... (W-17), XVII ს.

855. მთვარესა ეტყუის იფიცე სახელი ღ~თისა შენისა შენ ხარ მომცემი მიჯნურთა მიჯნურობისა სენისა შენ გაქუს წამალი მისისა მოთმინებისა თმენისა მიაჯე შეყრა პირისა შენგამო შენებრ მშვენისა

856. ღამე ალხენდის დღე სჯიდის ელის ჩასლუასა მზისასა რა წყალი ნახის გარდიჰჴდის უჭურეტდის ჭავლსა წყლისასა მას თანა რთევდის ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა კულავ გაემართის ისწრაფდის წასვლასა მისვე გზისასა

857. ამას მოსთქმიდის ტიროდის ტანად ალვისა ხიანი მინდორს თხა მოკლის სადაცა ადგილი დახუდის კლდიანი შეწვის ჭამის და წავიდის პირ მზე გულმარიხიანი იტყუის დავჰყარენ ვარდნი და აჰა მე ვაგლახ იანი

858. მე ვერ ვიტყუი მაშინდელსა მე მის ყმისა ნაუბარსა რას უბნობდის რას მოთქმიდის რას ტურფასა რაზომ გვარსა ზოგან თოვლი გაეწითლის ვარდსა ბრჭკლითა ნახოკარსა ქუაბნი ნახნა გაეხარნეს ზე გავიდა ქუაბთა კარსა

859. რა ასმათმან დაინახა მოეგება ცრემლი სწთების ვით იამა სიხარულსა მართ ვეღარას ვერ მიხუდების ყმა გარდაჰჴდა მოეხვია აკოცა და ეუბნების კაცი კაცსა მოელოდეს მოსლვა დია იამების

860. ყმა ქალსა ეტყუის პატრონი ნეტარ სად არის და ვითა ქალი ატირდა ცრემლითა ზღვათაცა შესართავითა ეტყუის რა წახველ გაიჭრა ქუაბს ყოფა მისჭირდა ვითა აწ მისი არა არ ვიცი არ ნახვით არ ამბავითა

861. ყმა დაჭმუნდა ვითამც რამე ჰკრეს ლახვარი გულსა შუა ქალსა ეტყუის აჰა დაო ეგეთიმცა კაცი ნუა იგი ფიცი ვით გატეხა არ ვეცრუე ვით მეცრუა არ იქმოდა რად მიქადა თუ მიქადა რად მიტყუა

862. მე უმისოდ სოფელს ყოფა რადგან ჭირად არ მიღირდა რად დავვიწყდი ან მივსცილდი რად ვერ გაძლო რა მისჭირდა მან გატეხა ზენარისა რად შემართა ვით გაჰპირდა მაგრა ავის ბედისაგან ჩემი რამცა გამიკვირდა

863. კულავ ქალი ეტყუის მართლაც ხარ მაგისსა დამძიმებასა მაგრა რა გავბრჭო მართალი ნუ მეჭუ რასაცა თნებასა არ გული უნდა ფიცის და პირისა გასრულებასა იგი უგულო მოელის მართ დღეთა შემოკლებასა

864. გული ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან რა გული წავა იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან უგულო კაცი ვერ კაცობს კაცთაგან განაკიდიან შენ არ კადრებ არ იცი მას რომე ცეცხლნი წვიდიან

865. შენ უმართლე ხარ ემდურვი შენ გაეყარე ძმობილსა მაგრა ვით ითქმის ვით გახდა ვითა გიამბობ ცნობილსა ენა დაშვრების გაცვდების გულსა შეელმის ლმობილსა ამას მით ვაზრობ მინახავს მე უბედურსა შობილსა

866. ჯერთ მისი მგზავსი სასჯელი არცა ვის ამბად სმენია თუ არა კაცთა სასჯელი ქუათაცა შესაძრწენია დიჯლადცა კმარის მას რომე ნიადაგ ცრემლი სდენია სხვა რაცა ბრძანოთ მართალ ხართ სხვა სხვისა ომსა ბრძენია

867. მას წამავალსა ვჰკითხევდი დამწვარსა ცეცხლმოდებულსა მოვიდეს რა ქნას ავთანდილ მისსა დამვედრე დებულსა მიბრძანა მოღმა მნახვიდეს მე მისთვის გაცუდებულსა ამა არეთა დავჰყრი არეთა არ გავსტეხ მის ქადებულსა

868. მას ზენაარსა არ გავჰტეხ მას ფიცსა არ ვერცუები მად პაემნამდის მოვიცდი რაზომცა გამდის რუები თუ მკუდარი მნახოს დამმარხოს თქუას ვაგლახი და უები ცოცხალი დავხუდე უკვირდეს სიცოცხლე არს სათუები

869. ჩემთვის გარდაჴდა მას აქათ გაყრა მზისა და ქედისა ოდენ მოდენა ცრემლისა მჭირს ველთა მოსალბედისა მრჯის გამრავლება ჴელქნილსა სულთქმისა ზედაზედისა დავიწყებივარ სიკუდილსა ნახეთ ნაქმარი ბედისა

870. ესე არაკი მართალი ჩინეთს ქუაზედა სწერია ვინ მოყუარესა არ ეძებს იგი თავისა მტერია აწ ზაფრანია ვის წინას ვერ ვარდი ჰგუანდის ვერ ია თუცა მონახავ მონახე ქენ რაცა შენი ფერია

871. ყმამან უთხრა უმართლე ხარ არ მამართლო მდურვად მისად მაგრამ გაბჭე რა მიქნია სამსახური ტყუესა ტყუისად გამოჭრილვარ სისხლით ჩემით ვით ირემი ძებნად წყლისად მას ვეძებ და მას ვიგონებ ვიარები ველთა ვლისად

872. ბროლ სადაფნი მარგალიტსა ლალის ფერსა სცვენ და ბურვენ მას მოვშორდი ვერ ვიახლენ ვერ ვისურვენ ვერ ვასურვენ გამოპარვით წამოსლუითა მზისა სწორნი მოვიმდურვენ ნაცულად მათთა წყალობათა მათნი გულნი შევაურვენ

873. პატრონი ჩემი გამზრდელი ჩემზედან ღთულებ ძლიერი მშობლური ტკბილი მოწყალე ცა წყალობისა მთოველი მას უორგულე წამოველ მართ დავივიწყე ყოველი მისი შემცოდე ღ~თსაგან კარგსა რაღასა მოველი

874. ესე ყველაი ასრე მჭირს დაო ბედითა მისითა არ უტყუვე მოსრულვარ მგზავრი ღამით და დღისითა აწ იგი სადმე წასრულა ვიწვი ცეცხლითა ვისითა ცუდ მაშურალი და მტირალი ქუე ვზივარ პირითა მქისითა