... (W-17), XVII ს.

681. შესთვალა მეფე უკადრი ხარმცა მორჭმით და დიდებით ამა საქმესა ვიკადრებ შიშით კრძალვით და რიდობით მის ყმისა ვერას ვერ მცნობი უჴმობდი თავსა ფლიდებით აწ ვსცან და კადრებ ყოველსა მოვალ შვებით და მშვიდობით

682. ფიცხლავ გაგზავნეს მეფისა წინაშე შემტყობელია სამი წელია ქვეყანა ჩვენთვის უმზეო ბნელია შესთვალეს ყუელა უკლებლად რისაცა იყოს მქნელია უპოვნია და მოსულა არ ავი საძებნელია

683. როსტევან მეფე უკადრი მორჭმული შეუპოველი შერმადინ მოციქულობა თვით მოახსენა ყოელი ავთანდილ მოვა წინაშე მის ყმისა ვისმე მპოელი მან ბრძანა ვჰპოვე ღ~თისაგან სააჯო და სათხოელი

684. რა მოისმინა მეფემან სიტყვანი არ საწყინისა ბრძანა თუ ღმერთმან კულავ მოგვცეს ჩვენ დამართება ლხინისა მივეგებნეთო შესხდომა თქვეს ცისკრად განთიადისა შეიტყო რომე ნაქმარი იყო ეს თინათინისა

685. [............]რა შერმადინ ნათელსა მას უღამოსა [....................] წინაშე გკადრებს ამბავსა ამოსა [...........................................................]უთამამოსა [....................................................................]დამოსა

686. მეფე შეჯდა გაეგება ყმასა მუნით მომავალსა ამას პირმზე მეფისაგან ივალებდა ვითა ვალსა მიეგება მოეგება მხიარული გულმჴურვალსა დიდებულთა ჯარისაგან ზოგნი გვანდა ვითა მთვრალსა

687. რა მიეახლა გარდაჴდა ყმა თაყვანისსცა მეფესა აკოცა როსტან მიმხუდარმან ნიშატთა სიიეფესა გულმხიარულნი შვებულნი მივლენ დარბაზსა სეფესა მის ყმისა მოსულა უხარის ყოველსა მუნ მეკრეფესა

688. ავთანდილცა თაყუანისცა ლომთა ლომმან მზეთა მზესა ლალ ბროლი და ვარდ გიშერი გაეტურფა სინაზესა პირი მისი უნათლეა სინათლესა ზესთა ზესა სახლსაყოფი არა მართებთ ცამცა გაიდარბაზესა

689. მას დღე დასხდეს ნადიმობად გაამრავლეს სმა და ჭამა ყმასა მეფე ასრე უჭურეტს ვითა შვილსა ტკბილი მამა მათ ორთავე აშვენებდა ფიფქსა თოვნა ვარდსა ნამა უხვად გასცის საბოძვარი მარგალიტი ვითა დრამა

690. ყმა ახლოს უჯდა მეფესა ისმენდა ეუბნებოდა ბაგეთათ გასჭვრის ბროლ ლალი მათ კბილთა ელვა ჰკრთბოდა ახლოს სხდეს ღირსნი ისმენდეს შორს ჯარი დაიჯრებოდა უტარიელო ხსენება არვისგან იკადრებოდა

691. სმა გარდაჴდა თავისთავის გაიყარნეს მსმელნი შინა დიდებულნი არ გაუშვნეს ყმა დაისვეს ახლოს წინა მეფე ჰკითხავს იგი ჰკადრებს რაცა ჭირი მოეთმინა მერმე მისი უცნობოსა რა ენახა რა ესმინა

692. მას ვახსენებდე ნუ გიკვირს თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა იგია ჩემი სიცოცხლე ჩემი მამცემი ახისა ვინ უნახავ ქნას გონება ყოველთა კაცთა მნახისა ვარდი დამჭკნარი ეკალთა შუა შორს მყოფი ახ ის ა

693. რა ჭირი კაცსა სოფელმან მოუთმოს მოუთმინამან ქაცვი ლერწამმან ზაფრანა იმგზავსოს ფერად მინამან ავანდილ მისმან მხსენებმან ღაწვი ცრემლითა მინამან წურილად უამბო ამბავი მან მისმან მონასმინამან

694. ქუაბნი ომითა წაუხმან სახლად აქვს დევთა სახლები საყუარელისა მისისა ქალი ჰყავს თანა ნახლები ვეფხისა ტყავი აცვია ცუდად უც სტავრანახლები არ არა ნახავს სოფელსა ცეცხლი სწუავს ახალახლები

695. რა დაასრულა ამბავი საქმე მისისა ჭირისა ნახვა მის მზისა ნათლისა მის თვალად არ დუხჭირისა [...............................] ვარდისა ხელი მძლედ დანამჭირისა [.…………………………................]ისა რადღა ხარ მომხვეჭი რისა

696. გამხიარულდა თინათინ ამა ამბისა სმენითა მას დღე იხარებს სმითა და ჭამისა არ მოწყენითა მისვლა ებრძანა იამა თქმა არ ეგების ენითა კულავ საწოლს დახუდა მას მზესა მუნცა სიტყუითა ბრძენითა

697. ყმა წავიდა მხიარული ლმობიერი არ გამწყრალი ლომი მინდორს ლომთა თანა მინდორს რული ფერ ნამკრთალი ყმა სოფლისა ხასიათი ჯავარი და სრული ლალი მაგრა ჰქონდა გულისათვის გული გულსა განაცვალი

698. ყმა მხიარული წყლიანი დასვა სკამითა მისითა სხენან სავსენი ლხინითა ორთავე შესატყუისითა უბნობენ ლაღნი წყლიანნი არა სიტყუითა მქისითა უთხრა ჰპოეა პატიჟნი ნახენ ძებნითა ვისითა

699. მზე უკადრი ტახტსა ზედა ზის მორჭმული არ ნადევრი წყლად ეფრატსა უხვად ურწყო ედემს რგული ალვა მჭევრი ბროლ ბალახშსა აშვენებდა თმა გიშერი წარბი ტევრი მე ვინ ვაქებ ათენს ბრძენთა ჴამს აქებდეს ენა ბევრი

700. ჰკადრა მართ ღ~თან რა კაცსა მისცეს წადილი გულისა ხსოვნა არა ჴამს ჭირისა ვით დღისა გარდასრულისა ვჰპოვე ხე ტანი ალვისა სოფლისა წყალთა რწყულისა მუნ პირი მგზავსი ვარდისა მაგრა აწ ფერ ნაკლულისა