... (H-54), 1680 წ.

895. რა: ვაზირმან: ესე: უთხრა: ადგა: დარბაზს: გაემართა: მეფე: დახუდა: შეკაზმული: პირი: მზეებრ: ეწაღმართა: შეუშინდა: საწყენლისა: მოხსენება: ვერ: შემართა: დაყრით: დგა: და: იგონებდა: არ: საქმეთა: საომართა:

896. მეფემან: ნახა: ვაზირი: დაღრეჯით: დაყმუნვებული: უბრძანა: რა: გჭირს: რა: იცი: რად: მოხვე: შეჭირვებული: მან: ჰკადრა: არა: ვიციო: მართ: ვარ: თავისა: ვებული: მართალ: ხართ: მომკლათ: რა: გესმათ: ამბავი: გაკუირვებული:

897. ჩემი: ჭმუნვა: ჭირსა: ჩემსა: არცა: მეტს: და: არცა: დიდობს: მეშინიან: თუცა: შიშსა: მოციქული: ვერ: დარიდობს: აწ: ავთანდილ: გეთხოვების: მოაჯეობს: არ: წამკიდობს: უმის: ყმისოდ: სოფელსა: და: საწუთროსა: მისთვის: ფლიდობს:

898. რაცა: იცოდა: ყუელაი: ჰკადრა: მოშიშრად: ენითა: კულა: მოახსენა: რამცა: სცნა: სიტყუითა: ესოდენითა: თუ: რაგუარ: მყოფი: მინახავს: თუ: რაგვარ: ცრემლთა: დენითა: მართალ: ხართ: თუმცა: რისხვანი: ჩემთვის: იანასდენითა:

899. რა: მეფემან: მოისმინა: გაგულისდა: გაავცნობდა: ფერი: ჰკრთა: და: გასაშიშრდა: შემხედველთა: შეაშთობდა: შეუზახნა: რასთუის: შმაგობ: მაგას: სხვამცა: ვინ: მითხრობდა: ავსა: კაცსა: ურჩევნია: ავსამცა: რას: ადრე: სცნობდა:

900. ვითამც: რამე: სიხარული: საქმე: მითხარ: ვითა: ღადრად: მაგის: მეტი: რა: ვინ: მიყოს: თუ: არ: მომკლას: მუხთლად: ღადრად: შმაგო: ენა: ვით: იჴმარე: აწ: მაგისად: ჩემად: კადრად: აგრე: შმაგი: არ: ვაზირად: არად: ვარგხარ: არცა: სხვად: რად:

901. ჴამსა: კაცმან: პატრონისა: საწყინარსა: არ: დახედნეს: ოდენ: სიტყუა: უმეცრული: უალაგოდ: დაიყბედნეს: მე: მაგისად: მოსმენამდის: რად: არ: ყურნი: შემეჭედნეს: შენ: თუ: მოგკლა: სისხლნი: შენნი: ჩემმან: ქედმან: მიიქედნეს:

902. კულა: უბრძანა: თუმცა: მისგან: აწ: არ: იყავ: მოგზავნილი: თავმან: ჩემმან: თავსა: მოგკუეთ: არად: უნდა: ამას: ცილი: წა: უკუდეგ: ავი: შმაგი: უმეცარი: შლეგი: წბილი: შაბაშ: სიტყვა: შაბაშ: კაცი: შაბაშ: საქმე: მისგან: ქნილი:

903. დადრკა: სკამნი: შემოსტყორცნა: ჰკრნა: კედელსა: შეალეწნა: დააცდუნვა: მაგრა: მისთუის: აალმასნა: არ: აძეწნა: ვით: მიანბე: წასულა: მისი: ვინ: ალვისა: მორჩი: ხე: წნა: ვაზირისა: ცრემლმან: ცხელმან: ღაწუნი: თეთრნი: აახეწნა:

904. ვაზირმან: გლახ: გამორიდნა: მართ: ვეღარას: ვერ: იწრწინებს: გამოძრწა: და: გამომელდა: გულსა: წყლულსა: მოიმტკინებს: შეის: ხასობს: გაის: ქუშობს: ენა: ასრე: მოაყივნებს: მტერი: მტერსა: ვერას: ავნებს: რომე: კაცი: თავსა: ივნებს:

905. თქუა: ცოდვათა: ჩემთა: მსგავსი: ღმერთმან: მეტი: რა: მიჩვენოს: რად: მოვღორდი: რად: დავბნელდი: ნეტარ: ვინღა: გამითენოს: ვინცა: სხვარა: კადნიერად: პატრონსა: რა: მოახსენოს: ჩემნი: დღენი: მასმცა: ადგან: რაძი: ვითა: გაისუენოს:

906. ვაზირი: გაწბილებული: მივა: ბედითა: შავითა: ავთანდილს: უთხრა: დაღრეჯით: პირითა: გამქუშავითა: მადლი: რა: გკადრო: აწ: თქუენგან: გავხასდი: მე: მაშა: ვითა: ვაი: კარგი: თავი: უებრო: დავჰკარგე: დავაშავითა:

907. ქრთამსა: სთხოვს: და: ამხანაგობს: თუცა: ცრემლსა: ვერ: იწურვებს: მიკვირს: რად: სცალს: წყლიანობად: რად: არ: გულსა: შეიურვებს ვინ: არ: მისცეს: ქადებულსა: მოურავსა: მოიმდურვებს თქმულა: ქრთამი: საურავსა: ჯოჯოხეთსცა: დაიურვებს:

908. ვით: გამჴადა: რა: მიბრძანა: არ: ეგების: ჩემგან: თხრობა: რა: სიავე: რა: სირეგუნე: რა: შლუობა: რა: შმაგობა: მე: თუით: კაცად: აღარ: ვარგ: ვარ: აღარა: მიც: თავსა: ცნობა: ესე: მიკუირს: რად: არ: მამკლა: მისცა: თურე: ღმერთმან: თმობა:

909. მეცა: ვიცოდი: რაცა: ვქენ: ცთომით: არ: წამკიდებია: ვიაზრე: გამიწყრებოდა: ჭმუნვა: მით: გამდიდებია: განგებით: ქნილსა: რისხუასა: ვერავინ: დარიდებია: შენთუის: სიკუდილი: ლხინად: მიჩს: ჭირი: არ: გამცუდებია:

910. ყმამან: უთხრა: შენთვის: წყრომა: მემცა: განა: დამიმძიმდა: მაგრა: ქრთამი: რადღა: გმართებს: გაიცინნა: გაცაღიმდა: შენ: ადამი: გაგიმეშდა: ართუ: მეში: გიადიმდა: რა: აქიმი: დასნეულდეს: ვისთუის: ვინმცა: გააქიმდა:

911. მოახსენა: კულა: ვაზირმან: მე: რა: გინდა: წამეკიდოს: მოიწყრომებს: შეცამინდობს: ნუთუ: გული: გაიწმინდოს: შენ: რასა: იქ: ესე: მითხარ: ჩემი: ჭმუნვა: გაიდიდოს: ჴამსცა: კაცმან: სასიკუდინოდ: თავსა: არა: არ: დარიდოს:

912. ყმამან: უთხრააღარ: წასლვა: არ: ეგების: ჩემგან: აროს: იადონი: მაშინ: მოკუდეს: ოდეს: ვარდმან: იდამჭკნაროს: ჴამს: უძებნოს: ცვარი: წყლისა: მისთუის: თავი: ყოვლგან: აროს: ვერ: უპოვოს: რა: ქნას: ანუ: გული: რათა: დაიწყნაროს:

913. უმისოდ: მყოფი: ვერ: გავსძლებ: ჯდომასა: ვერცა: წოლასა: მართ: ნადირთაებრ: გაჭრასა: ვირჩევ: მათ: თანა: რბოლასა: ასრე: გასრულსა: რად: მნუკევს: მისთა: მებრძოლთა: ბრძოლასა: სჯობს: უყოლობა: კაცისა: მომდურავისა: ყოლასა:

914. მოვახსენებ: ერთხელ: კულაცა: აწ: რაზომცა: მეფე: წყრების: ნუთუ: გაბრჭოს: გული: ჩემი: ვით: იწუის: და: ვით: ენთების: არ: გამიშვებს: გავიპარვი: რა: იმედი: გარდმიწყდების: მე: თუ: მოვკვდე: ჩემი: კერძი: სოფელიმცა: გარდიფხურების: