... (W-17), XVII ს.

739. დაჯდა მისთა შემხედველთა გული მათი მართლად ხელეს მისთა მჭურეტთა მისთვის ბნედა დია მეტად ისახელეს სულთქმა ბევრი აათასეს აღარა თუ აერთხელეს აყრა ბრძანეს გაიყარნეს ჯალაბობა გაათხელეს

740. რა ჯალაბი გაიყარა ყმა ვაზირსა ეუბნების ეტყუის შენი დამალული დარბაზს არა არ იქნების რაცა გინდა საურავი მეფე იქს და შენ გეთნების მოიგონენ ჭირი ჩემი მკურნე რაცა მეკურნების

741. მის ყმისა ცეცხლი მედების წვა მისისა მჭირს მწველისა მრჯის სურვილი და ვერნახუა ჩემისა სასურველისა მას ჩემთვის სულნი არ შურდეს შეზღვა ჴამს შეუზღველისა ჴამს სიყუარული მოყვრისა უხვისა უშურველისა

742. მისი ნახვა გულსა ჩემსა ვითა ბადე დაებადა მუნვე დარჩა დათმობაცა მასთანავე დაება და რადგან დასწვავს მოახლეთა ღ~თსა მზედცა დაებადა მერმე ასმათ ჩემთვის ღ~ან მართ დად უფრო დაებადა

743. როდეს წამოვე შევჰფიცე ფიცითა საშინელითა კულავ მოვალ გნახავ პირითა არ მტერთა საწუნელითა წამალსა ვეძებ მოგივალ კარგია საპოვნელითა წასულის ჟამია მით მწვავს არა ცეცხლითა ნელითა

744. ყუელასავე მართლად გითხრობ არ სიტყვასა საკვეხელსა მიმელის და ვერ მივსულვარ ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა ვერ გაუტეხ ზენაარსა ვერ გავსწირავ ხელი ხელსა რამცა სადა გაუმარჯვა კაცთა ფიცთა გამტეხელსა

745. რაცა გითხრა ჩემაგიერ როსტანს ჰკადრე მიედ სრასა თავმან მისმან ფიცით გეტყუი შენ ვეზირსა ოსტასრასა არ შემიპყრობს არ დავდგები თუ შემიპყრობს მაქნევს რასა მიშველე რა გული ცეცხლმან არ დამიჭრას არცა სრასა

746. ჰკადრე ვინ გაქო ყოველმან პირმან არ მეუმზრახემან ვითა ვიშიშვი გაცნობოს ღ~თნ თქვენმანვე სახემან მაგრამ მან ყმამან ცეცხლითა დამწვა ალვისა სახემან გული წამსავე წამიღო ვერათ ვერ შევინახე მან

747. აწ მეფეო უმისობა ჩემგნ ყოლე არ ეგების გული მას აქუს უგულოსა აქა ჴელი რა მეჴდების თუ რას ვარგებ პირველ ხოლე თვით სახელი თქვენ მოგჴვდების ვერას ვარგებ გულსა დავსდებ ჩემი ფიცი არ გატყდების

748. წასულა ჩემი გულსა თქვენსა არ ეწყინოს არ დაჭმუნდეს თავსა ჩემსა გაგებული იქნას ღ~თსა რაცა უნდეს მანვე ქნას და გაგიმარჯვდეს თქუენი თქუენკე დავებრუნდეს თვარა თქუენმცა სუფევით ხართ მტერი დაძაბუნდეს

749. კულავ პირმზე ეტყვის ვეზირსა მე სიტყვა შევამცირეო აწ მიდი ჰკადრე მეფესა შევინ ვიდოდეს ვირეო მიაჯე ამოდ გაშვება და თავი გაიგმირეო ასი ათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო

750. ვეზირმან უთხრა სიცილით ქრთამი შენ გქონდეს შენია ეგე კმა ჩემად წყალობად რომე გზა გაგიჩენია ამას რა ვჰკადრებ მეფესა რაცა აწ თქუენგან მსმენია ვიცი ამავსებს უთუოდ შოება არ საწყენია

751. თავმან მისმან მუნვე მამკლავს ვეჭუ წამიცა არ წამაროს შენი ოქრო შენვე დაგრჩეს მე გლახ მიწა მესამაროს მამკალ კაცსა სიცოცხლისა სწორად რაცა მოეჴმაროს არ ითქმის და ვერცა ვიტყუი რა გინდა ვინ მისგან აროს

752. გზა არ წავა თავსა წინა სიცოცხლე გლახ ვით გათნიო ამიკლებს და ანუ მამკლავს ეგე სიტყუა ვითა სთქვიო რად არ მუნვე გაიგონე რად ხარ შმაგი ეგეთიო სჯობს სიცოცხლე აკლებასა ამას თავსა აწვე ვსწურთიო

753. თუ მეფეცა გაგიშვებდეს თვით ლაშქარნი რად მოღორდენ რად გაგიშვან რად დაღორდენ ანუ მზესა რად მოშორდენ შენ წახვიდე მტერნი ჩვენნი დაგუთამამდენ გაგვისწორდენ ეგე ასრე არ იქნების ვითა ჩიტნი არ გაქორდენ

754. ყმა ატირდა ცრემლით უთხრა ჴამს თუ დანა გულსა ვიცი ჰე ვეზირო შეგეტყობის სიყვარული არ თურ იცი ანუ სხვაცა არ გინახავს მოყვრობა და არცა ფიცი თუ გინახავს უმისოსა ჩემი ლხინი ვით ამტკიცი

755. მზე დაბრუნდა არ ვიცოდი მზესა რამცა დააბრუნვებს აწ უშველოთ გვიჯობს იგი ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს ჩემი ჩემებრ არვინ იცის რა მამწარებს რა მატკბუნვებს ავთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს

756. მეფე ანუ მისნი სპანი ნეტარ ჴელსა რასა მჴდიან აწ ვითამცა უცნობოსა გაუწყვეტლად ცრემლი მდიან სჯობს წავიდე არ გავტეხნე კაცსა ფიცნი გამოსცდიან ჭირნი მისგან უნახავნი კაცსა ვისმცა გარდუჴდიან

757. ჰე ვაზირო მაგა პირსა გული კრული ვით მოგთმინდეს რკინა ჩემი მონაცვალე ჴამს გაცვილდეს არ გატინდეს ვერ გარდვიჴდი ცრემლთა მისთა ჯეონიცა თვალთა მდინდეს მომეჴმარე ნუთუ ჩემგან მოჴმარება შენცა გინდეს

758. არ გამიშვებს გავიპარვი წავალ მათგან შეუგებლად ვითა მნუკევს ეგრე დავრთო გული ცეცხლსა მოსადებლად ვიცი ჩემთვის არას გიზამს თუ არ უნდი გასაძებლად თქუი რა გინდა წაგეკიდოს თავი დადევ საწამებლად