... (H-54), 1680 წ.

836. ეგონების: მისი: მკვლელი: იარების: ცრემლთა: მფრქვნელი: არ: შესჯერდეს: შემოქმედსა: ზღვადაც: მისცეს: საქონელი: ცუდად: შვრების: იარების: გამოჭრილა: ჰინდოელი: მიწყივ: უდებს: ცეცხლსა: ცხელსა: მასვე: მისი: დამდაგველი:

837. ნუ: მკითხავ: ქება: რა: გკადრო: ჩემგან: რა: გაგეგონების: მისსა: მნახავსა: ნახული: აღარა: მოეწონების: თვალი: მჭურეტელი: ვით: მზისა: ციაგსა: დაეღონების: ვარდი: არ: ქნილი: ზაფრანად: აწ: ია: შეიკონების:

838. წურილად: ჰკადრა: რა: იცოდა: რა: ნახული: რა: ნასმენად: ვითა: ვეფხსა: წავარნა: და: ქუაბი: აქო: სახლად: მენად: ქალი: ახლავს: სასურველად: სულთა: დგმად: და: ჭირთა: თმენად: ვაი: სოფელმან: სოფელს: მყოფი: ყოვლი: დასვა: ცრემლთა: დენად:

839. ქალსა: რა: ესმა: ამბავი: მიხუდა: წადილი: ნებისა: განათლდა: პირი: მთვარისა: ვით: ნათლად: ნავანებისა: იტყუის: რა: უთხრა: პასუხი: მას: სათნებლისა: თნებისა: რაა: წამალი: მისისა: წყლულისა: განკურნებისა:

840. ყმა: ეტყუის: ვის: აქუ: მინდობა: კაცისა: მომცქაფავისა: მან: ჩემთუის: დაწვა: თავისი: დადვა: არ: დასაწვავისა: დრო: დამიც: ჩემგან: მისულისა: მითქუამს: დადება: თავისა: მზე: შემიფიცავს: თავისა: ჩემგან: მზედ: სახედავისა:

841. ჴამს: მოყვარე: მოყვრისათვის: თავი: ჭირსა: არ: დამრიდად: გული: მისცეს: გულისათუის: სიყუარული: გზად: და: ჴიდად: კულა: მიჯნურსა: მიჯნურისა: ჭირი: უჩნდეს: ჭირად: დიდად: აჰა: მაქუსმცა: უმისოსა: ლხინი: არმად: თავი: ფლიდად:

842. მზე: ეტყუის: მომხუდა: ყოველი: ჩემი: წადილი: გულისა: პირველ: შენ: მოხუელ: მშვიდობით: მპოვნელი: დაკარგულისა: მერმე: ზრდა: სიყუარულისა: გაქუ: ჩემგან: დანერგულისა: ვპჰოვე: წამალი: გულისა: აქამდის: დადაგულისა:

843. საწუთრო: კაცსა: ყოველსა: ვითა: ტაროსი: უხუდების: ზოგჯერ: მზეა: და: ოდესმე: ცა: რისხვით: მოუქუხდების: აქამდის: ჭირი: ჩემზედა: აწ: ესე: ლხინად: უხუდების: რადგან: შვება: აქუს: სოფელსა: თუით: რად: ვინ: შეუწუხდების:

844. შენ: არ: გატეხა: კარგი: გჭირს: ზენაარისა: ფიცისა: ჴამს: გასრულება: მოყურისა: სიყუარულისა: მტკიცისა: ძებნა: წამლისა: მისისა: ცოდნა: ჴამს: უვიცისა: ჩემი: თქუი: რა: ვქნა: ბნელ: ქმნილმან: მზე: მიმეფაროს: მე: ცისა:

845. ყმამან: ჰკადრა: სიახლითა: შევრთე: ჭირი: შვიდსა: მე: რვა: ცუდი: არის: დამზრალისა: გასათბობლად: წყლისა: ბერვა: ცუდი: არის: სიყუარული: ქუეით: კოცნა: მზისა: წურვა: თუ: გიახლო: ერთხელ: ვაი: და: რა: მოგშორდე: ათასჯერ: ვა:

846. ვაი: თუ: გავიჭრა: გაჭრილსა: სადა: გლახ: დამწუავს: სად: ალი: გული: ძეს: საგნად: ისრისა: მესვრის: საკრავად: სამალი: დრო: სიცოცხლისა: ჩემისად: დღისითღა: ჩანს: ნასამალი მალვა: მწადს: მაგრა: გარდაჴდა: ჟამი: პატიჟთა: სამალი:

847. მესმა: თქუენი: ნაუბარი: გავიგონე: რაცა: ბრძანე: ვარდსა: ქაცუი: მოაპოვებს: ეკალთამცა: რად: ვეფხანე: მაგრა: მზეო: თავი: მზესა: ჩემთუის: სრულად: დააგვანე: სიცოცხლისა: საიმედო: ნიშანი: არ: წამატანე:

848. ყმა: ტკბილი: და: ტკბილქართული: სიკეთისა: ჴელის: მჴდელი: ამაზედა: ეუბნების: ვით: გაზრდილსა: ამო: მზრდელი: ქალმან: მისცა: მარგალიტი: სრულქნა: მისი: საწადელი: ღმერთმან: ქნას: და: გაუსრულდეს: ლხინი: ესე: აწინდელი:

849. რა: სჯობს: რა: კაცმან: გიშერი: ბროლ: ლალსა: თანა: ახიოს: ანუ: ბაღს: ალვა: საროსა: ახლოს: რგოს: მორწყოს: ახიოს: მისსა: მჭურეტელსა: ალხინოს: ვერ: მჭურეტსა: ავაგლახიოს: ვა: მოყვარისა: გაყრილსა: ახიო: ეყოს: ახიოს:

850. ყმა: მხიარული: წყლიანი: დაიჩენს: არ: სიმძიმილსა: მისნი: კბილნი: და: ბაგენი: დაიშვენებდეს: ღიმილსა: რა: მოიშორო: მოყვარე: თუალთაგან: დასდები: მილსა: მუნით: ადენდი: წყაროსა: სოფლისა: დასაწვიმილსა:

851. მათ: მიხუდა: ლხინი: ყოველი: ერთმანერთისა: ჭურეტითა: ყმა: წამოვიდა: გაყრილი: მივა: გულითა: რეტითა: მზე: ტირს: სისხლისა: ცრემლითა: ზღუისაცა: მეტის: მეტითა: იტყუის: ვერ: გაძღა: სოფელი: ვაი: ჩემთა: სისხლთა: ხურეტითა:

852. ყმა: წავიდა: სევდიანი: მკერდსა: იცემს: ამად: ილებს: რომე: კაცსა: მიჯნურობა: ატირებს: და: გააფლიდებს: რა: ღრუბელი: მიეფარვის: მზე: ჴმელეთსა: დააჩრდილებს: მის: მოყურისა: მოშორება: აწ: აბინდებს: არ: აჩრდილებს:

853. სისხლმან: და: ცრემლმან: გარეუით: ღაწუი: ქნის: ღარად: და: ღარად: იტყუის: მზე: ჩემგან: თავისა: კმა: დასადებლად: აღარად: მიკუირს: თუ: გული: ალმასი: შავმან: წამწამმან: დაღა: რად: ვირე: ვნახვიდე: სოფელო: მინდი: სალხინოდ: აღარად:

854. ვინ: გუშინ: ედემს: ნაზარდი: ალვა: მრწყო: დამრგო: მახია: დღეს: საწუთრომან: ლახუარსა: მიმცა: დამხია: მახია: დღეს: გული: ცეცხლსა: უშრეტსა: დაბმითა: და: ამახია: აწყა: ვსცან: საქმე: სოფლისა: ზღაპარია: და: ჩმახია:

855. ამას: მოსთქვამს: ცრემლსა: აბნევს: ათრთოლებს: და: აწანწარებს: გულამოსკუნით: ოხვრა: სულთქმით: მიხრის: ტანსა: მიაწარებს: საყუარლისა: სიახლესა: მოშორვება: გაამწარებს: ვაი: საწუთრო: ბოლოდ: თავსა: ასუდარებს: აზეწარებს: