... (W-17), XVII ს.

799. შენგან ჩემი სიყვარული ვითამც არა დამეჯერა მაგრამ საქმე არ მოხდების ჟამი ასრე დამემტერა ვის მივანდო სახლი ჩემი შენგან კიდევ ვინმც მეფერა გული დადევ დაიჯერე ვერ წაგიტან ვერა ვერა

800. თუ მიჯნური ვარ ერთი კმა ხელი მინდორთა მე რებად არ მარტო უნდა გაჭრილი ცრემლისა სისხლსა ფერებად გაჭრა ხელია მიჯნურთა რად სცალს თავისა ბერებად ასრეა ესე სოფელი შესჯერდი კულა შეჯერებად

801. რა მოგშორდე მახსენებდი სიყვარული ჩემი გქონდეს არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა თავი მონად მომიმონდეს ჴამს მამაცი გაგულისდეს ჭირსა შიგან არ დაღონდეს მძულს რა კაცსა სააუგო საქმე არა არ შესწონდეს

802. მე იგი ვარ ვინ სოფელსა არ ამოვჰკრეფ კიტრად ბერად ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მისჩანს მღერად ჩემსა მზესა დავეთხოვე გავუშვივარ დავდგე მე რად მას თუ დავსთმობ სახლსა ჩემსა ვეღარ დავსთმობ ვისსა მე რად

803. აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ როსტანს წინა დაწერილსა შენ შეგვედრებ დაგიჭიროს ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა მოვჰკუდე თავსა ნუ მოიკლავ სატანისგან ნუ იქ ქნილსა ამაზედა ატირებდი დაიდებდი თვალთა მილსა

ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფეს თანა

804. დაჯდა წერად ანდერძისად საბრალოსა საუბრისად ჰე მეფეო გავიპარე ძებნად ჩემგან საძებრისად ვერ დავდგები შეუყრელად ჩემთა ცეცეხლთა მამდებრისად შემინდევ და წამატანე მოწყალება ღმრთაებრისად

805. რაზომცა სწყრები შემინდევ შეცულა თქუენისა მცნებისა ძალი არ მქონდა ტყუექნილსა მე მაგისისა თნებისა აწ წასულა იყო წამალი ჩემთა საჴმილთა გზნებისა სადა გინდ ვიყო რა მგამა ყოფამცა მქონდა ნებისა

806. არას გარგებს სიმძიმილი უსარგებლო ცრემლთა დენა არ გარდავა გარდუვალად მამავალი საქმე ზენა წესი არის მამაცთაგან მოჭირვება ჭირთა თმენა არვის ძალუცს ხორციელსა განგებისა გარდავლენა

807. რაცა ღმერთსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად გარდამჴდეს და შემოვიქცე აღარ დამრჩეს გული ავლად თქუენვე გნახნე მხიარულნი დიდებით და დავლამრავლად მას რა ვარგო დიდებად და კმარის ესე ჩემად დავლად

808. მეფეო ესე თათბირი მამკალ ვინ დამიწუნოსა მეფეო ნუთუ წასულამან თქუენ ჩემმან დაგაჭმუნოსა ვერ ვეცრუები ვერ უზამ საქმესა საძაბუნოსა პირისპირ მარცხვენს ორნივე მივალთ მას საუკუნოსა

809. ვიცი ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა გაზრახულსა კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა მე სიტყვასა ერთსა გკადრებ პლატონისგან სწავლა თქმულსა სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა მერმე სულსა

810. არ დავიწყება მოყურისა აროდეს გვიზამს ზიანსა ვჰგმობ კაცსა აუგიანსა ცრუსა და ღალატიანსა ვერ ვეცრუები ვერ ვუზამ მას ჴელმწიფესა მზიანსა რა უარეა მამაცსა სულდიდსა წასულა გვიანსა

811. რა უარეა მამაცსა ომშიგან პირისმჴმეჭელსა შედრეკილ შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭუელსა კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭუელსა სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა

812. ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი მისგან გასწორდეს ყოველნი სუსტი და ძალგულოვანი ბოლოდ შეყარნეს მიწამან ბერი მოყმე და მჴცოანი სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი

813. დია ვიშიშუი მეფეო თქუენგან კადრებად ამისად ვეჭუ რომე სცთების სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად მოვა შემყრელი ყოველთათვის ერთად დღისა და ღამისად თუ ვერა გნახე ცოცხალმან სიცოცხლე მქონდა ჟამისად

814. თუ საწუთრომან დამამხოს ყოველთა დამამჴობელმან ღარიბი მოვჰკვდე ღარიბად ვერ დამიტიროს მშობელმან ვეღარ შემსუდრონ მოყუასთა და ვერცა მისანდობელმან მუნ შემიწყალოს თქუენმავე გულმან მოწყალემლმობელმან

815. მაქუს საქონელი ურიცხვი ვერუისგან ანაწონები მიეც გლახაკთა საჭურჭლე ათავისუფლე მონები შენ დაამდიდრე ყოველი უქონო არას მქონები დამლოცვენ ჩემთვის იღუწიან მიცემა მოეგონების

816. ღ~თსა მვედრებდეს მრავალი გლახაკი გულმჴურვალები დამხსნას ჴორცთა და სოფელსა ნუმცა რად შევიცვალები კულავ ცეცხლი ჯოჯოხეთისა ნუმცა მწვავს იგი ალები მომცეს მკვიდრივე მამული მუნ ჩემი სასურვალები

817. დამხსნას ბნელი და შემმოსოს ნათელი ზესთა ზენისა ჩემი არ ჰქონდეს შეძლება სოფლისა ღბილთა კბენისა მუნ დამაუნჯოს წამალი სადა ძეს სულთა ლხენისა ფრთენი მომესხნენ და ძალი მამეცეს აღმაფრენისა