... (W-17), XVII ს.

779. ყმამან უთხრა შენთვის წყრომა მემცა განა დამიმძიმდა მაგრა ქრთამი რადღა გმართებს გაიცინა გაცაღიმდა შენ ადამი გაგიმეშდა ართუ მეში გიადიმდა რა აქიმი დასნეულდეს ვისთვის ვინღა გააქიმდა

780. მოახსენა კულავ ვაზირმან მე რა გინდა წამეკიდოს მოიწყრომებს შეცამინდობს ნუთუ გული გაიწმინდოს შენ რასა იქ ესე მოთხარ ჩემი ჭმუნვა გაიდიდოს ჴამს თუ კაცმან სასიკვდინოდ თავსა არა არ დარიდოს

781. ყმამან უთხრააღარ წასლვა არ ეგების ჩემგან აროს იადონი მაშინ მოკუდეს ოდეს ვარდმან იდამჭკნაროს ჴამს უძებნოს ცვარი წყლისა მისთვის თავი ყოვლგან აროს ვერ უპოვოს რა ქნას ანუ გული რათა დააწყნაროს

782. უმისოდ მყოფი ვერ გავსძლებ ჯდომასა ვერცა წოლასა მართ ნადირთაებრ გაჭრასა ვირჩევ მათთანა რბოლასა ასრე გასრულსა რად მნუკევს მისთა მებრძოლთა ბრძოლასა სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა

783. მოვახსენებ ერთხელ კულაცა აწ რაზომცა მეფე წყრების ნუთუ გაბრჭოს გული ჩემი ვით იწვის და ვით ენთების არ გამიშვებს გავიპარვი რა იმედი გარდმიწყდების მე თუ მოვჰკვდე ჩემი კერძი სოფელიმცა გარდიფხურების

784. მოიუბნეს ვეზირმან ქნა ჭამა სმანი მათნი ფერნი უმასპინძლა ძღვენი უძღვნა შვენიერსა შვენიერნი მისნი ყმანი აღაავსნა მოყმენი თუნდა ბერნი გაიყარნეს ყმა წავიდა სახლად ჩადგეს მზისა წვერნი

785. ასი ათასი წითელი პირმზემან ტანად სარომან ათასი ლალი იაგუნდი ფერად ვარდისა დარომან სამასი სტავრა ატლასი უხუმან არ მოუმხუდარომან მიგზავნა კაცი ვეზირსა ეს ყუელა მისთვის არომან

786. შესთვალა თუ რაცა გმართებს ვით მოგცე და ვით გაქონო ვალთა შენთა გარდსაჴდელი რა ნაცვალი მოვიგონო თუღა დავრჩე შენთვის მოვჰკუდე თავი ჩემი დაგამონო სიყუარული სიყუარულსა შეგიცვალო შეგიწონო

787. მე ვითა ვთქუა უებრობა სიკეთე და ქება მისი კაცი იყო საქმისაცა შესაფერი შესატყუისი ასრე მართებს მოხმარება გავიდოდეს ვისცა ვისი როდეს კაცსა დაეჭიროს მაშინ უნდა ძმა და თვისი

788. შერმადინს ეტყუის უბრძანებს პირმზე ნათელთა მფენელი ესე დღე არის იმედი ჩემის გულისა მლხენელი შენგან თავისა შენისა საჩემოდ გამომჩენელი მქებრად ამბისა მათისა ჴამს მკითხავი და მსმენელი

789. იტყუის როსტან არ გამიშვა არცა სიტყვა მომისმინა მან არ იცის რათა ვინა და სულდგმული ვისგან ვინა უმისომცა ნუ ვცოცხალ ვარ ნუ გარეთ და ნურცა შინა რაცა საქმე უსამართლო ღმერთმან ვისმცა შეარჩინა

790. თქუა თუ მისი არ გაწირვა ჩემგან მტკიცობს არ სათუობს ყოვლი მტყუევნე მოღალატე ღ~თსა გმობს და აგრე ცრუობს გული მისი უნახავი ტირს და სულთქვამს ვაებს უშობს არას კაცსა არ იახლებს ჰკრთების კუშტობს ვახშობს უშობს

791. ოდეს ბრძენმან გაიგონოს გონებითა მთით და გორით მიჯნური და სამიჯნურო ერთმანერთსა შევასწორით ერთად ვთქუით და გაუყრელად მათი არა გავაორით მოყუარესა მოყურისაგან მოგონება უნდა შორით

792. სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა პირველ ნდომა სიახლისა სიშორისა ვერ მოთმენა მიცემა და არას შური საჩუქრისა არ მოწყენა გავლენა და მოჴმარება მისად რგებად ველთა რბენა

793. მე გამისრულა ყოველი ესე წესი და რიგები აწ ჩემგან მართებს მუქაფა გულომცა ჭირსა შეები თუ ვერა ვარგო მისთანა მეცა წასადმე ვეგები ხარ რაზომ ფერი სოფელო არვისგან არ შეიგები

794. რადღა ვაგრძელებ სიტყუასა ჟამია შემოკლებისა აწ გაპარვაა წამალი ამა გულისა ხლებისა რასაცა გვედრებ ისმენდი ვიდრე დრო გქონდეს ხლებისა შენ გაამაგრე დაჭირვა ჩემისა ნასწავლებისა

795. აწ მფლობელთა სამსახურად პირველ თავი დაამზადე სიკეთე და უშურობით შენი ერთობ გააცხადე ილაშქრე და ინადირე მტერთა სახლი გაიგზადე მშვიდთა ტკბილად დაეზავე უმშვიდოთა გულსა ზადე

796. მტერთა ჩემთა ენაპირე ძალი ნურა მოგაკლდების ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს ორგულიმცა შენი კუდების შემოვიქცე შენი ჩემგან ვალი კარგად გარდიხდების პატრონისა სამსახური არაოდეს არ წახდების

797. ესე ესმა ცრემლი ცხელი შერმადინსა თვალთა სდინდი მოახსენა მარტოობით მტერსა ვითმცა შევუშინდი მაგრა რა ვჰქნა უშენომან დამეცემის გულსა ბინდი წამიტანე სამსახურად მოგეხმარო რაცა გინდი

798. ვის ასმია მარტოსაგან ღარიბობა ეგზომ დიდი ვის ასმია პატრონისა ჭირსა შიგან ყმისა რიდი დაკარგულსა გიგონებდე რა ვიქნები აქა ფლიდი მან უბრძანა ვერ წაგიტან რაზომსაცა ცრემლსა ღურიდი