... (W-17), XVII ს.

894. ვარდსა ჰკითხეს ეგზომ ტურფა რამა შეგქმნა ტანად პირად მიკვირს რად ხარ ეკლიანი პოვნა შენი რადა ჭირად მან თქუა ტკბილსა მწარე ჰპოებს სჯობს იქნების რაცა ძვირად ოდეს ტურფა გაიეფდეს არღარა ღირს არცა ჩირად

895. რადგან ვარდი ამას იტყუის უსულო და უასაკო მაშა ლხინსა ვინ მოიმკის პირველ ჭირთა უმუშაკო უბოროტო ვის ასმია რაც ა საქმე საეშმაკო რად ემდურვი საწუთროსა რა უქმნია უარაკო

896. ისმინე ჩემი თხრობილი შეჯე წავიდეთ ნებასა ნუ მიჰყოლიხარ თავისა თათბირსა გაგონებასა რაცა არ გინდა იგი ქენ ნუ სდევ წადილთა ნებასა ასრე არ სჯობდეს არ გეტყუი რად მეჭუ რასაცა თნებასა

897. მან უთხრა ძმაო რა გითხრა ძურაცა არ ძალმიც ენისა ძალი არა მაქვს ხელქმნილსა შენთა სიტყუათა სმენისა რა ადვილად გჩანს მოთმენა ჩემთა სასჯელთა თმენისა აწ მივსწურვილვარ სიკვდილსა დრო მომეახლა ლხენისა

898. ამას მოკუდავი ვილოცავ აროდეს ვითხოვ არ ენით აქა გაყრილნი მიჯნურნი მუნამცა შევიყარენით მუნ ერთმანერთი კულა ვნახნეთ კულა რამე გავიხარენით მო მოყუარეთა დამმარხეთ მიწანი მომაყარენით

899. საყუარელმან საყუარელი ვით არ ნახოს ვით [......] მისკენ მივალ მხიარული მერმე იგი ჩემ კერძ [..] მივეგებვი მომეგებოს ატირდეს და [............] ჰკითხე ასთა ჰქენ გულისა რა გინდა ვინ გივა[.........]

900. მართ გარდაწყუეტით იცოდი გეტყვი მართალსა [ ...........] სიკუდილი მახლავს დამეხსენ ხანსაღა დავჰყოფ[ .............] არ ცოცხალ ვიყო რას მაქნევ რა დავრჩე ჴელსა[ ..............] დამშლიან ჩემი კავშირნი შევრთვივარ სულ[.......]

901. რა სთქუი რას იტყუი არ მესმის არცა მცალს სმენად მაგისად სიკუდილი მახლავს ხელქნილსა სიცოცხლე არის წამისად აწ გამიარმდა სიცოცხლე მეტად ყოვლისა ჟამისად მუნ მეცა მივალ ცრემლისა მიწად სად გამდის ლამი სად

902. ბრძენი ვინ ბრძენი რა ბრძენი ხელი ვითა იქს ბრძნობასა ეგ საუბარი მაშინ ჴამს თუმცაღა ვიყო ცნობასა ვარდი ვერ არის უმზეოდ იყოს დაიწყებს ჭკნობასა მაწყენდამეხსენ არა მცალს არცაღა ვახლავ თმობასა

903. [........ ] ეუბნების ავთანდილ სიტყუითა მრავალფერითა [..........]უ მოჰკუდე გერგების სიტყუითა რა ოხერითა [.............]ვარგა საქმითა ნუ ხარ თავისა მტერითა [... ]წაიყუანა ვერა ქნა სიტყუითა ვერა ვერითა

904. [........ ]აჰა რადგან არ მომისმენ არას არა [..........]ნს ენა ჩემი აქამდისცა ცუდად მცთარა [............ ]გიჯობს მოკვე ვარდი დაჭკნეს დაცამჭკნარა [............] გეაჯები მიყავ ცრემლი ამდუღარა

905. [.............. ]ბროლ ვარდსა სარვენ გიშრისა სარითა [..................]რვე წამოვე სიჩქარით არ სიწყნარითა [............] მეფემან მშობლურად საუბარითა [.............] გამიყრი აწ ჩემი ლხინი ვთქუა რითა

906. ნუ გამგზავნი გულმოკლულსა ერთი მიყავ საწადელი შეჯე ერთხელ ცხენოსანი გნახო ჩემი სულთა მჴდელი ნუთუ მაშინ მოვიქარვო სევდა ესე აწინდელი მე წავალ და შენ დაგაგდებ იქნას შენი საწადელი

907. ეხვეწებოდა შეჯეო აჯას ხვეწნითა არვებდა იცოდა რომე შეჯდომა კაეშანს მოაქარვებდა ლერწმისა სარსა დასდრეკდა გიშერსა დააკარვებდა დაიმორჩილა იამა არ ივაგლახა არ ვებდა

908. ცხადად უთხრა შევჯდებიო მომიყუანე ცხენი წინა მან მოგვარა წყნარად შესვა არ სიჩქარით ააქშინა მინდორთაკენ წაიყუანა ტანი მჭევრი აძრუევინა ხანი წავლეს სიარულმან მოჯობება დააჩნინა

909. შეაქცევს და ეუბნების საუბართა შუენიერთა მისთუის სძრვიდა სასაუბროდ მათ ბაგეთა ძოწის ფერთა მისი სმენა გააყრმობდა მსმენელისა ყურთა ბერთა მოიშორვა კაეშანი დათმობავე შიაერთა

910. რა შეატყვა მოჯობება მან სევდისა მუფარახმან გაანათლა პირი ვარდი სიხარულმან დაუსახმან კულავ გიამბო ქება მისი მართ ჩემგანვე დანასახმან შვენიერი სიტყუა უთხრა საუბრისა ახლად მზრახმან

911. შერასმეჰყვეს საუბარსა სიტყუა ჰკადრა არ მალული ერთსა რასმე მოგახსენებ გამიცხადე დაფარული ეგე სამხრე მისეული შენ გაჩნია ვისგან წყლული როგორ გიყუარს როგორ გიღირს თქუი დავიღო მერმე სული

912. მან უთხრა სახე რა გითხრა მის უსახოსა სახისა ესეა ჩემი სიცოცხლე ჩემი მომცემი ახისა მჯობი ყოვლისა სოფლისა წყლისა მიწისა და ხისა არ სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა

913. ავთანდილ უთხრა ვლამოდი მართ მაგისისა თქმევასა აწ რადგან გითქუამს პასუხსა გკადრებ და ნუ მეჭუ თნევასა ვეჭუ რომ არ გიზამ საქმისა უარესისა რჩევასა სჯობს ასმათისა არ ლევა მაგა სამხრისა ლევასა