... (W-17), XVII ს.

914. სამჴრე გაბია ოქროსა ოქრო მჭედლისა დნობილი უასაკო და უსულო არ სიტყუიერი ცნობილი აღარად გინდა ასმათი ნახე მათალი ბრჭობილი პირველ გლახ მისი ნაჭურეტი თვით მერმე თქუენი დობილი

915. თქუენ შუა მქნელი საქმისა შენგან ნაჴმობი დობისა თქუენი შემყრელი მსახური თქუენგან ღირსქმნილი ჴმობისა მისი გამზრდელი გაზრდილი მისთვის მიჴდილი ცნობისა დაგიგდია არ ნახავ შაბაშ მართლისა ბრჭობისა

916. ტარიელ თქუა უმართლე ხარ რაცა გითქუამს მეტისმეტად საბრალოა ასმათ მისად მგონებლად და ჩემად მჭურეტად მე სიცოცხლე არ მეგონა შენ მომესწარ ცეცხლთა შრეტად რადგან დავრჩი გვალე ვნახოთ თუცავე ვარ ჯერცა რეტად

917. დამორჩილდა გაემართნეს ავთანდილ და ამირბარი ვერ მიაქია ქება მათი ვერა ქება საქებარი კბილნი ვითა მარგალიტნი ბაგე ვარდი ნაპობარი გველსა ჴვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი

918. ამას ეტყუის შენთუის დავსდებ გონებასა სულსა გულსა მაგრამ შენცა ნუ აგრე ხარ ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა არას გარგებს მსწავლულება თუ არა იქ ბრძენთა თქმულსა არ იჴმარებ რას ჴელსა ჴდი საუნჯესა დაფარულსა

919. არას გარგებს შეჭირვება რომ სჭმუნვიდე რა გერგების არ თუ იცი უგანგებოდ არათ კაცი არ მოკუდების მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭნების ბედი ცდაა გამარჯუება ღ~თსა უნდეს მოცაგჴუდების

920. ყმამან უთხრა ეგე სწავლა ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს გონიერთა მწურთელი უყვარს უგუნურსა გულსა ჰგუმირდეს მაგრა რა ვქნა რაგვარ გავსძლო მეტისმეტი რა მიმჭირდეს შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი არ მამართლო ეს მიკვირდეს

921. ცვინსა ცეცხლის სამჴურვალე უგავს ამად აენთების მაგრამ წყალსა არსით ახლავს თუ ჩავარდეს დაცაშრტების რაცავისრა საქმე თვით სჭირს სხვათათვისცა ევარგების თავიდაღმა რად არ იცი ჩემი გული რაგვარ დნების

ამბავი ტარიელისა ლომ ვეფჴვის დაჴოცვისა ავთანდილისად

922. რა წამეკიდა ყუელაი წურილად გიამბო ენითა მერმეღა გაპრჭევ მართალი მაგა გულითა ბრძენითა შენ მოგელოდი მიმჭირდა მოლოდინითა შენითა ქუაბს ვეღარ გავძელ მინდორთა მოვლა მამინდა ცხენითა

923. იმა ქედსა გარდავადეგ იგი შამბნი მამეარნეს ერთი ლომი ერთი ვეფჴი შეკრბეს ერთად შეიყარნეს ჰგვანდეს რათმე მოყვარულთა მათი ნახვა გამეხარნეს მათ რა უყვეს ერთმანერთსა გამიკვირდეს შემეზარნეს

924. ზედა წავადეგ მოვიდნეს ლომ ვეფხვი ორგნით რებულნი სახედ ვამგზავსე მიჯნურთა ცეცხლნი დამევსნეს დებულნი შეიყარნეს და შეიბნეს იბრძოდეს გამწარებულნი ლომი ჰკრავს ვეფხვი მიურბის იყვნეს არ ჩემგან ქებულნი

925. პირველ ამოდ ილაღობეს მერმე მედგრად წაიკიდნეს თვითო ტოტი ერთმანეთსა ჰკრეს სიკვდილსა არ დარიდნეს გამორიდნა ვეფხმან გული დედათამცა განა იდნეს ლომი მედგრად გაეკიდა იგი ვერვინ დაამშვიდნეს

926. ლომსა დაუგმე ნაქმარი ვარქუი არა ხარ ცნობასა შენ საყვარელსა რად აწყენ ფუ მაგა მამაცობასა ჴმალგამოწვდილი გაუჴე მივეც ლახვართა სობასა თავსა გარდავჰკარ მოცავჰკალ დაჴსენ სოფლისა თმობასა

927. ჴმალი გავჰტყორცე გარდვიჭერ ვეფხვი შევიპყარ ჴელითა მის გამო კოცნა მამინდა ვინ მწუავს ცეცხლითა ცხელითა მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭკალითა სისხლთა მღვრელითა ვეღარ გაუძელ იგიცა მოვკალ გულითა ხელითა

928. რაზომსაცა ვამშვიდებდი ვეფხი ვერა დავამშვიდე გავგულისდი მოვიქნივე ვჰკარ მიწასა დავაწყვიდე მამეგონა ოდეს ჩემსა საყუარელსა წავეკიდე სული სრულად არ ამომჴდეს რას გიკვირს რომ ცრემლსა ვღურიდე

929. აჰა ძმაო მითხრობია ჭირი ჩემნი რაცა მჭირდა სულთა დგმაცა არა მმართებს ასრე გასლვა რად გიკვირდა სიცოცხლესა გავეყარე სიკუდილიცა დამიძუირდა ესე სიტყვა დაასრულა მწარედ სულთქნა აცატირდა

930. ავთანდილცა მასთანავე ტიროდა და ცრემლსა ღურიდა უთხრა დათმე ნუ მოჰკუდები გულსა სრულად ნუ დასჭრი და ღ~თი მაგას მოწყალეობს თუცა ჭირმან არ გაგრიდა თუმც უნდოდით გასაყრელად პირველ ერთად არ შეგყრიდა

931. სდევს მიჯნურსა ფათერაკი საწუთროსა დაანაღულებს მაგრამ ბოლოდ ლხინსა მისცემს ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს მიჯნურობა საჭიროა მით სიკუდილსა მიგვაახლებს გასწავლულსა გააშმაგებს უსწავლელსა გაასწავლებს

932. იტირეს და გაემართნეს ქუაბისაკენ თავნი არნეს რა ასმათმან დაინახა გაღანამცა გაეხარნეს მოეგება მოტიროდა ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს აკოცეს და აცატირდეს კულავ ცნობანი ააჩქარნეს