... (W-17), XVII ს.

933. ასმათ თქუა ღ~თო რომელი არ ითქუმი კაცთა ენითა შენ ხარ სავსება ყოველთა აღგვავსებ მზეებრ ფენითა გაქო რა გაქო ვით გაქო შენ სუფევ ზესთა ზენითა დიდება შენდა არ მამკალ ამათთვის ცრემლთა დენითა

934. ტარიელ ეტყუის ჰე დავო მით ცრემლი აქა მდენია საწურთო ნაცვლად გვატირებს რაც ოდენ გაგვიცინია ძველი წესია სოფლისა არ ჩვენზედ დანაჟინია ვაი შენი ბრალი და თუ არ სიკუდილი ჩემი ლხინია

935. სწყუროდეს წყალსა ვინ დაღურის კაცი უშმაგო ცნობილი მე თვალთა ჩემთა მით მიკუირს რად ვარ ცრემლითა ლტობილი უწყლოობა ჰკლავს წყალი სდის არ ოდეს არ გაჴმობილი ვაი წაჴდა ვარდი პობილი ვაი მარგალიტი წყობილი

936. ავთანდილსცა მოეგონა მისი მზე და საყვარელი იტყვის ჩემო ვით ვეგები მე უშენოდ სულთა მდგმელი შენ არ გახლავ ჩემი ჩემთვის სიცოცხლეა სანანელი გითხრამცა ვინ რა მჭირს ანუ რა ცეცხლი მწვავს როგორ ძნელი

937. ვარდი ამას ვით იაზრებს მზე მამშორდეს არ დავძრეო ანუ ჩვენ გლახ რა გვერგების რა ჩასვენდეს გორსა მზეო გულო გიჯობს გაუმაგრდე თავი სრულად გაიკლდეო ნუთუ მოგხუდეს ნახვა მისი სულთა სრულად ნუ დალეო

938. სული დაიღეს დადუმდეს ორთავე ცეცხლი სდებოდა ასმათი შეჰყუა და შევიდეს ცეცხლი მათებრვე გზებოდა დაუგო ტყავი ვეფჴვისა რომელ კვლა მიწყივ ჰგებოდა ერთგან დასხდეს უბნობდეს რაცა მათ ეამებოდა

939. მწვადი შეიწუეს შეიქმნა პურობა მგზავსი ჟამისა მუნ უპურობა პურობა არსიდიადე ჯამისა მას შეეხვეწნეს ჭამეო ძალი არ ჰქონდა ჭამისა გაცოხნის ლუკმა გატყორცის წონა ძლივ ჩანთქის დრამისა

940. ამოა რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს მან გაუგონოს რაცა თქუას არ ცუდად წაუხდებოდეს ცოტად ეგრეცა დაუვსებს ცეცხლი რაზომცა სდებოდეს დიდი ლხინია ჭირთა თქმა თუმც კაცსა მოუჴდებოდეს

941. მას ღამესა ერთგან იყვნეს იგი ლომნი იგი გმირნი იუბნეს და გააცხადნეს თავის თავის მათნი ჭირნი რა გათენდა კულავ დაიწყეს საუბარნი სიტყვა ხშირნი ერთმანეთსა გაუგონნეს ფიცნი პირველ დანაპირნი

942. ტარიელ ეტყუის რად უნდა სიტყუისა თქმაღა მრავალისა რაცა შენ ჩემზედ გიქნია ღმერთი მზღველია ვალისა კმა რა ზენარი ზენარად არ ნაქმარია მთრვალისა არ დავიწყება მოყურობა მოყურისა წარმავალისა

943. აწ შემიხვეწე ნუ დამწუავ კულავ წვითა უცხელესითა მე რომე ცეცხლი მედების არ ნაგზებია კვესითა ვერ დაშრეტ შენცა დაიწვი სოფლისა ქნისა წესითა წადი დაბრუნდი შეიქეც მუნითვე შენი მზე სითა

944. ვინ დამბადა განკურნება ჩემი უჩანს მასცა ძნელად ვისცა გესმის გაიგონეთ მით გაჭრილვარ ხელი ველად რაცა მართებს გონიერთა ერთხელ ვიყავ მეცა მქმნელად აწ ნობათი ხელობისა მამხვდომია მით ვარ ხელად

945. ავთანდილ ეტყუის რა გითხრა პასუხი მაგა თქმულისა შენვე თქუი ეგეა სიტყვა კაცისა ბრძნად სწავლულისა ღ~თსამცა ვით არ შეეძლო კულავ განკურნება წყლულისა იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულ დათესულისა

946. ღმერთსამცა ესე რად ექნა ეგეთნი დაებადენით აღარ შეგყარნა გაგყარნა ხელი გქნა ცრემლთა დადენით სდევს ფათერაკი მიჯნურსა გასჭურიტეთ გაიცადენით თქუენ ერთმანერთი არ მოგჴუდეთ მე სულნი ამომხადენით

947. ნეტარ მამაცი სხვა რაა არ გასძლოს რაცა ჭირია ჭირსა გადრეკა რად უნდა რა სასაუბრო პირია ნუ გეშის ღ~თი უხვია თუცა სოფელი ძვირია რაცა მიწვრთიხარ იწვართე გკადრო უწვრთელი ვირია

948. თუ რა გესმის გაიგონე ესე კმაა სწავლა სწავლად ჩემსა მზესა დავეთხოვე თქუენს წინაშე წამოსავლად მოვახსენე რადგან ჩემებრ მას შეჰქნია გული ავლად ვერას ვარგებ არ დავდგები სხვად ვიუბნა რაღა მრავლად

949. მან მიბრძანა მადლიერ ვარ კარგად ხარ და მამაცურად შენგან მისსა გავლენასა მე დავიჩენ სამსახურად მისის კითხვით წამოსრულვარ არ მთრუალურად არ მახმურად აწ შევიქცე რა უამბო რად მოხველო ჯაბან ჴრდლურად

950. მაგ საუბარსა ესე სჯობს ისმინე ჩემი თხრობილი მქნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყო ცნობილი ვერას ვერ შეიქს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭკნობილი შენ ვერას ირგებ მე გარგებ ძმა ძმისა უნდა ძმობილი

951. სადაცა გწადდეს მუნ იყავ მითვე წესითა მაგითა გწადდეს გულითა ბრძენითა გწადდეს ცნობითა შმაგითა მაგა ქცევითა ტურფითა ანაგებითა ნაგითა ოდენ გამაგრდიარ მოჰკუდე არ დასდნე ცეცხლთა დაგითა

952. ამის მეტსა არას გნუკევ წელიწადსა ერთსა მსგეფსა აქა ქუაბსა მომიცადე მე ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ დროსა ამას ვარდ იეფსა ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს მართ ვითამცა ძაღლი ყეფსა