... (H-54), 1680 წ.

856. ყმა: მივიდა: საწოლს: დაჯდა: ზოგჯერ: ტირს: და: ზოგჯერ: ბნდების: მაგრა: ახლავს: გონებითა: საყუარელსა: არ: მოსწყდების: ვით: მწუანვილსა: თურთილისაგან: პირსა: ფერი: მოაკლდების: ხედავთ: ვარდსა: უმზეობა: რაგვარ: ადრე: დააჩნდების:

857. საწოლს: მჯდომმან: პირსა: ცემით: ბროლი: ბღუჯოს: ვარდი: კონოს: გულსა: იდებს: იტყუის: კაცმან: ჭირი: ლხინსა: შეაწონოს: ლხინმან: სძლიოს: გაძლება: ჴამს: ჭირი: სთმოს: და: ჟამთა: მონოს: ვით: ქონება: არ: იმადლოს: მას: სხუა: ღმერთმან: რა: აქონოს:

858. გული: კრულია: კაცისა: ხარბი: და: გაუძღომელი: გულია: ჟამ: ჟამ: ყოველთა: ჭირთ: მომთმო: ლხინთა: მდომელი: გული: ბრმა: ურჩი: ხედვისა: თუით: ვერას: ვერ: გამზომელი: ვერცა: ჰპატრონობს: სიკუდილი: ვერცა: პატრონი: რომელი:

859. ამ: სოფელსა: კარგად: ყოფით: კეისარი: იყოს: ვითა: რა: მოკუდების: წარიყვანონ: მძიმედ: შეკრან: ბორკილითა: მიაბარონ: გეენიას: დაწუან: მისით: სიბნელითა: ეს: სოფელი: ამას: გიზამს: კარგსა: ნუ: ვინ: მოელითა:

860. რა: გულსა: უთხრა: გულისა: სიტყუანი: საგულისონი: თუით: მარგალიტნი: მიხუნა: მის: მზისა: სამეყვისონი: მის: მზისა: მკლავსა: ნაბამნი: მათ: კბილთა: შესატყუისონი: პირსა: დასდვა: აკოცა: ცრემლი: სდის: ვითა: ბისონი:

861. რა: გათენდა: კაცი: მოვა: მომკითხავი: დარბაზს: მჴმობი: ყმა: წავიდა: ლაღი: ნაზი: ნაღვიძები: ძილ: ნაკრთობი: ერთმანერთსა: ეჯავრიან: დგას: მჭურეტელთა: ჯარი: მსწრობი: მეფე: მინდორს: ეკაზმოდა: მოემზადა: დაბდაბ: ნობი:

862. მეფე: შეჯდა: მაშინდელი: ზარი: აწმცა: ვით: ითქომოდა: ქოს: დაბდაბთა: ცემისაგან: ყურთა: სიტყუა: არ: ისმოდა: მზესა: ქორნი: აბნელებდეს: ძაღლთა: რბოლა: მიდამოდა: მას: დღეს: მათგან: დანაღუარი: სისხლი: ველთა: მოესხმოდა:

863. ინადირეს: შემოიქცეს: მხიარულნი: მინდორს: რულნი: შეიტანნეს: დიდებულნი: თავადნი: და: სპანი: სრულნი: დაჯდა: დახუდეს: მოკაზმულნი: საჯდომნი: და: სრანი: სრულნი: ჴმას: სცემს: ჩანგი: ჩაღანასა: მომღერალნი: იყუნეს: სრულნი:

864. ყმა: ახლოს: უჯდა: მეფესა: ჰკითხვიდა: ეუბნებოდა: ბაგეთა: გასჭუირს: ბროლ: ლალი: და: კბილთათ: ელვა: ჰკრთებოდა: ღირსნი: ახლოს: სხდეს: ისმენდეს: შორს: ჯარი: დაიჯრებოდა: უტარიელოდ: ხსენება: არვისგან: იკადრებოდა:

865. ყმამან: რაცა: არვის: უთხრის: კითხვად: ვინმცა: გამოჰპირდა: მართალა: თუ: საუბარსა: აძუირებსა: ძუირად: ღირდა: სმა: გარდაჴდა: გაიყარნეს: ყმა: წავიდა: მიცასჭირდა: ვეღარ: გასძლო: გულ: მისი: აუჩუქდა: აუტირდა:

866. თქვა: ამა: ჟამსა: წუხელის: მე: დილა: გამთენებოდა: მუნ: ვიყავ: სადა: სამყაროს: ღაწვთაგან: ელვა: ჰკრთებოდა: აწ: სიშორისა: მომლოდე: გულიმცა: მისთუის: კვდებოდა: მზემან: რა: მისცა: სინათლე: თუ: მთუარე: გაეყრებოდა:

867. ყმა: მივიდა: გულმოკლული: ცრემლი: ველთა: მოედინა: მართ: მისივე: სიყუარული: უარებდის: თუალთა: წინა: ზოჯერ: ადგის: ზოგჯერ: დაწუის: ხელსა: რადმცა: დაეძინა: რაცა: აჯა: დათმობისა: გულმან: ვისმცა: მოუსმინა:

868. წევს: იტყუის: გულსა: სალხინო: რამცაღა: დაუსახეო: მოგშორდი: ედემს: ნაზარდო: ტანო: ლერწამო: და: ხეო: შენთა: მჭურეტელთა: ნიშატო: ვერ: მჭურეტთა: სავაგლახეო: ცხადად: ნახუასა: არ: ვღირს: ვარ: ნეტარმცა: სიზმრად: გნახეო:

869. ამას: მოსთქმიდის: ტირილით: ცრემლისა: დასაღუაროთა: კულა: გულსა: ეტყუის: დათმობა: ჰგუანდეს: სიბრძნისა: წყაროთა: არ: დავსთმოთ: რა: ვქმნათ: სევდასა: მითხარ: რა: მოუგვაროთა: თუ: ლხინი: გუინდა: ღმრთისაგან: ჭირნიცა: შევიწყნაროთა:

870. კულა: იტყვის: გულო: რასთენცა: გაქუს: სიკვდილისა: წადება: სჯობს: სიცოცხლისა: გაძლება: მისთუის: თავისა: დადება: მაგრა: დამალე: არ: გიჩნდეს: შენი: ცეცხლისა: კვლა: დება: ავად: შეჰფერობს: მიჯნურსა: მიჯნურობისა: ცხადება:

დათხოვა ავთანდილისაგან როსტევან მეფისაგან და ვაზირის საუბარი:

871. რა: გათენდა: შეეკაზმა: ყმა: გავიდა: ადრე: გარე: იტყუის: ნეტარ: მიჯნურობა: არ: დამაჩნდა: დაცავფარე: დათმობასა: ეაჯების: გულსა: შენ: რა: მოუგვარე: ცხენსა: შეჯდა: წამოვიდა: ვაზირისა: სახლსა: მთვარე:

872. ვაზირმან: ცნა: გაეგება: ჩემსა: მზეო: ამოსრული: ამას: თურე: მახარებდა: დღეს: ნიშანი: სიხარული: მიეგება: თაყუანისსცა: ჰკადრა: სრულსა: ქება: სრული: ჴამს: სტუმარი: სასურველი: მასპინძელი: მხიარული:

873. ყრმა: გარდასვა: მასპინძელმან: არ: ღაფალმან: ავმან: უქმან: ფერჴთა: ქუეშე: ხატაურსა: უფენენ: და: მიწად: უქმან: ყმამან: სახლი: გაანათლნა: ვით: სამყარო: მზისა: შუქმან: თქუეს: სურნელი: სული: ვარდთა: დღეს: მოგუბერა: ქუენა: ბუქმან:

874. დაჯდა: მისთა: შემხედველთა: გული: მათი: მართლად: ხელეს: მისთა: მჭურეტთა: მისთუის: ბნედა: თავისათუის: ისახელეს: სულთქუმა: ბევრი: აათასეს: აღარა: თუ: აერთხელეს: გაყრა: ბრძანეს: გაიყარნეს: ჯალაბობა: გაათხელეს: