... (W-17), XVII ს.

836. კულავ შევა დარბაზს ვაზირი დაღრეჯით არ მხიარულად მეფემან ჰკითხა წასრულა მზე დაუდგრომლად მთვარულად მან მოახსენა ყოველი როგორ ქნილ იყო დარულად მზე აღარ მზეობს ჩვეთანა დარი არ დარობს დარულად

837. რა მეფემან გაიგონა დაიძახნა მეტისმეტნი მოსთქუამს იტყუის ვაი გაზრდილო ვეღარ გნახვენ თუალნი რეტნი პირთა ხოჭით წვერსა გლეჯით გააკვირნა მისნი მჭურეტნი სად წახველ და სად დაჰკარგენ სინათლისა ეგე სვეტნი

838. თუ თავი შენი შენ გახლავს ღარიბად არ იხსენები მაგრამ მე რა ვქნა გაზრდილო აწ სახლად მმართებს სენები გამაღარიბე დამაგდე გულსა გლახ ვისთუის ენები შენად შეყრამდის პატიჟთა ჩემთა ვერ იტყუის ენები

839. როდეს გნახავ მხიარულსა ნადირობით შემოსრულსა ვეღარ გიჭურეტ ნაბურთალსა ტანსა მჭეურსა ჯავარსრულსა ვეღარ ვისმენ ჴმასა ტკბილსა ჩემთვის დიდად მოსასრულსა აწ უშენოდ რაღა ვუყო საჯდომსა და სრასა სრულსა

840. ვიცი არ მოგკლავს შიმშილი რაზომცა დია ირები შენ შენი მშვილდი დაგარჩენს შენთა ისართა პირები ნუთუ კულავ ღმერთმან წყალობით გაგიადვილოს ჭირები მაგრამ თუ მოვჰკუდე გაზრდილო ვისგანღა დავიტირები

841. ზარი გაისმა შემოკრბა ჯარი მრავალი კაცისა შეიქნა დარბაზს ხასთაგან წვერისა ჴელითა ტაცისა იგლეჯს და იცემს ყოველნი ჴმა ისმის თავსა ტკაცისა ბნელი გვმართებს დღე კრულთა რადგან მზე მიგვიდრკა ცისა

842. რა მეფემან დიდებულნი ნახნა სულთქმით შემოსტირნა უთხრა ხედავთ მზემან ჩვენმან შუქნი სრულად დაგვიძუირნა რა ვაწყინეთ რა შევსცოდეთ რად დაგვყარნა რად გაგუწირნა მტერნი მისგან დაჭირულნი ვინმცაღა ვით დაგვიჭირნა

843. ყოვლნი ტიროდეს მოთქმიდეს მერმე დაწყნარდეს გვიანად მეფემან ბრძანა იკითხეთ მარტოა ანუ ყმიანად მოვიდა მონა შერმადინ მოშიშრად სირცხვილიანად ანდერძი ჰკადრა ატირდა სიცოცხლე უჩნდა ზიანად

844. მოახსენა საწოლს ვპოვე ესე მისგან დანაწერი დგეს მონანი ნატირებნი დაეგლიჯა თმა და წვერი იგი მარტო გაპარულა ყმა არ ახლავს არცა ბერი მე თუ მამკლავთ მემართლებით სიცოცხლე მჭირს შეუფერი

845. რა ანდერძი წაიკითხეს კულავ იტირეს დიდი ხანი მერმე ბრძანა მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი ვამლოცველნეთ დავრდომილნი ობოლნი და ქურივნი სხვანი შევეწივნეთ მშვიდობისა ნუთუ ღ~თან მშვიდობისა მისცეს გზანი

წასვლა ავთანდილისა მეორედ ტარიელის ძებნად გაპარვით

846. მთვარე მზესა მოეშორვოს მოშორვება გაანათლებს რა იახლოს შუქი დასწუავს გაეყრების ვერ იახლებს მაგრამ ვარდსა უმზეობა გააჴმობს და ფერსა აკლებს ჩვენ ვერჭურეტა საყუარლისა ჭირსა ძველსა გაგვიახლებს

847. აწყა დავიწყებ ამბავსა მის ყმისა წამავლობასა მივა და მიტირს გულმდუღრად ვერ იტყუის ცრემლთა მცრობასა წამწამ მობრუნდის იაჯდის მისთვის მზისავე მზობასა უჭურეტდის თვალნი ვერ მოხსნის თუ მოხსნის მიჴდის ცნობასა

848. რა მიეახლის დაბნედად ვერ ჴელყუის გაძურად ენისად მას მისდის ცრემლი თუალთაგან მგზავსად დიჯლისა დენისად ზოგჯერ დაბრუნდის უჭურეტდის ღონედ პატიჟთა თმენისად რა გაემართის არ იცის მას თუ არბევდის ცხენი სად

849. თქუა ჩემო შენი შორს მყოფი კრულია ვინცა დადუმდეს რადგან შენ დაგრჩა გონება გული შენკენვე დაბრუნდეს თვალთა მტირალთა შეხედვა შენივე სწადდეს და უნდეს სჯობს საყუარელსა მოყუარე რაზომცა დაუზაბუნდეს

850. მე რა ვქნა შენად შეყრამდის ანუ რას ვეჭუდე ლხენასა თავსა მოვიკლავ მე თუცა შენგან არ ვეჭუდი წყენასა მაგრამ შენ გაწყენ ჩემისა არსიცოცოხლისა სმენასა მოდი და მივსცნე ცოცხალმან ღაწუნი ცრემლისა დენასა

851. ტირს იტყუის დადუა კეშნი ლახვარმან ჩემთვის ათმანო ინდოთა რაზმან ჩემად კლუად თქუა ესე ტევრი ვთხზა თმანო თვალთა გიშერი აშვენებს სათმან რად მომკლა სათმანო ბაგე კბილო და თუალწარბო მამცემდი პატიჟთა თმანო

852. იტყუის ჰე მზეო ვინ ხატად გთქუის მზიანისა ღამისად ერთარსებისა ერთისა მის უჟამოსა ჟამისად ვის გმორჩილობენ ციერნი ერთი იოტის წამისად ბედსა ნუ მიქცევ მიაჯე შეყრამდის ჩემად და მისად

853. ვის ხატად ღ~თისად გიტყვიან ფილასოფოსნი წინანი შენ მიშველე რა ტყუექმნილსა ჯაჭუნი მაბიან რკინანი ბროლ ბალახშისა მძებნელმან სათნი დავჰკარგე მინანი მაშინ ვერ გავძელ სიახლე აწ სიშორესა ვინანი

854. ამას მოთსქმიდის იწვოდის ვითა სანთელი დნებოდის დაყოვნებისა მოშიში ისწრაფდის იარებოდის რა შეუღამდის ვარსკულავთა ამოსლუა იამებოდის მას ამგზავსებდის ილხენდის უჭურეტდის ეუბნებოდის