... (W-17), XVII ს.

701. მუნ სარო მგზავსი ვარდისა ვნახე მისჭირდა მინები იტყუის დავჰკარგე ბროლი და სადა რთავს ბროლსა მინები მით ვიწვი რადგან ჩემებრვე ცეცხლი სწვავს მოუთმინები კულადა კულა ჰკადრა ამბავი მან მისგან მონასმინები

702. პირველ მისგან ძებნად მისად პატიჟთა მოსთულის ჭირსა მერმე ჰკადრა საწადლისა ღმერთმან პოვნა ვით აღირსა საწუთრო და სოფელს ყოფა კაცი უჩსო ვით ნადირსა ოდენ ხელი მჴეცთა თანა იარების მინდორს ტირსა

703. მის ტმისა ქება ვით ითქმის ჩემგან რა გაგეგონების მისსა მნახავსა ნახული აღარა მოეწონების თვალი მჭურეტელი ვით მზისა ციაგსა დაეღონების ვარდი არ ქნილი ზაფრანად აწ ია შეიკონების

704. წურილად ჰკადრა რა იცოდა რა ნახული რა ნასმენად ვითა ვეფხვსა წავარნა და ქუაბი აქო სახლად მენად ქალი ახლავს სასურველად სულთა დგმად და ჭირთა თმენად ვაი სოფელმან სოფელს მყოფი ყოვლი დასვა ცრემლთა დენად

705. მზესა რა ესმა ამბავი მიხვდა წადილი ნებისა განათლდა პირი მთვარისა ვით ნათლად ნავანებისა [.........]რა ვქნათ რა ვარგოთ მის ჭირთა მოსათნებისა რაა წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა

706. ყმა ეტყვის ვის აქუ მინდობა კაცისა მომცქაფავისა მან ჩემთვის დაწვა თავისი დადვა არ დასაწვავისა დრო დამიც ჩემგან მისულისა მითქუამს დადება თავისა მზე შემიფიცავს თავისა ჩემგან მზედ სახედავისა

707. თუ მოყვარე მოყვრისათვია ტირს ტირილსა ემართლების სიარული მარტოება შვენის გაჭრად მოეცლების იგონებდეს მისგან კიდე ნუმცაღავინ ეგულების არ დააჩნდეს მიჯნურობა სჯობს თუ კაცთა იახლების

708. ჴამს მოყუარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად გული მისცეს გულისათვის სიყუარული გზად და ჴიდად კულავ მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად აჰა მაქუსმცა უმისოსა ლხინი არმად თავი ფლიდად

709. მზე ეტყუის მამხუდა ყოველი ჩემი წადილი გულისა პირველ შენ მოხველ მშვიდობით მპოვნელი დაკარგულისა ვზი მზრდელი სიყვარულისა გაქუს ჩემგან დანერგულისა ვპჰოვე წამალი გულისა აქამდის დადაგულისა

710. საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხდების ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების მაშინ ჭირი ჩნდა ჩემზედა აწ ესე ლხინად უხუდების რადგან შუება აქუს სოფელსა თვით რად ვინ შეუწუხდების

711. შენ არ გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა ფიცისა ჴამს გასრულება მოყურისა სიყვარულისა მტკიცისა ძებნა წამლისა მისისა ცოდნა ჴამს უვიცისა ჩემი თქვი რა ვქნა ხელქმნილმან მზე მიმეფაროს მე ცისა

712. ყმამან უთხრა სიახლითა შევრთე ჭირი შვიდსა მე რვა ცუდი არის დამზრალისა გასათბობლად წყლისა ბერვა ცუდი არის სიყუარული ქუეით კოცნა მზისა წვერვა თუ გიახლო ერთხელ ვაი და რა მოგშორდე ათასჯერ ვა

713. ვაი თუ გავიჭრა გაჭრილსა სადა გლახ დამწვავს სად ალი გული ძეს საგნად ისრისა მესვრის საკრავად სამალი დრო სიცოცხლისა ჩემისად დღისითღა ჩანს ნასამალი მალვა მწადს მაგრა გარდაჴდა ჟამი პატიჟთა სამალი

714. მესმა თქვენი ნაუბარი გავიგონე რაცა ბრძანე ვარდსა ქაცვი მოაპოვებს ეკალთამცა რად ვეფხანე მაგრამ მზეო თავი მზესა ჩემთვის სრულად დააგვანე სიცოცხლისა საიმედო ნიშანი არ წამატანე

715. ყმა ტკბილი და ტკბილ ქართული სიკეთისა ჴელის მჴდელი მზესა ასრე ეუბნების ვით გაზრდილსა ამო მზრდელი ქალმან მისცა მარგალიტი სრულ ქმნა მისი საწადელი ღ~თნ ქნას და გაუსრულდეს ლხინი ესე აწინდელი

716. რა სჯობს რა კაცმან გიშერი ბროლლალსა თანა ახუიოს ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს მორწყოს ახიოს მისსა მჭურეტელსა ალხინოს ვერ მჭურეტსა ავაგლახიოს ვაი მოყურისა გაყრილსა ახიო ეყოს ახიოს

717. ყმა მხიარული წყლიანი დაიჩენს არ სიმძიმილსა მისნი კბილნი და ბაგენი დაიშვენებდეს ღიმილსა რა მოიშორო მოყუარე თვალთაგან დასდები მილსა მუნით ადენდი წყაროსა სოფლისა დასაწვიმილსა

718. მათ მიხუდა ლხინი ყოველი ერთმანერთისა ჭურეტითა ყმა წამოვიდა გაყრილი მივა გულითა რეტითა მზე ტირს სისხლისა ცრემლითა ზღვისაცა მეტისმეტითა იტყვის ვერ გაძღა სოფელი ვაი სისხლთა ჩემთა ხვრეტითა

719. ყმა მტირალი სევდიანი მკერდსა იცემს ამად ილებს რომე კაცსა მიჯნურობა ატირებს და გააფლიდებს რა ღრუბელი მიეფარვის მზე ჴმელეთსა დააჩრდილებს მოშორვება საყუარლისა აწ აბინდებს არ აჩრდილებს

720. სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწუი ქნის ღარად და ღარად იტყუის მზე ჩემგან თავისა კმა დასადებლად აღარად მიკუირს თუ გული ალმასი შავმან წამწამმან დაღა რად ვირემ ვნახვიდე სოფელო მინდი სალხინოდ აღარად