენცა: ნუ: აგრე: ხარ: ნუ: იწყლულებ: ახლად: წყლულსა჻ არას: გარგებს: სწავლულება თუ: არა: იქ: ბრძენთა: თქმულსა჻ არ: იჴმარებ: რას: ჴელსა: ჰჴდი: საუნჯესა: დაფარულსა჻

954. არას: გარგებს: შეჭირვება: რომ: სჭმუნევდე: რა: გერგების჻ არ: თუ: იცი: უგანგებოდ: არა: კაცი: არ: მოკუდების჻ მზისა: შუქთა: მომლოდინე: ვარდი: სამდღე: არ: დაჭკნების჻ ბედი: ცდაა: გამარჯვება: ღ~თსა: უნდეს: მოცაგჴუდების჻

955. მოახსენა: ეგე: სწავლა: ჩემთვის: ყოვლად: სოფლად: ღირდეს჻ გონიერთა: მწურთელი: უყვარს: უგუნურსა: გულთა: გმირდეს჻ მაგრა: რავქნა: რაგვარ: გავძლო: მეტის: მეტი: რა: მიმჭირდეს჻ შენცა: გჭირან: ჭირნი: ჩემნი: არ: მამართლო: არ: მიკვირდეს჻

956. ცვილსა: ცეცხლის: სმჴურვალე: უგავს: ამად: აენთების჻ მაგრა: წყალსა: არსით: ახლავს: თუ: ჩავარდეს: დაცაშრტების჻ რაცა: ვისრა: საქმე: თვით: სჭირს: სხვათათვისცა: ევარგების჻ თავიდაღმა: რად: არ: იცი: ჩემი: გული: რაგვარ: დნების჻

მბობა ტარიელისაგან ავთანდილთან ლომ ვეფხთ დაჴოცისა჻

957. რა: წამეკიდა: ყუელაი: წურილად: გიამბო: ენითა჻ მერმეღა: გაპრჭევ: მართალი: მაგა: გულითა: ბრძენითა჻ შენ: მოგელოდი: მიმჭირდა: მოლოდინითა: შენითა჻ ქუაბს: ვეღარ: გავძელ: მინდორთა: მოვლა: მამინდა: ცხენითა჻

958. იმა: ქედსა: გარდავადეგ: იგი: შამბნი: მამეარნეს჻ ერთი: ლომი: ერთი: ვეფხი: შეკრბეს: ერთად: შეიყარნეს჻ გვანდეს: რათმე: მოყუარულთა: მათი: ნახვა: გამეხარნეს჻ მათ: რა: უყუეს: ერთმანერთსა: გამიკუირდეს: შემეზარნეს჻

959. ქედსა: გარდავდეგ: ლომ: ვეფნი: მოვიდეს: ერთგან: რებულნი სახედ: ვამგზავსენ: მიჯნურთა: ცეცხლნი: დამევსნეს: დებულნი შეიყარნეს: და: შეიბნეს: იბრძოდეს: გამწარებულნი჻ ლომი: სდევს: ვეფხი: მიურბის: იყვნეს: არ: ჩემგან: ქებულნი჻

960. პირველ: ამოდ: ილაღობეს: მერმე: მედგრად: წაიკიდნეს჻ ვთითო: ტოტი: ერთმანეთსა: ჰკრეს: სიკუდილსა: არ: დარიდნეს჻ გამორიდნა: ვეფხმან: გული: დედათამცა: გამორიდნეს჻ ლომი: მედგრად: გაეკიდა: იგი: ვერვინ: დაამშვიდნეს჻

961. ლომსა: დაუგმენ: ნაქმარი: ვარქუი: არა: ხარ: ცნობასა჻ შენ: საყუარელსა: რად: აწყენ: ფუ: მაგა: მამაცობასა჻ ჴმალ: გამოწუდილი: გაუჴე: მივეც: ლახვართა: სობასა თავსა: გარდავჰკარ: მოცავჰკალ: დავხსენ: სოფლისა: თმობასა჻

962. ჴმალი: გავსტყორცე: გარდვიჭერ: ვეფხი: შევიპყარ: ჴელითა჻ მის: გამო: კოცნა: მამინდა: ვინ: მწვავს: ცეცხლითა: ცხელითა჻ მიღრინვიდა: და: მაწყენდა: ბრჭალითა: სისხლთა: მღურელითა჻ ვეღარ: გაუძელ: იგიცა: მოვჰკალ: გულითა: ხელითა჻

963. რაზომსაცა: ვამშვიდებდი: ვეფხი: ვერა: დავამშვიდე჻ გავგულისდი: მოვიქნივე: ვჰკარ: მიწასა: დავაწყუიდე჻ მამეგონა: ოდეს: ჩემსა: საყუარელსა: წავეკიდე჻ სული: სრულად: არ: ამამჴდეს: რას: გიკვირს: რომ: ცრემლსა: ვღურიდე჻

964. აჰა: ძმაო: მითხრობია: ჭირნი: ჩემი: რაცა: მჭირდა჻ სულთა: დგმაცა: არა: მართებს: ასრე: გასულა: რად: გიკვირდა჻ სიცოცხლესა: გავეყარე: სიკუდილიცა: დამიძვირდა჻ ესე: სიტყუა: დაასრულა: ყმამან: სულთქმნა: აცატირდა჻

აქა ტარიელისა და ავთანდილისაგან ქვაბს მისულა და ასმათის ნახვა჻

965. ავთანდილცა: მასთანავე: ტიროდა: და: ცრემლსა: ღურიდა჻ უთხრა: დასთმე: ნუ: მოჰკუდები: გულსა: სრულად: ნუდასჭრიდა჻ ღ~თი: მაგას: მოწყალეობს: თუცა: ჭირმან: არ: გაგრიდა჻ თუმც: უნდოდით: გასაყრელად: პირველ: ერთად: არ: შეგყრიდა჻

966. სდევს: მიჯნურსა: ფათერაკი: საწუთროსა: დაანაღულებს჻ მაგრა: ბოლოდ: ლხინსა: მისცემს: ვინცა: პირველ: ჭირსა: გასძლებს჻ მიჯნურობა: საჭიროა: მით: სიკუდილსა: მიგვაახლებს჻ გასწავლულსა: გააშმაგებს: უსწავლელსა: გაასწავლებს჻

967. იტირეს: და: გაემართნეს: ქვაბისაკენ: თავნი: არნეს჻ რა: ასმათმან: დაინახა: განაღამცა: გაეხარნეს჻ მოეგება: მოტიროდა: ცრემლმან: მისმან: კლდენი: ღარნეს჻ აკოცეს: და: აცატირდეს: კულავ: ცნობანი: ააჩქარნეს჻

968. ასმათ: თქუა: ღ~თო: რომელი: არ: ითქმი: კაცთა: ენითა჻ შენ: ხარ: სავსება: ყოველთა: აღგვავსებ: მზეებრ: ფენითა჻ გაქო: ვით: გაქო: რა: გაქო: არ: საქებელო: სმენითა჻ დიდება: შენდა: არ: მამკალ: ამათთვის: ცრემლთა: დენითა჻