... (W-17), XVII ს.

759. რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბადობისა მე ვით გავწირო მოყვარე ძმა უმტკიცესი ძმობისა არა ვიქ ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა მით ვისწავლებით მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა

760. წაგიკითხავს სიყვარულსა მოციქულნი როგორ სწერენ ვით იტყვიან ვით აქებენ სცან ცნობანი მიაფერენ სიყუარული აღგვამაღლებს ვით ეჟვანი ამას ჟღერენ შენ არ სჯერხარ უსწავლელნი კაცნი რადმცა შეაჯერენ

761. ვინ დამბადა შეძლებაცა მანვე მომცა მძლევად მტერთად ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად იგი გაჰხდის წამის ყოფით ერთსა ასად ასსა ერთად

762. რაცა ღმერთსა არა სწადდეს არა საქმე არ იქნების მზისა შუქთა ვერ მჭვრეტელი ია ხმების ვარდი ჭკნების თვალთა ტურფა საჭვრეტელი უცხო რამე ეშვდინების მე ვით გავსძლო უმისობა ან სიცოცხლე ვით გეთნების

763. ვეზირმან თქუა შენი ცეცხლი მეცა ცეცხლად მომედების ვეღარ უჭვრეტ ცრემლთა შენთა სოფელიცა გაქარდების ზოგი თქმა სჯობს არათქმასა ზოგი თქმითა დაშავდების ვიტყვი მოვჰკუდე არა მგამა ჩემი მზეცა თქუენ მოგჴუდების

764. რა ვეზირმან ესე უთხრა ადგა დარბაზს გაემართა მეფე დახუდა შეკაზმული პირი მზეებრ ეწაღმართა შეუშინდა საწყენლისა მოხსენება ვერ შემართა დაყრით დგა და იგონებდა არ საქმესა საომართა

765. მეფემან ნახა ვაზირი დაღრეჯით დაყმუნვებული უბრძანა რა გჭირს რა იცი რად მოხველ შეჭირვებული მან ჰკადრა არა ვიცი მართ ვარ თავისა ვებული მართალ ხართ მამკლათ რა გესმათ ამბავი გაკუირვებული

766. ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა არცა მეტს და არცა დიდობს მეშინიან თუცა შიშსა მოციქული ვერ დარიდობს აწ ავთანდილ გეთხოვების მოაჯეობს არ წამკიდობს უმისყმისოდ სოფელსა და საწუთროსა მისთვის ფლიდობს

767. რაცა იცოდა ყუელაი ჰკადრა მოშიშრად ენითა კულავ მოახსენა რამცა სცან სიტყვითა ესოდენითა თუ როგორ მყოფი მინახავს თუ რაგვარ ცრემლთა დენითა მართალ ხართ თუმცა ჩემთვის რისხვანი იანასდენითა

768. რა მეფემან მოისმინა გაგულისდა გაუცნობდა ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა შემხედველთა შეაშთობდა შეუზახნა რა სთქვის შმაგობ მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა ავსა კაცსა ურჩევნია ავსამცა რას ადრე სცნობდა

769. ვითამც რამე სიხარული სიტყუა მითხარ ვითა ღადრად მაგის მეტი რა ვინ მიყოს თუ არ მამკლას მალვით ღადრად შმაგო ენა ვით იჴმარე აწ მაგისად ჩემად კადრად აგრე შმაგი არ ვეზირად არად ვარგხარ არცა სხვად რად

770. რამცა კაცმან პატრონისა საწყინარსა არ დახედნეს ოდენ სიტყვა უმეცრული უალაგოდ დაიყბედნეს მე მაგისად მოსმენამდის რად არ ყურნი შემეჭედნეს შენ თუ მოგკლა სისხლნი შენნი ჩემან ქედმან მიიქედნეს

771. კულავ უბრძანა თუმცა მისგან აწ არ იყავ მოგზავნილი თავმან ჩემმან თავსა მოვჰკვეთ არად უნდა ამას ცილი წა უკუდეგ ავი შმაგი უმეცარი შლეგი წბილი შაბაშ სიტყვა შაბაშ კაცი შაბაშ საქმე მისგან ქმნილი

772. დადრკა სკამნი შემოსტყორცნა ჰკრნა კედელსა შიალეწნა დააცდუნვა მაგრა მისთვის აალმასნა არ აძეწნა ვითამ მიამბე წასულა მისი ვინ ალვისა მორჩი ხე წნა ვეზირისა ცრემლმან ცხელმან ღაწვნი თეთრნი აახეწნა

773. ვაზირმან გლახ გამორიდნა მართ ვეღარას ვერ იწრწინვებს გამოძურწა და გამომელდა გულსა წყლულსა მოიმტკივნებს შეის ხასობს გაის ქუშობს ენა ასრე მოაყივნებს მტერი ეგრე ვერას ავნებს რომე კაცი თავსა ივნებს

774. თქუა ცოდვათა ჩემთა მსგავსი ღმერთმან მეტი რა მიჩვენოს რად მოვღორდი რად დავბნელდი ნეტარ ვინღა გამითენოს ვინმცა კაცმან კადნიერად პატრონსა რა მოახსენოს ჩემნიმც დღენი მას ადგანან რაძი ვითა გაისვენოს

775. ვეზირი გაწბილებული მივა ბედითა შავითა ავთანდილს უთხრა დაღრეჯით პირითა გამქუშავითა მადლი რა გკადრო აწ თქუენგან გავხასდი მე მაშა ვითა ვაი კარგი თავი უებრო დავკარგე დავაშავითა

776. ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს თუცა ცრემლსა ვერ იწურვებს მიკვირს რად სცალს წყლიანობად რად არ გულსა შეიურვებს ვინ არ მისცეს ქადებულსა მოყურავსა მოიმდურვებს თქმულა ქრთამი ჯოჯოხეთსცა საურავსა დაიურვებს

777. ვით გამჴადა რა მიბრძანა არ ეგების ჩემგან თხრობა რა სიავე რა სირეგვნე რა შლუობა რა შმაგობა მე თვით კაცად აღარ ვარგ ვარ აღარა მიც თავსა ცნობა ესე მიკუირს რად არ მამკლა მისცა თურე ღმერთმან თმობა

778. მეცა ვიცოდი რაცა ვჰქენ ცნობით არ წამკიდებია ვიაზრე გამიწყრებოდა ჭმუნვა მით გამდიდებია განგებით ქმნილსა რისხვასა ვერავინ დარიდებია შენთუის სიკუდილი ლხინად მჩანს ჭირი არ გამცუდებია