... (H-54), 1680 წ.

915. მოიუბნეს: ვაზირმან: ქნა: ჭამა: სუმანი: მათნი: ფერნი: უმასპინძლა: ძღუენი: უძღუნა: შუენიერსა: შუენიერნი: მისნი: მყოლნი: ავეავსნა: მოყმენი: თუნდა: ბერნი: გაიყარნეს: ყმა: წავიდა: სახლად: ჩადგეს: მზისა: წვერნი:

916. შეკრა: წითელი: ასი: ათასი: პირად: მზემან: და: ტანად: სარომან: სამასი: თავი: სტავრა: ატლასი: უხვმან: ნიადაგ: მიუმცდარომან: სამოცი: თვალი: ლალ: იაგუნდი: ფერად: არ: მათმან: საუარომან: კაცი: გაგზავნა: ვაზირისასა: ესე: ყუელაი: მისთუის: არო: მან:

917. შესთუალა: თუ: რაცა: გმართებს: ვით: მოგცე: და: ვით: გაქონო: ვალთა: შენთა: გარდსაჴდელად: რა: ნაცვალი: მოვიგონო: თუღა: დავრჩე: შენთუის: მოვკუდე: თავი: ჩემი: დაგამონო: სიყუარული: სიყუარულსა: შეგიცალო: შეგიწონო:

918. მე: ვითა: ვთქუა: უებრობა: სიკეთე: და: ქება: მისი: კაცი: იყო: საქმისაცა: შესაფერი: შესატყუისი: ასრე: უნდა: მოხმარება: ჰგავიდოდეს: ვისცა: ვისი: ოდეს: კაცსა: დაეჭიროს: მაშინ: უნდა: ძმა: და: თვისი:

შერმადინის საუბარი ავთანდილთანა ოდეს გაიპარა:

919. შერმადინს: ეტყუის: უბრძანებს: პირმზე: ნათელთა: მფენელი: ესე: დღე: არის: იმედი: ჩემის: გულისა: მლხენელი: შენგან: თავისა: შენისა: საჩემოდ: გამომჩენელი: მქებრად: ამბვისა: მათისა: ჴამს: მკითხავი: და: მსმენელი:

920. იტყვის: როსტან: არ: გამიშვა: არცა: სიტყუა: მომისმინა: მან: არ: იცის: რათა: ვინა: და: სულდგმული: ვისგან: ვინა: უმისომცა: ნუ: ცოცხალ: ვარ: ნუცა: გარე: ნუცა: შინა: რაცა: საქმე: უსამართლო: ღმერთმან: ვისმცა: შეარჩინა:

921. თუცა: მისი: არ: გაწირვა: ჩემგან: მტკიცობს: არ: სათუობს: ყოვლი: ცრუ: და: მოღალატე: ღმერთსა: ჰგმობს: და: აგრე: ცრუობს: გული: მისი: უნახავი: ტირს: და: სულთქუამს: ვაებს: უშობს: ლხინსა: არას: არ: იახლებს: ჰკრთების: კუშტობს: ვახშობს: უშობს:

922. ოდეს: ბრძენმან: გაიგონოს: გონებითა: მთით: და: გორით: მიჯნური: და: სამიჯნურო: ერთმანერთსა: შევასწორით: ერთად: ვთქუენით: გაუყრელად: მათი: არა: გავაორით: მოყუარესა: მოყურისაგან: მოგონება: უნდა: შორით:

923. სამი: არის: მოყურისაგან: მოყურობისა: გამოჩენა: პირველ: ნდომა: სიახლისა: სიშორისა: ვერ: მოთმენა: მიცემა: და: არას: შური: ჩუქებისა: არ: მოწყენა: გავლენა: და: მოჴმარება: მისად: რგებად: ველთა: რბენა:

924. მან: გამისრულა: ყუელაი: ესე: წესი: და: რიგები: აწ: ჩემგან: ჰმართებს: მუქაფა: გულომცა: ჭირსა: შეები: თუ: ვერა: ვარგო: მისთანა: მეცა: წასადმე: ვეგები: ხარ: რაზომ: ფერი: სოფელო: არვისგან: არ: შეიგები:

925. რადღა: ვაგრძელებ: სიტყუასა: ჟამია: შემოკლებისა: აწ: გაპარვაა: წამალი: ამა: გულისა: ხლებისა: რასაცა: გვედრებ: ისმენდი: ვიდრე: დრო: გქონდეს: ხლებისა: შენ: გაამაგრე: დაჭირვა: ჩემისა: ნასწავლებისა:

926. აწ: მეფეთა: სამსახურად: პირველ: თავი: დაამზადე: სიკეთე: და: უკლებლობა: შენი: ერთობ: გააცხადე: სახლი: ჩემი: შეინახე: სპათა: ჩემთა: ეთავადე: სამსახური: აქანამდის: კულა: გავლენა: გააკულადე:

927. მტერთა: ჩემთა: ენაპირე: ძალი: ნურა: მოგაკლდების: ერთგულთათუის: კარგი: ნუ: გშურს: ორგულიმცა: შენი: კუდების: შემოვიქცე: შენი: ჩემგან: ვალი: კარგად: გარდიჴდების: პატრონისა: სამსახური: არაოდეს: არ: წახდების:

928. ესე: ესმა: ცრემლი: ცხელი: შერმადინსა: თუალთა: სდინდი: მოაჴსენა: მარტოობით: ჭირსა: რადმცა: შევუშინდი: მაგრა: რა: ვქმნა: უშენომან: დამეცემის: გულსა: ბინდი: წამიტანე: სამსახურად: მოგეჴმარო: რაცა: გინდი:

929. ვის: ასმია: მარტოსაგან: ღარიბობა: ეგზომ: დიდი: ვის: ასმია: პატრონისა: ჭირსა: შიგან: ყმისა: რიდი: დაკარგულსა: გიგონებდე: რა: ვიქნები: აქა: ფლიდი: ყმამან: უთხრა: ვერ: წაგიტან: რაზომსაცა: ცრემლსა: ღურიდი:

930. შენგან: ჩემი: სიყვარული: ვითამც: არა: დამეჯერა: მაგრა: საქმე: არ: მოჴდების: ჟამი: ასრე: დამემტერა: ვის: მივანდო: სახლი: ჩემი: შენგან: კიდე: ვინმც: მეფერა: გული: დადევ: დაიჯერე: ვერ: წაგიტან: ვერა: ვერა:

931. თუ: მიჯნური: ვარ: ერთი: ვჴამ: ხელი: მინდორთა: მე: რებად: არ: მარტო: უნდა: გაჭრილი: ცრემლისა: სისხლსა: ფერებად: გაჭრა: ჴელია: მიჯნურთა: რად: სცალს: თავისა: ბერებად: ასრეა: ესე: სოფელი: შესჯერდი: კულა: შეჯერებად:

932. რა: მოგშორდე: მაჴსენებდი: სიყუარული: ჩემი: გქონდეს: არ: ვეშიშვი: მტერთა: ჩემთა: თავი: მონად: მომიმონდეს: ჴამს: მამაცი: გაგულისდეს: ჭირსა: შიგან: არ: დაღონდეს მძულს: რა: კაცსა: სააუგო: საქმე: არა: არ: შესწონდეს:

933. მე: იგი: ვარ: ვინ: სოფელსა: არ: ამოვჰკრეფ: კიტრად: ბერად: ვის: სიკუდილი: მოყურისათუის: თამაშად: და: მიჩანს: მღერად: ჩემსა: მზესა: დავეთხოვე: გავუშვივარ: დავდგე: მე: რად: მას: თუ: დავსთმობ: სახლსა: ჩემსა: ვეღარ: დავსთმობ: ვისსა: მე: რად: