... (S-1727), 1837 წ.

932. ქვაბი ჩავლნეს და წავიდეს: ტირილით ცრემლთა მდენანი჻ ასმათ ტირს მოთქვამს ჱე ლომნო: ვისნი ვით მოგთქმენ ენანი჻ მზემან დაგუწვა და დაგდაგნა: ცისა მნათობნი ზენანი჻ ვაჲ ჭირნი ჩემნი ეგზომნი: ვაჲ სიცოცხლისა თმენანი჻

933. მათ ყმათა მუნით წასულთა: იგი დღე ერთად იარეს჻ ზღვის პირს მივიდეს მუნ დადგეს: არ ხმელთა არე იარეს჻ არ გაიყარნეს მას ღამეით: კვლავ ცეცხლი გაიზიარეს჻ ერთმანერთისა შორს ყოფა: იტირეს იმგლოვიარეს჻

934. ტარიელს ეტყვის ავთანდილ: რუ გახმა ცრემლთა დენისა჻ რად მოიშორე შენ ფრიდონ: მომცემი ამა ცხენისა჻ მუნით იცნობის ამბავი: ღონე მის მზისა მშვენისა჻ აწ მე მუნ მივალ მასწავლე: გზა ძმად ფიცისა შენისა჻

935. ტარიელ სიტყვით ასწავლის: მხარსა ფრიდონის გზასასა჻ მართ გააგონა რაც ოდენ: შეეძლო ძალსა თქმისასა჻ აღმოსავლითკენ წადიო: პირსა იარე ზღვისასა჻ თუ ნახო ჩემი უანბე: გკითხავს ამბავსა ძმისასა჻

936. თხა მოკლეს და მიითრიეს: ცეცხლი შექმნეს ზღვისა პირსა჻ სვეს და ჭამეს რაცა ჭამა: შეჰფერობდა მათსა ჭირსა჻ მას ღამესა ერთად იყვნეს: ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა჻ ვგმობ მუხთალსა საწუთროსა: ზოგჯერ უხვსა ზოგჯერ ძვირსა჻

937. ცისკრად ადგეს გასაყრელად: ერთმანერთსა მოეხვივნეს჻ მაშინ მათგან ნაუბარნი: დადნეს ვინცა მოისმინეს჻ თვალთა ვითა წყაროს თვალნი: ცრემლი ველთა მოადინეს჻ დიდხანს იდგან შეჭედილნი: მკერდი მკერდსა შეარკინეს჻

938. გაიყარნეს ტირილით და: პირსა ხოკით თმათა გლეჯით჻ ერთი აღმა ერთი დაღმა: უგზო მივლენ შანბთა ეჯით჻ ვირემ უჩნდა ერთმანერთი: იძახდიან პირსა ბღნეჯით჻ იგი ნახოს დაღრეჯილი: მზე დაიღრეჯს მისის ღრეჯით჻

წასვლა ავთანდილისაგან ფრიდონისას მულღაზანზარს რომ შეეყარა჻

939. ვაჲ სოფელო რაშიგან ხარ: რას გვაბრუნვებ რა ზნე გჭირსა჻ ყოვლიმც შენი მონდობილი: ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა჻ სად წაიყვან სადაურსა: სად აღუფხვრი სადით ძირსა჻ მაგრამ ღ~თი არ გასწირავს: კაცსა შენგან განაწირსა჻

940. ავთანდილ მისი გაყრილი: ტირს ხმა მისწვდების ცათამდის჻ იტყვის თუ ღვარი სისხლისა: კვლაცა მდენია კვლაცა მდის჻ აწ აგრე გაყრა ძნელია: ვით მაშინ შეყრა ცათამდის჻ კაცი არ ყუელა სწორია: დიდი ძეს კაცით კაცამდის჻

941. ველს მაშინ მჴეცნი ძღებოდეს: ცრემლითა მუნ ნატირითა჻ ვერ დაივსებდა სახმილსა: იწვის ცეცხლითა ხშირითა჻ კვლავ თინათინის გონება: ავსებს უფროვე ჭირითა჻ ბაგეთა ვარდი ანათობს: ბროლი ძოწისა ძირითა჻

942. ვარდი ჭკნებოდა ღვრებოდა: ალვისა შტო ირხეოდა჻ ბროლი და ლალი გათლილი: ლაჟვარდად გარდიქცეოდა჻ გამაგრებოდა სიკვდილსა: ამისთჳს არ უმხნეოდა჻ იტყვის თუ ბნელი რას მიკვირს რადგან დამაგდე მზეო და჻

943. მზესა ეტყვის მზეო გიტყვი: თინათინის ღაწვთა დარად჻ შენ მას გავ და იგი შენ გავს: თქვენ ანათებთ მთად და ბარად჻ ხელსა მალხენს ნახვა შენი: ამად გიჭვრეტ არ დამცდარად჻ მაგრა ჩემი რად დააგდე: გული ცივად გაუმთბარად჻

944. თვე ერთისა მოშორება: მზისა ზამთრის გაგვამცივებს჻ მე გლახ ორნი დამიყრიან: გული ამად რად არ ივნებს჻ მაგრა კლდესა არა შესწონს: არაოდეს არ ატკივნებს჻ წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს: გაჰკვეთს ანუ გაასივნებს჻

აქა ავთანდილ ვარსკვლავთა ეუბნების თავის ბუნებასა჻

945. მიმავალი ცასა შესტირს: ეუბნების ეტყვის მზესა჻ აჰა მზეო გიაჯები: შენ უმძლევთა მძლეთა მძლესა჻ ვინ მდაბალთა აღამაღლებ: მეფობასა მისცემ სვესა჻ მე ნუ გამყრი საყვარელსა: ნუ შემიცვლი ღამედ დღესა჻

ამას სევდიანთა ეტლად იტყჳან჻

946. მოი ზუალო მომიმატე: ცრემლი ცრემლსა ჭირი ჭირსა჻ გული შავად შემიღებე: სიბნელესა მიმეც ხშირსა჻ შემამყარე კაეშანი: ტვირთი მძიმე ვითა ვირსა჻ მას უთხარ თუ ნუ გასწირავ: შენია და შენთჳს ტირსა჻

ამას მოსამართლეთა ეტლად იტყჳან჻

947. ჰე მუშთარო გიაჯები: შენ მართალსა ბრჭესა სრულსა჻ მოდი უყავ სამართალი: გაებჭობის გული გულსა჻ ნუ ამრუდებ უმართლესა: ნუ წაიწყმედ ამით სულსა჻ მართალი ვარ გამიკითხე: რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა჻