... (H-54), 1680 წ.

934. აწ: ანდერძსა: ჩემსა: მოგცემ: როსტანს: წინა: დაწერილსა: შენ: შეგვედრებ: დაგიჭიროს: ვითა: გმართებს: ჩემსა: ზრდილსა: მოვჰკუდე: თავსა: ნუ: მოიკლავ: სატანისგან: ნუ: იქ: ქნილსა: ამაზედა: ატირებდი: დაიდებდი: თუალთა: მილსა:

ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე ოდეს გაიპარა:

935. დაჯდა: წერად: ანდერძისად: საბრალოსა: საუბრისად: ჰე: მეფეო: გავიპარე: ძებნად: ჩემგან: საძებრისად: ვერ: დავდგები: შეუყრელად: ჩემთა: ცეცეხლთა: მომდებრისად: შემინდევ: და: წამატანე: მოწყალება: ღმრთაებრისად:

936. ვიცი: ბოლოდ: არ: დამიგმობ: ამა: ჩემსა: გაზრახულსა: კაცი: ბრძენი: ვერ: გასწირავს: მოყუარესა: მოყუარულსა: მე: სიტყუასა: ერთსა: გკადრებ: პლატონისგან: სწავლა: თქმულსა: სიცრუე: და: ორპირობა: ავნებს: ჴორცსა: მერმე: სულსა:

937. რათგან: თავია: სიცრუვე: ყოვლისა: უბადობისა: მე: რად: გავწირო: მოყუარე: ძმა: უმტკიცესი: ძმობისა: არა: ვიქ: ცოდნა: რას: მარგებს: ფილასოფოსთა: ბრძნობისა: მით: ვისწავლებით: მოგუეცეს: შერთვა: ზესთ: მწყობრთა: მწყობისა:

938. წაგიკითხავს: სიყუარულსა: მოციქულნი: რაგუარ: სწერენ: ვით: იტყუიან: ვით: აქებენ: ცან: ცნობანი: მიაფერენ: სიყუარული: აღგუამაღლებს: ვით: ეჟუანი: ამას: ჟღერენ: შენ: არ: ჯერხარ: უსწავლელნი: კაცნი: რადმცა: შეაჯერენ:

939. ვინ: დამბადა: შეძლებაცა: მანვე: მომცა: ძლევად: მტერთად: ვინ: არს: ძალი: უხილავი: შემწედ: ყოვლთა: მიწიერთად: ვინ: საზღვარსა: დაუსაზღვრებს: ზის: უკუდავი: ღმერთი: ღმერთად: იგი: გაჰჴდის: წამის: ყოფით: ერთსა: ასად: ასსა: ერთად:

940. რაცა: ღმერთსა: არა: სწადდეს: არა: საქმე: არ: იქნების: მზისა: შუქთა: ვერ: მჭურეტელი: ია: ჴმების: ვარდი: ჭკნების: თვალთა: ტურფა: საჭურეტელი: უცხო: რამე: ეშვიდნების: მე: ვით: გავსძლო: უმისობა: ან: სიცოცხლე: ვით: გეთნების:

941. რაზომცა: სწყურები: შემინდევ: შეცვლა: თქუენისა: მცნებისა: ძალი: არ: მქონდა: ტყუე: ქნილსა: მე: მაგისისა: თნებისა: აწ: წასულა: იყო: წამალი: ჩემთა: საჴუმილთა: გზნებისა: სადა: გინდ: ვიყო: რა: მგამა: ყოფამცა: მქონდა: ნებისა:

942. არას: გარგებს: სიმძიმილი: უსარგებლო: ცრემლთა: დენა: არ: გარდავა: გარდუვალად: მომავალი: საქმე: ზენა: წესი: არის: მამათაგან: მოჭირვება: ჭირთა: თმენა: არვის: ძალუცს: ხორციელსა: განგებისა: გარდავლენა:

943. რაცა: ღმერთსა: გაუგია: თავსა: ჩემსა: გარდასავლად: გარდამჴდეს: და: შემოვიქცე: აღარ: დამრჩეს: გული: ავლად: თქუენვე: გნახნე: მხიარულნი: დიდებით: და: დავლა: მრავლად: მას: რა: ვარგო: დიდებად: და: კმარის: ესე: ჩემად: დავლად:

944. მეფეო: ესე: თათბირი: მომკალ: ვინ: დამიწუნოსა: მეფეო: ნუთუ: წასულამან: თქუენ: ჩემმან: დაგაჭმუნოსა: ვერ: ვეცრუები: ვერ: უზამ: საქმესა: საძაბუნოსა: პირის: პირ: მარცხუენს: ორნივე: მივალთ: მას: საუკუნოსა:

945. არ: დავიწყება: მოყურისა: აროდეს: გუიზამს: ზიანსა: ვჰგმობ: კაცსა: უაუგოსა: ცრუსა: და: ღალატიანსა: ვერ: ვეცრუები: ვერ: ვუზამ: მას: ჴელმწიფესა: მზიანსა: რა: უარია: მამაცსა: სულ: დიდსა: წასულა: გვიანსა:

946. რა: უარეა: მამაცსა: ომშიგან: პირთა: მჴმეჭელსა: შედრეკილშეშინებულსა: და: სიკუდილისა: მეჭუელსა: კაცი: ჯაბანი: რათა: სჯობს: დიაცსა: ქსლისა: მბეჭუელსა: სჯობს: სახელისა: მოხვეჭა: ყოველსა: მოსახვეჭელსა:

947. ვერ: დაიჭირავს: სიკვდილსა: გზა: ვიწრო: ვერცა: კლდოვანი: მისგან: გასწორდეს: ყოველნი: სუსტი: და: ძალგულოვანი: ბოლოდ: შეყარნეს: მიწამან: ერთგან: მოყმე: და: მჴცოვანი: სჯობს: სიცოცხლესა: ნაზრახსა: სიკუდილი: საჴელოვანი:

948. მერმე: ვიშიშუი: მეფეო: თქვენად: კადრებად: ამისად: სცთების: და: სცთების: სიკუდილსა: ვინ: არ: მოელის: წამისად: მოვა: შემყრელი: ყოველთა: ერთად: დღისა: და: ღამისად: თუ: ვერა: გნახე: ცოცხალმან: სიცოცხლე: გქონდეს: ჟამისად:

949. თუ: საწუთრომან: დამამჴოს: ყოველთა: დამამჴობელმან: ღარიბი: მოვჰკუდე: ღარიბად: ვერ: დამიტიროს: მშობელმან: ვეღარ: შემსუდრონ: დაზრდილთა: და: ვერცა: მისანდობელმან: მუნ: შემიწყალოს: თქუენმავე: გულმან: მოწყალე: მლმობელმან:

950. მაქუს: საქონელი: ურიცხვი: ვერუისგან: ანაწონები: მიეც: გლახაკთა: საჭურჭლე: ათავისუფლე: მონები: შენ: დაამდიდრე: ყოველი: ობოლი: არას: მქონები: მიღუწიან: მომიგონებენ: დამლოცვენ: მოვეგონები:

951. ღმერთსა: მვედრებდა: მრავალი: გლახაკი: გულ: მჴურვალები: დამჴსნას: ჴორცთა: და: სოფელსა: ნუმცა: რად: შევიცვალები: კულა: ცეცხლი: ჯოჯოხეთისა: ნუმცა: მწუავს: იგი: ალები მომცეს: მკუიდრივე: მამული: მუნ: ჩემი: სასურვალები:

952. დამჴსნას: ბნელი: და: ნათელი: შემმოსოს: ზესთა: ზენისა: მუნ: დამაუნჯოს: წამალი: სადა: ძეს: სულთა: ლხენისა: ჩემი: არ: ჰქონდეს: შეძლება: სოფლისა: მღილთა: კბენისა: ფრთენი: მომესხნენ: და: ძალი: მომეცეს: აღმაფრენისა: