... (S-2829), 1688 წ.

697. მას: დღე: დასხდეს: ნადიმობად: გაამრავლეს: სმა: და: ჭამა: ყმასა: მეფე: ასრე: ხედავს: ვითა: შვილსა: ტკბილი: მამა: მათ: ორთავე: აშვენებდა: ფიფქსა: თოვნა: ვარდსა: ნამა: უხვად: გასცეს: საბოძვარი: მარგალიტი: ვითა: დრამა:

698. სმა: გარდასწყდა: თავის: თავის: გაიყარნეს: მსმელნი: შინა: დიდებულნი: არ: გაუშუნა: ყმა: დაისვეს: ახლოს: წინა: მეფე: ჰკითხავს: იგი: ჰკადრებს: რაცა: ჭირი: დაეთმინა: მერმე: მისსა: მგზავრობასა: რა: ენახა: რა: ესმინა:

699. მას: ვახსენებდე: ნუ: გიკვირს: თქმა: მჭირდეს: მიწყივ: ახისა: ნუთუ: მზეაო: ვთქვა: მგზავსისა: ანუ: მისისა: სახისა: ვინ: უნახავ: ქნის: გონება: ყოველთა: კაცთა: მნახისა: ვარდი: დამჭკნარი: ეკალთა: შუა: შორს: მყოფი: ახის: ა:

700. რა: ჭირი: კაცსა: სოფელმან: მოუთმოს: მოუთმინამან: ქაცვი: ლერწამმან: ზაფრანა: იმსგავსოს: ფერად: მინამან: ავანდილ: მისმან: მხსენებმან: ღაწვი: ცრემლითა: მინამან: წურილად: უამბო: ამბავი: მან: მისმან: მონასმინამან:

701. ქვაბნი: წაუხუამს: დევთათვის: სახლად: აქვს: დევთა: სახლები: საყვარელისა: მისისა: ქალი: ჰყავსგვერდსა: ნაახლები: ტანს: ვეფხისა: ტყავი: აცვია: ცუდად: უც: სტავრა: ნახლები: ჩალად: უჩს: ესე: სოფელი: ცეცხლი: სწვავს: ახალ: ახლები:

702. რა: დაასრულა: ამბავი: საქმე: მისისა: ჭირისა: ნახვა: მოუნდა: მზისა: ნათლისა: არ: დუხჭირისა: იამა: ქება: ვარდისა: ბროლისა: განამჭივრისა: ეგე: კმა: სიმჴნე: სიმჴნისა: რადღა: ხარ: მომხვეჭი: რისა:

703. გამხიარულდა: თინათინ: ამა: ამბისა: სმენითა: მას: დღე: იხარებს: სმითა: და: ჭამისა: არ: მოწყენითა: კვლა: საწოლს: დახუდა: მას: მზესა: მუნცა: სიტყვითა: ბრძენითა: მისვლა: ებრძანა: იამა: თქმა: არ: ეგების: ენითა:

704. ყმა: წავიდა: მხიარული: ლმობიერი: არ: გამწყრალი: ლომი: მინდორს: ლომთა: თანა: რული: არის: ფერ: ნამკრთალი: ყმა: სოფლისა: ხასიათი: ჯავარი: და: სრული: წყალი: მაგრამ: ჰქონდა: გულისათვის: გული: გულსა: განაცვალი:

705. მზე: უკადრი: ტახტსა: ზედა: ზის: მორჭმული: არ: ნადევრი: წყლად: ეფრატსა: უხვად: ურწყო: ედემს: რგული: ალვა: მჭევრი: ბროლ: ბალახშსა: აშვენებდა: თმა: გიშერი: წარბი: ტევრი: მე: ვინ: ვაქებ: ჴამს: ათინა: მას: აქებდეს: ენა: ბევრი:

706. ყმა: მხიარული: წინაშე: დასვა: სკამითა: მისითა: სხენან: სავსენი: ლხინითა: ორთავე: შესატყვისითა: უბნობდენ: ლაღნი: წყლიანნი: არა: სიტყვითა: მქისითა: უთხრა: ჰპოვეო: პატიჟნი: მაგრა: ძებნითა: ვისითა:

707. ჰკადრა: რა: კაცსა: სოფელმან: მისცეს: წადილი: გულისა: ხსოვნა: არა: ჴამს: ჭირისა: ვით: დღისა: გარდასრულისა: ვჰპოვე: ხე: ტანი: ალვისა: სოფლისა: წყალთა: რწყულისა: მუნ: პირი: მსგავსი: ვარდისა: მაგრა: აწ: ფერ: ნაკრულისა:

708. მუნ: სარო: მგზავსი: ვარდისა: ვნახე: მისჭირდა: მინები: იტყვის: დავჰკარგე: ბროლი: და: სადა: რთავს: ბროლსა: მინები: მით: ვიწვი: რათგან: ჩემებრვე: ცეცხლი: სწვავს: მოუთმინები: მერმე: კვლა: ჰკადრა: ამბავი: მან: მისგან: მონასმინები:

709. სიარულსა: მისგან: ძებნად: სრულ: პატიჟთა: მოსთვლის: ჭირსა: მერმე: ჰკადრა: საწადლისა: ღმერთმან: პოვნა: ვით: აღირსა: საწუთრო: და: სოფელს: ყოფა: კაცი: უჩსო: ვით: ნადირსა: ოდენ: ხელი: მჴეცთა: თანა: იარების: მინდორს: ტირსა:

710. ნუ: მკითხავ: ქება: რა: გკადრო: ჩემგან: ვით: გაგეგონების: მისსა: მნახავსა: ნახული: აღარა: მოეწონების: თვალნი: კაცისა: ვით: მზისა: ციაგსა: დაეღონების: ვარდი: შექნილი: ზაფრანად: აწ: ია: შეიკონების:

711. წვრილად: ჰკადრა: რა: იცოდა: რა: ნახული: რა: ნასმენად: ვითა: ვეფხსა: წავარნა: და: ქვაბი: აქო: სახლად: მენად: ქალი: ახლავს: საყვარლისა: მას: იმედად: სულთამდგმელად: ვაი: სოფელმან: სოფელს: მყოფი: ყოვლი: დასვა: ცრემლთა: დენად:

712. მზესა: რა: ესმა: ამბავი: მიხუდა: წადილიგულისა: განათლდა: პირი: მთვარისა: ვით: ნათლად: ნავანებისა: იტყვის: რა: უთხრა: პასუხი: მისთა: ნებისათ: ნებისა: რაა: წამალი: მისისა: წყლულისა: განკურნებისა:

713. ყმა: ეტყვის: ვის: აქვს: მინდობა: კაცისა: მომცქაფავისა: მან: ჩემთვის: დაწვა: თავისი: დადვა: არ: დასაწვავისა: დრო: დამიც: ჩემგან: მისულისა: მითქვმს: დადება: თავისა: მზე: შემიფიცავს: თავისა: ჩემგან: მზედ: სახედავისა:

714. ჴამს: მოყვარე: მოყვრისათვის: ჭირსა: შიგან: არ: დამრიდად: გული: მისცეს: გულისათვის: სიყვარული: გზად: და: ჴიდად: კვლა: მიჯნურსა: მიჯნურისა: ჭირი: უჩნდეს: ჭირად: დიდად: აჰა: მაქვსმცა: უმისოსა: ლხინი: არმად: თავი: ფლიდად:

715. მზე: ეტყვის: მამხუდა: ყოველი: ჩემი: წადილი: გულისა: პირველ: შენ: მოხველ: მშვიდობით: მპოვნელი: დაკარგულისა: მერმე: ზრდა: სიყვარულისა: გაქვ: ჩემგან: დანერგულისა: ვპჰოვე: წამალი: გულისა: აქამდის: დადაგულისა:

716. საწუთრო: კაცსა: ყოველსა: ვითა: ტაროსი: უხუდების: ზოგჯერ: მზეა: და: ოდესმე: რისხვით: ცა: მოუქუხდების: აქამდის: ჭირი: აწ: ესე: ჩემზედა: ლხინად: უხვდების: რადგან: შვება: აქვს: სოფელსა: თვით: რად: ვინ: შეუწუხდების: