... (S-1727), 1837 წ.

874. ბრძენი ვინ ბრძენი რა ბრძენი: ჴელი ვითა იქს ბრძნობასა჻ ეგ საუბარი მაშინ ხამს: თუცაღა ვიყო ცნობასა჻ ვარდი ვერ არის უმზეოდ: იყოს დაიწყებს ჭკნობასა჻ მაწყენ დამეხსენ არა მცალს: არცაღა ვახლავ თმობასა჻

875. კვლავ ეუბნების ავთანდილ: სიტყჳთა მრავალ ფერითა჻ ეტყვის რამ მოჰკვდე გერგების: სიტყვითა რა ოხერითა჻ ნუ იქ არა სჯობს საქმითა: ნუ ხარ თავისა მტერითა჻ ვერ წაიყვანა ვერა ქმნა: სიტყვითა ვერა ვერითა჻

876. მერმე უთხრა აჰა რადგან: არ მამისმენ არას არა჻ არას გაწყენს ენა ჩემი: აქამდისცა ცუდად მცდარა჻ თუ სიკვდილი გიჯობს მოკვე: ვარდი დაჭკნეს დაცამჭკნარა჻ ერთსა რასმე გეაჯები: მიყავ ცრემლი ამად ღვარა჻

877. სადა ინდონი ბროლ ვარდსა: სარვენ გიშრისა სარითა჻ მას მოვეშორვე წამოვე: სიჩქარით არ სიწყნარითა჻ ვერ დამიჭირა მეფემან: მშობლურად საუბარითა჻ შენ არ შემიყრი გამიყრი: აწ ჩემი ლხინი ვთქვა რითა჻

878. ნუ გამგზავნი გულ მოკლულსა: ერთი მიყავ საწადელი჻ ერთხელ შეჯე ამა ცხენსა: გნახო ჩემი სულთა მდგმელი჻ ნუთუ მაშინ მოვიქარვო: სევდა ესე აწინდელი჻ მე წავალ და შენ დაგაგდებ: იქნას შენი საწადელი჻

879. ეხვეწებოდა შეჯეო: აჯას ხვეწნითა არვებდა჻ იცოდა რომე შეჯდომა: კაეშანს მოაქარვებდა჻ ლერწმისა სარსა დასდრეკდა: გიშერსა დააკარვებდა჻ დაიმორჩილა იამა: არ ივაგლახა არ ვებდა჻

880. ცხადად უთხრა შევჯდებიო: მომიყვანე ცხენი წინა჻ მან მოჰგვარა წყნარად შესვა: არ სიჩქარით ააქშინა჻ მინდორთაკენ წაიყვანა: ტანი მჭევრი აძრვევინა჻ ხანი წავლეს სიარულმან: მოჯობება დააჩნინა჻

881. შეაქცევს და ეუბნების: საუბართა მშვენიერთა჻ მისთჳს ძვრიდა სასაუბროდ: მათ ბაგეთა ძოწის ფერთა჻ მისი სმენა გააყმობდა: მსმენელისა ყურთა ბერთა჻ მოიშორვა კაეშანი: დათმობავე შეაერთა჻

882. რა შეატყო მოჯობება: მუნ სევდისა მუფარახმან჻ გაანათლა პირი ვარდი: სიხარულმან დაუსახმან჻ ცნობიერთა დასტაქარმან: უცნობოთა ოხვრა ახმან჻ ცნობიერი სიტყვა უთხრა: უცნობოსა რასმე მძრახმან჻

883. მერასმე ჰყვეს საუბარსა: სიტყვა ჰკადრა არ მალული჻ ერთსა რასმე მოგახსენებ: გამიცხადე დაფარული჻ ეგე სამხრე მისეული: შენ გაჩნია მისგან წყლული჻ რაგვარ გიყვარს რაგვარ გიღირს თქვი დავიღო მერმე სული჻

884. მან უთხრა სახე რა გითხრა მის უსახოსა სახისა჻ ესეა ჩემი სიცოცხლე ჩემი მამცემი ახისა჻ მჯობი ყოვლისა სოფლისა წყლისა მიწისა და ხისა჻ არ სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა჻

885. ავთანდილ უთხრა ელმოდი: მართ მაგისავე თქმევასა჻ აწ რადგან გითქვამს პასუხსა: გკადრებ და ნუ მეჭვ თნევასა჻ სჯობს ასმათისა არ ლევა: მაგა სამჴრისა ლევასა჻ ამად არ გიქებ საქმისა: უარესისა რჩევასა჻

886. სამხრე გაბია ოქროსა: ოქრომჭედლისა დნობილი჻ უასაკო და უსულო: არ სიტყვიერი ცნობილი჻ აღარად გინდა ასმათი: ნახე მათალი ბრჭობილი჻ პირველ გლახ მისი ნაჭვრეტი: თჳთ მერმე შენი დობილი჻

887. თქვენს შუა მქნელი საქმისა: შენგან ნახმობი დობისა჻ თქვენი შემყრელი მსახური: შენგან ღირს ქნილი ხმობისა჻ მისი გამზრდელი გასდილი: მისთჳს მიხდილი ცნობისა჻ გლახ დაგიგდია არ ნახავ: შაბაშ მართლისა ბრჭობისა჻

888. მან უბრძანა რაცა გითქუამს: უმართლე ხარ მეტის მეტად჻ საბრალოა ასმათ მისად: მგონებლად და ჩემად მჭვრეტად჻ მე სიცოცხლე არ მეგონა: შენ მამესწარ ცეცხლთა შრეტად჻ რადგან დავრჩი გვალე ვნახოთ: თუცა ვევარ ჯერცა რეტად჻

889. დამორჩილდა გაემართნეს: ავთანდილ და ამილბარი჻ ვერ მიგია ქება მათი: ვერა ქება საქებარი჻ კბილნი ვითა მარგალიტი: ბაგე ვარდი ნაპობარი჻ გველსა ჴვრელით ამოიყვანს: ენა ტკბილად მოუბარი჻

890. ამას ეტყვის შენთჳს დავდებ: გონებასა სულსა გულსა჻ მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ: ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა჻ არას გარგებს სწავლულობა: თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა჻ არ იხმარებ რას ჴელსა ხდი: საუნჯესა დაფარულსა჻

891. არას გარგებს შეჭირვება: რომ სჭმუნვიდე რა გერგების჻ არ თუ იცი უგანგებოდ: არათ კაცი არ მოკვდების჻ მზისა შუქთა მომლოდინე: ვარდი სამდმე არ დაჭკნების჻ ბედი ცდა და გამარჯვება: ღ~თსა უნდეს მოცაგხვდების჻

892. მოახსენა ეგე სწავლა: ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს჻ გონიერსა მწვრთელი უყვარს: უგუნურსა გულსა გმირდეს჻ მაგრა რა ვქმნა რაგვარ გავსძლო: მეტის მეტი რა მიმჭირდეს჻ შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი: არ მამართლო არ მიკვირდეს჻

893. ცვილსა ცეცხლის სიმხურვალე: უგავს ამად აენთების჻ მაგრა წყალსა არსით ახლავს: თუ ჩავარდეს დაცაშრტების჻ რაცა ვისცა საქმე თჳთ სჭირს: სხვათათჳსცა ეკარგების჻ თავიდაღმა რადარ იცი: გული ჩემი რაგვარ დნების჻