... (H-54), 1680 წ.

875. რა: ჯალაბი: გაიყარა: ყმა: ვაზირსა: ეუბნების: ეტყუის: შენი: დამალული: დარბაზს: არა: არ: იქნების: რაცა: გწადდეს: საურავი: მეფე: იქს: და: შენ: გეთნების: გაიგონე: ჭირი: ჩემი: მკურნე: რაცა: მეკურნების:

876. მის: ყმისა: ცეცხლი: მედების: წუა: მისისა: მჭირს: მწველისა: მკლავს: სურვილი: და: ვერ: ნახუა: ჩემისა: სასურველისა: მას: ჩემთუის: სულნი: არ: შურდეს: შეზღვა: ჴამს: შეუზღველისა: ჴამს: სიყუარული: მოყვრისა: უხვისა: უშურველისა:

877. მისი: ნახვა: გულსა: ჩემსა: ვითა: ბადე: დაებადა: მუნვე: დარჩა: დათმობაცა: მასთანავე: დაება: და: რათგან: დასწვავს: მოახლეთა: ღმერთსა: მზედცა: დაებადა: მერმე: ასმათ: ჩემთუის: დისა: მართ: დად: უფრო: დაებადა:

878. ოდეს: წამოვე: შევჰფიცე: ფიცითა: საშინელითა: კულა: მოვალ: გნახავ: პირითა: არ: მტერთა: საწუნელითა: შენსა: მე: ვეძებ: ნათელსა: შენ: ხარ: გულითა: ბნელითა: ჟამია: ჩემგან: წასულისა: მით: მწვაუს: ცეცხლითა: ნელითა:

879. ყოველსავე: მართლად: გითხრობ: არ: სიტყუასა: საკვეხელსა: მიმელის: და: ვერ: მივსულვარ: ესე: მიდებს: ცეცხლსა: ცხელსა: ვერ: გაუტეხ: ზენაარსა: ვერ: გავსწირავ: ხელი: ხელსა: რამცა: სადა: გაუმარჯუდა: კაცთა: ფიცთა: გამტეხელსა:

880. რაცა: გითხრა: ჩემაგიერ: როსტანს: ჰკადრე: მიედ: სრასა: თავმან: მისმან: ფიცით: გეტყუი: შენ: ვაზირსა: ოსტასრასა: არ: შემიპყრობს: არ: დავდგები: თუ: შემიპყრობს: მაქნევს: რასა: მიშველე: რა: გული: ცეცხლმან: არ: დამიჭრას: არცა: სრასა:

881. კადრე: ვინ: გაქო: ყოველმან: პირმან: არ: მეუმზრახემან: ვითა: ვიშიშვი: გაცნობოს: ღმერთმან: თქვენმანვე: სახემან: მაგრა: მან: ყმამან: ცეცხლითა: დამწვა: ალვისა: სახემან: გული: წამსავე: წამიღო: ვერათ: ვერ: შევინახე: მან:

882. აწ: მეფეო: უმისობა: ჩემგან: ყოლა: არ: ეგების: გული: მას: აქვს: უგულოსა: აქა: ჴელი: რა: მეჴდების: თუ: რას: ვარგებ: პირველ: ხვალემ: თუით: სახელი: თქუენ: მოგხუდების: ვერას: ვარგებ: გულსა: დავდებ: ჩემი: ფიცი: არ: გატყდების:

883. წასლვა: ჩემი: გულსა: თქუენსა: არ: ეწყინოს: არ: დაჭმუნდეს: თავსა: ჩემსა: გაგებული: იქნას: რაცა: ღმერთსა: უნდეს: მანვე: ქნას: და: გაგიმარჯუდეს: თქუენი: თქუენკე: დავებრუნდეს: არ: მოვბრუნდე: თქვენმცა: სუფევთ: თქუენნი: მტერი: დაძაბუნდეს:

884. კულა: პირმზე: ეტყუის: ვაზირსა: მე: სიტყვა: შევამცირეო: წა: ესე: ჰკადრე: მეფესა: შევინ: ვიდოდეს: ვირეო: მიაჯე: ამოდ: გაშვება: და: თავი: გაიგმირეო: ასი: ათასი: წითელი: შენ: ქრთამად: შეიწირეო:

885. ვაზირმან: უთხრა: სიცილით: ქრთამი: შენ: გქონდეს: შენია: შენგან: კმა: ჩემად: წყალობად: რომე: გზა: გაგიჩენია: მაგას: რა: ვჰკადრებ: მეფესა: რაცა: აწ: თქუენგან: მსმენია: ვიცი: უცილოდ: ამავსებს: შოება: არ: საწყენია:

886. თავმან: მისმან: მუნვე: მამკლავს: ვეჭუ: წამიცა: არ: წამაროს: შენი: ოქრო: შენვე: დაგრჩეს: მე: გლახ: მიწა: მესამაროს: მომკალ: კაცსა: სიცოცხლისა: სწორად: რაცა: მოეჴმაროს: არ: ითქმის: და: ვერცა: ვიტყუი: რა: გინდა: ვინ: მისგან: აროს:

887. გზა: არ: წავა: თავსა: წინა: სიცოცხლე: გლახ: ვით: გათნიო: ამიკლებს: და: ანუ: მომკლავს: ეგე: სიტყუა: ვითა: სთქვიო: რად: არ: მუნვე: გაიგონე: რად: ხარ: შმაგი: ეგეთიო: სჯობს: სიკუდილი: აკლებასა: ამას: თავსა: აწვე: ვსწურთიო:

888. თუ: მეფეცა: გაგიშვებდეს: თუით: ლაშქარნი: რად: მოღორდენ: რად: გაგიშვან: რად: დაღორდენ: ანუ: მზესა: რად: მოშორდენ: შენ: წახუიდე: მტერნი: ჩუენნი: დაგუთამამდენ: გაგვისწორდენ: ეგე: ასრე: არ: იქნების: ვითა: ჩიტნი: არ: გაქორდენ:

889. ყმა: ატირდა: ცრემლით: უთხრა: ჴამს: თუ: დანა: გულსა: ვიცი: ჰე: ვაზირო: შეგეტყობის: სიყუარული: არ: თურ: იცი: ანუ: სხუაცა: არ: გინახავს: მოყურობა: და: არცა: ფიცი: თუ: გინახავს: უმისოსა: ჩემი: ლხინი: ვით: ამტკიცი:

890. მზე: დაბრუნდა: არ: ვიცოდი: მზესა: რამცა: დააბრუნვებს: აწ: უშველოთ: გუიჯობს: იგი: ნაცვლად: დღესა: დაგვითბუნვებს: ჩემი: ჩემებრ: არვინ: იცის: რა: მამწარებს: რა: მატკბუნვებს: ცუდთა: კაცთა: საუბარი: კაცსა: მეტად: დააჭმუნვებს:

891. მეფე: ანუ: მისნი: სპანი: ნეტარ: ჴელსა: რასა: მჴდიან: აწ: ვითამცა: გაუწყვეტლად: უცნობოსა: ცრემლნი: მდიან: სჯობს: წავიდე: არ: გავტეხნე: კაცსა: ფიცნი: გამოსცდიან: ჭირნი: მისგან: უნახავნი: კაცსა: ვისმე: გარდუჴდიან:

892. აწ: ვაზირო: მაგა: პირსა: გული: კრული: ვით: მოგთმინდეს: რკინა: ჩემი: მონაცვალე: ჴამს: გაცვილდეს: არ: გატინდეს: ვერ: გარდვიჴდი: ცრემლთა: მისთა: ჯეიჰუნიცა: თვალთა: მდინდეს: მომეჴმარე: ნუთუ: ჩემგან: მოჴმარება: შენცა: გინდეს:

893. არ: გამიშვებს: გავიპარვი: წავალ: მათგან: შეუგებლად: ვითა: მნუკევს: ეგრე: დავრთო: გული: ცეცხლსა: მოსადებლად: ვიცი: ჩემთვის: არას: გიზამს: თუ: არ: უნდი: გასაძებლად: თქუი: რა: გინდა: წაგეკიდოს: თავი: დადევ: საწამებლად:

894. ვაზირმან: თქუა: შენი: ცეცხლი: მეცა: ცეცხლად: მომედების: ვეღარ: უჭვრეტ: ცრემლთა: შენთა: სოფელიცა: გაქარდების: ზოგი: თქმა: სჯობს: არა: თქმასა: ზოგი: თქმითა: დაშავდების: ვიტყუი: მოვჰკვდე: არა: გამა: ჩემი: მზეცა: თქუენ: მოგჴუდების: