... (S-4499), XVII ს.

675. ყმა: წავიდა: მხიარული: ლმობიერი: არ: გამწყრალი: ლომი: მინდორს: ლომთა: თანა: მოარული: ფერნამკრთალი: ყმა: სოფლისა: ხასიათი: ჯავარი: და: სრული: ლალი: მაგრა: ჰქონდა: გულისათვის: გული: გულსა: განაცვალი:

676. მზე: უკადრი: ტახტსა: ზედა: ზის: მორჭმული: არ: ნადევრი: წყლად: ეფრატსა: უხვად: ურწყო: ედემს: ზრდილი: ტანი: მჭევრი: ბროლ: ბალახშსა: აშვენებდა: თმა: გიშერი: წარბი: ტევრი: მე: ვით: ვაქებ: ათენს: ბრძენთა: ჴამს: აქებდეს: ენა: ბევრი:

677. ყმა: მხიარული: წინაშე: დასუა: სკამითა: მისითა: სხენან: სავსენი: ლხინითა: ორთავე: შესატყვისითა: უბნობენ: ლაღნი: წყლიანნი: არა: სიტყვითა: მქისითა: უთხრა: ჰპოვეა: პატიჟნი: ნახენ: ძებნითა: ვისითა:

678. ჰკადრა: რა: კაცსა: სოფელმან: მისცეს: წადილი: გულისა: ხსოვნა: არა: ჴამს: ჭირისა: ვით: დღისა: გარდასრულისა: ვპოვე: ხე: ტანი: ალვისა: სოფლისა: წყალთა: რწყულისა: მუნ: პირი: მგზავსი: ვარდისა: მაგრა: აწ: ფერ: ნაკლულისა:

679. მუნ: სარო: მგზავსი: ვარდისა: ვნახე: მისჭირდა: მინები: იტყუის: დავჰკარგე: ბროლი: და: სადა: რთავს: ბროლსა: მინები: მით: ვიწვი: რათგან: ჩემებრივ: ცეცხლი: სწვავს: მოუთმინები: მერმე: კვლა: ჰკადრა: ამბავი: მან: მისგან: მონასმინები:

680. სიარულსა: მისგან: ძებნად: სრულ: პატიჟთა: მოსთულის: ჭირსა: მერმე: ჰკადრა: საწადლისა: ღმერთმან: პოვნა: ვით: აღირსა: საწუთრო: და: სოფელს: ყოფა: კაცი: უჩანს: ვით: ნადირსა: ოდენ: ხელი: მჴეცთა: თანა: იარების: მინდორს: ტირსა:

681. ეგონების: მისი: მკულელი: იარების: ცრემლთა: მფრქვნელი: არ: შესჯერდეს: შემოქმედსა: ზღვადცა: მისცეს: საქონელი: ცუდად: შურების: იარების: გამოჭრილა: ინდოელი: მიწყივ: უდებს: ცეცხლსაცხელსა: მასვე: მისი: დამდაგველი:

682. ნუ: მკითხავ: ქება: რა: გკადრო: ჩემგან: ვით: გაგეგონების: მისსა: მნახავსა: ნახული: აღარა: მოეწონების: თვალნი: მჭურეტელი: ვით: მზისა: ციაგსა: დაეღონების: ვარდი: შექნილა: ზაფრანად: აწ: ია: შეიკონების:

683. წურილად: ჰკადრა: რა: იცოდა: რა: ნახულად: რა: ნასმენად: ვითა: ვეფხსა: წავარნა: და: ქუაბი: აქო: სახლად: მენად: ქალი: ახლავს: სასურველად: სულთა: დგმად: და: ჭირთა: თმენად: ვაი: სოფელმან: სოფელს: მყოფი: ყოვლი: დასვა: ცრემლთა: დენად:

684. ქალსა: რა: ესმა: ამბავი: მიხუდა: წადილი: ნებისა: განათლდა: პირი: მთვარისა: ვით: ნათლად: ნავანებისა: უბრძანა: რა: ვქნათ: რა: ვარგოთ: მის: ჭირთა: მოსათნებისა: რაა: წამალი: მისისა: წყლულისა: განკურნებისა:

685. ყმა: ეტყვის: ვის: აქუს: წამალი: კაცისა: მომცქაფავისა: მან: ჩემთვის: დაწვა: თავისი: დადვა: არ: დასაწვავისა: დრო: დამიც: ჩემგან: მისულისა: მითქუამს: დადება: თავისა: მზე: შემიფიცავს: თავისა: ჩემგან: მზედ: საესავისა:

686. ჴამს: მოყვარე: მოყვრისათვის: თავი: ჭირსა: არ: დამრიდად: გული: მისცეს: გულისათვის: სიყუარული: გზად: და: ჴიდად: კულა: მიჯნურსა: მიჯნურისა: ჭირი: უჩნდეს: ჭირად: დიდად: აჰა: მაქუსმცა: უმისოსა: ლხინი: არმად: თავი: ფლიდად:

687. მზე: ეტყუის: მამხუდა: ყოველი: ჩემი: წადილი: გულისა: პირველ: შენ: მოხველ: მშვიდობით: მპოვნელი: დაკარგულისა: მერმე: ზრდა: სიყუარულისა: გაქუს: ჩემგან: დანერგულისა: ვპჰოვე: წამალი: გულისა: აქამდის: დადაგულისა:

688. საწუთრო: კაცსა: ყოველსა: ვითა: ტაროსი: უხუდების: ზოგჯერ: მზეა: და: ოდესმე: ცა: რისხვით: მოუქუხდების: აქამდის: ჭირი: ჩემზედა: აწ: ესე: ლხინად: უხდების: რადგან: შვება: აქუს: სოფელსა: თვით: რად: ვინ: შეუწუხდების:

689. შენ: არ: გატეხა: კარგი: გჭირს: ზენაარისა: ფიცისა: ჴამს: გასრულება: მოყურისა: სიყუარულისა: მტკიცისა: ძებნა: წამლისა: მისისა: ცოდნა: ჴამს: მართ: უვიცისა: ჩემი: თქუი: რა: ვქნახელ: ქმნილმან: მზე: მიმეფაროს: მე: ცისა:

690. ყმამან: ჰკადრა: სიახლითა: შევრთე: ჭირი: შვიდსა: მე: რვა: ცუდი: არის: დამზრალისა: გასათბობლად: წყლისა: ბერვა: ცუდი: არის: სიყუარული: შორით: კოცნა: მზისა: წვევა: თუ: გიახლო: ერთხელ: ვა: და: რა: მოგშორდე: ათასჯერ: ვა:

691. კულავ: უბრძანა: გავიგონე: შენ: ამბავი: რაცა: ბრძანე: ვარდსა: ქაცვი: მაპოვნინებს: ეკალთამცა: რად: ვეფხანე: მაგრამ: მზეო: თავი: შენი: მზესა: ჩემთვის: დავადარნე: სიცოცხლისა: საიმედო: ნიშანი: რამ: წამატანე:

692. ვაი: თუ: გავიჭრა: გაჭრილსა: სადა: გლახ: დამწუავს: სად: ალი: გული: ძეს: საგნად: ისრისა: მესვრის: საკრავად: სამალი: დრო: სიცოცხლისა: ჩემისად: დღისით: ჩანს: არ: ნასამალი: ვიშიშვი: მაგრა: გარდაჴდა: ჟამი: პატიჟთა: სამალი:

693. ყმა: ტკბილი: და: ტკბილქართული: სიკეთისა: ჴელის: მჴდელი: ამაზედა: ეუბნების: ვით: გაზრდილსა: ამო: მზრდელი: ქალმან: მისცა: მარგალიტი: სრულქნა: მისი: საწადელი: ღმერთმან: ქნას: და: გაუსრულდეს: ლხინი: ესე: აწინდელი:

694. რა: სჯობს: რა: კაცმან: გიშერი: ბროლ: ლალსა: თანა: ახიოს: ანუ: ბაღს: ალვა: საროსა: ახლოს: რგოს: მორწყოს: ახიოს: მისსა: მჭურეტელსა: ალხინოს: ვერ: მჭურეტსა: ავაგლახიოს: ვაი: მოყუარისა: გაყრილსა: ახიო: ეყოს: ახიოს: