... (H-461), XVIII ს.

680. ჩვენ჻ გავგზავნნეთ჻ მენავენი჻ რომელთაცა჻ კვლა჻ უვლია჻ მოგვინახონ჻ იგი჻ მთვარე჻ ვისთვის჻ ჭირი჻ აწ჻ გვაკლია჻ მუნამდისცა჻ მოვიცადოთ჻ გონებამან჻ არ჻ დაგულია჻ ყოლე჻ ჭირი჻ არ჻ იქნების჻ თუმცა჻ ლხინმან჻ არა჻ სძლია჻

681. კვლა჻ მოგახსენებმეფეო჻ იყავ჻ გულისა჻ ამებად თავი჻ ჩემი჻ და჻ ლაშქარნი჻ მე჻ თქვენთვის჻ დამიც჻ წამებად჻ ღმერთი჻ უხვია჻ გიბოძებს჻ შენსავე჻ ტახტსა჻ დაგებად჻ არ჻ მოიკრიფვის჻ ნაყოფი჻ უდროვოთ჻ და჻ უჟამებად.჻

682. კაცნი჻ უჴმენ჻ მასვე჻ წამსა჻ ესე჻ საქმე჻ დავიურვეთ჻ უბრძანა჻ თუ჻ ნავებითა჻ წადით჻ ზღვაზღვა჻ მოიცურვეთ჻ მოგვინახეთ჻ საყვარელსა჻ მისსა჻ მისთვის჻ მოვასურვეთ჻ თავთა჻ ჭირი჻ უათასეთ჻ რამცა჻ უშვიდეთ჻ რამცა჻ ურვეთ჻

683. ტარიელ჻ გვითხარ჻ სიმღერა჻ მაგ჻ ხმითა჻ მოგვრინავითა჻ არ჻ გვიყოს჻ ღმერთმან჻ სამუდმოდ჻ ცა჻ რისხვით჻ მოგვგრინავითა჻ ნუ჻ არის჻ გული჻ ნიადაგ჻ ლახვართა჻ მოგვრგვინავითა჻ ამ჻ ჩემსა჻ სულსა჻ ზღვას჻ შევრთავ჻ მზესა჻ შინ჻ მიგვრი჻ ნავითა჻

684. მოასხნა჻ ფრიდონ჻ გაგზავნა჻ მცოდნელნი჻ ყოვლის჻ ზღვისანი჻ უბრძანა჻ იცით჻ არა჻ ჰგავს჻ აწ჻ ამას჻ საქმე჻ სხვისანი჻ მოსულა჻ ინდოთ჻ ხელმწიფე჻ გარჯილი჻ შორის჻ გზისანი჻ ან჻ უნდა჻ ზღვასა჻ დაენთქეთ჻ ან჻ შუქნი჻ ჰპოვეთ჻ მზისანი.჻

685. სხვანი჻ წამოდგნეს჻ მისისა჻ სპათაგან჻ გამორჩეული჻ ხედავთა჻ ამა჻ საროსა჻ სჩანს჻ ჭირთა჻ შენარხეული჻ ჩვენ჻ ამის჻ ჭირთა჻ ვენაცლნეთ჻ მეფე჻ მოყმეა჻ ეული჻ აწ჻ წადით჻ თქვენცა჻ დაყავით჻ საძებრად჻ წელი჻ წრეული჻

686. აჩინნა჻ კაცნი჻ სადაცა჻ სადგურნი჻ ნავთა჻ სჩენოდეს჻ უბრძანა჻ ძებნეთ჻ ყოველგან჻ საცა჻ რამ჻ მისი჻ გსმენოდეთ჻ მოლოდნა჻ მიჩნდა჻ სალხინოდ჻ პატიჟნი჻ რამე჻ მლხენოდეს჻ უმისოდ჻ ლხინი჻ მინახავს჻ ამა჻ დღისათვის჻ მრცხვენოდეს჻

687. ფრიდონ჻ საჯდომნი჻ დამიდგნა჻ ადგილსა჻ საპატონოსა჻ მითხრა჻ თუ჻ მცდარ჻ ვარ჻ აქამდის჻ ვერ჻ მივხუდი჻ გასაგონოსა჻ ხარ჻ დიდი჻ მეფე჻ ჰინდოთა჻ რა჻ ვით჻ ვინ჻ მოგაწონოსა჻ ვინ჻ არის჻ კაცი჻ ქვეყანად჻ თავი჻ არ჻ დაგამონოსა჻

688. ზღვათა჻ და჻ ხმელთა჻ არ჻ მორჩა჻ გაგზავნა჻ ყოვლგნით჻ მძებნელი჻ ზღვათა჻ ნავი჻ და჻ კატარღა჻ თემ჻ თემად჻ გზათა჻ მტკეპნელი჻ ამბავს჻ ვიცდიდი჻ შავგული჻ ახალთა჻ ცრემლთა჻ მდენელი჻ ვისცა჻ ენახოს჻ ნათელად჻ ღრუბლის჻ სეკრული჻ მზე჻ ბნელი჻

689. რას჻ ვაგრძელებდე჻ მოვიდეს჻ ყოვლგნით჻ ამბისა჻ მძებნელნი჻ ცუდნი჻ და჻ ცუდთა჻ ადგილთა჻ თავისა჻ დამაშრობელნი჻ ვერა჻ ვერ჻ ეცნა჻ ვერ჻ იყვნეს჻ ვერას჻ ამბისა჻ მცნობელნი჻ მე჻ უფრო჻ მდინდეს჻ თვალთაგან჻ კვლავ჻ ცრემლი჻ დაუშრობელნი჻

690. ვთქვირა჻ მქონდა჻ სახლსა჻ ჩემსა჻ სპათა჻ ვსჭურეტ჻ და჻ ვსვამ჻ იგია჻ მე჻ ვიშვებ჻ და჻ იგი჻ ტყუედა჻ ზღვათა჻ შიგა჻ წამიგია჻ კლდისაგანცა჻ უმაგრესსა჻ ესე჻ ვითა჻ გამიგია჻ ჴრმალსა჻ ჴელსა჻ რაღასა჻ ვჴდი჻ ცუდად჻ შიგან჻ რას჻ მიგია჻

691. მე჻ ფრიდონს჻ უთხარ჻ ესე჻ დღე჻ ვითა჻ მესაზაროების჻ ამისად჻ მოწმად჻ ღმერთი჻ მყავს჻ სათქმელად჻ მეუცხოების჻ უშენოდ჻ მყოფსა჻ ღამე჻ და჻ დღეცა჻ მესაღამოების჻ დავხსნილ჻ ვარ჻ ლხინსა჻ ყოველსა჻ მით჻ გული჻ ჭირსა჻ მოების჻

692. მაშა჻ მე჻ მისსა჻ ამბავსა჻ რადგან჻ აღარას჻ მოველი჻ ვეღარ჻ ვიქნები჻ გამიშვი჻ ვარ჻ ფარმანისა჻ მთხოველი჻ ფრიდონს჻ რა჻ ესმა჻ ატირდა჻ სისხლითა჻ მორწყო჻ ველი჻ მითხრა჻ თუ჻ ძმაო჻ დღესითგან჻ ცუდ჻ ჩემი჻ ლხინი჻ ყოველი჻

693. კვლავცა჻ დია჻ მოიჭირვეს჻ ვერცა჻ ეგრე჻ დამიჭირეს჻ მისთა჻ სპათა჻ მუჴლმოყრილთა჻ თავი჻ მათი჻ ჩემკერძ჻ ირეს჻ მეხვეოდეს჻ მაკოცებდეს჻ ატირდეს჻ და჻ ამატირეს჻ ნუ჻ წახვალო჻ დაგვამონნეს჻ სიცოცხლეა჻ ჩვენი჻ ვირეს჻

694. ეგრე჻ უთხარ჻ თქუენი჻ გაყრა჻ მეცა჻ დია჻ მეძნელების჻ მაგრა჻ ლხინი჻ უმისოსა჻ ჩემგან჻ როგორ჻ გაიძლების჻ ჩემსა჻ მზესა჻ ვერ჻ გავსწირავ჻ თქვენცა჻ დია჻ გებრალების჻ ნურვინ჻ მიშლით჻ არ჻ დავდგები჻ არცა჻ ვისგან჻ დამეშლების჻

695. ღმერთი჻ მყავს჻ მოწმად჻ ვეცადე჻ გულისა჻ მობრუნებასა჻ მაგრამ჻ არ჻ დამყვა჻ სალხინოდ჻ მეტყოდა჻ ვაგლახ჻ ვნებასა჻ ერთხლ჻ დამწვარი჻ პატრუქი჻ ვეღარ჻ იქს჻ გაპწყინვებასა.჻ აწ჻ ნუღარა჻ იქთ჻ ჩემისა჻ ასვლითა჻ დაჭმუნებასა.჻

696. მერმე჻ ფრიდონ჻ მოიყვანა჻ მიძღუნა჻ ესე჻ ჩემი჻ ცხენი჻ მითხრა჻ ხედავ჻ პირი჻ მზისა჻ თქვენ჻ საროსა჻ ეგეც჻ ხენი჻ ვიცი჻ რომე჻ არა჻ გინდა჻ ძღუენი჻ რამცა჻ გავკიცხენი჻ ნუთუ჻ ამანვე჻ მოგაწონოს჻ სახედრობა჻ სიფიცხენი჻

697. ფრიდონგამომყვა჻ წავედით჻ ორთავე჻ ცრემლნი჻ ვღვარენით჻ მუნ჻ ერთმანერთსა჻ ვაკოცეთ჻ ზახილით჻ გავიყარენით჻ სრულად჻ ლაშქარნი჻ მტიროდეს჻ გულითა჻ მართლად჻ არ჻ ენით჻ გაზრდილ჻ გამზრდელთა჻ გაყრასა჻ ჩვენ჻ თავნი჻ დავადარენით჻

698. ფრიდონისით჻ წამოსრულმან჻ წაველ჻ ძებნად჻ კვლავ჻ ვიარე჻ რომე჻ არა჻ არ჻ დამირჩა჻ ჴმელთა჻ ზედა჻ ზღვათა჻ გარე჻ მაგრა჻ მისსა჻ მნახავსაცა჻ კაცსა჻ ვერას჻ შევეყარე჻ გული჻ სრულად჻ გამიშმაგდა჻ თავი჻ მჴეცთა჻ დავადარე჻

699. ვთქვი჻ თუ჻ ჩემი჻ აღარაა჻ სიარული჻ ცუდი჻ ცურვა჻ ნუთუ჻ მჴეცთა჻ სიარულმან჻ უკუმყაროს჻ გულსა჻ ურვა჻ მონათა჻ და჻ ამა჻ ასმათს჻ სიტყვა჻ უთხარ჻ შვიდი჻ თუ჻ რვა჻ ვიცი჻ რომე჻ დამირჯიხართ჻ დია჻ გმართებს჻ ჩემი჻ მდურვა჻