... (S-4499), XVII ს.

655. მოვიდეს: სადა: სამყოფლად: სახლი: დგა: მუნ: აგებული: მოვიდა: ნახვად: ყოველი: მის: ქალაქისა: კრებული: მაშინვე: დაჯდა: ნადიმად: მორჭმით: ლაღი: და: შვებული: ენა: მის: დღისა: შვებასა: ყოლე: ვერ: იტყვის: კლებული:

656. შერმადინს: უთხრა: უამბო: ყოველი: მისგან: ნახული: ანუ: ვით: ჰპოვა: იგი: ყმა: მისგანვე: მზედ: დასახული: ავთანდილს: ცრემლი: უყოფდა: უბნობდა: თვალ: დაფახული: უმისოდ: მყოფსა: სწორად: მჩანს: ჩემთვის: დარბაზი: და: ხული:

657. მუნ: ამბავი: შინაური: ყუელაკაი: მოახსენა: შენი: წასულა: არვინ: იცის: რაცა: მითხარ: აგრე: ვქენა: მას: დღე: მუნით: არ: წავიდა: ინადიმა: გაისვენა: ცისკრად: შეჯდა: გაემართა: დღე: რა: მზემან: გაათენა:

658. არცაღა: დაჯდა: ნადიმად: არცა: ქნად: კულავ: ხალვათისა: შერმადინ: მახარობელი: წავა: მისულისა: მათისა: ფიცხლად: წავიდა: სავალი: სამ: დღე: ვლო: დღისა: ათისა: მას: ლომსა: ნახვა: უხარის: მის: მზისა: მოკამათისა:

659. შესთუალა: მეფე: უკადრი: ხარმცა: მორჭუმით: და: დიდებით: ამა: საქმესა: ვიკადრებ: შიშით: კრძალვით: და: რიდობით: მის: ყმისა: ვერას: ვერ: მცნობი: უჴმობდი: თავსა: ფლიდებით: აწ: ვსცან: და: გაცნევ: ყოველსა: მოვალ: შვებით: და: მშვიდობით:

660. ფიცხლა: გაგზავნეს: მეფესა: წინაშე: შემტყობელია: სამი: წელია: ქუეყანა: ჩვენთვის: უმზეოდ: ბნელია: შესთუალეს: ყუელა: უკლებლად: რისაცა: იყო: მქნელია: უპოვნია: და: მოსულა: არ: ავი: საძებნელია:

661. როსტევან: მეფე: უკადრი: მორჭმული: შეუპოველი: შერმადინ: მოციქულობა: თუით: მოახსენა: ყოელი: ავთანდილ: მოვა: წინაშე: მის: ყმისა: ვისმე: მპოელი: მიბრძანა: ვპოვე: ღ~თისაგან: სააჯო: და: სათხოელი:

662. რა: მოისმინა: მეფემან: სიტყუები: არ: საწყინოსა: ბრძანა: თუ: ღ~თმან: კულა: მოგუცა: ჩვენ: დამართება: ლხინისა: მივეგებოთო: შესხდომა: თქუეს: ცისკრად: განათინისა: შეიტყოს: რომე: ნაქმარი: იყო: ეს: თინათინისა:

663. თინათინს: ჰკადრა: შერმადინ: ნათელსა: მას: უღამოსა: ავთანდილ: მოვა: წინაშე: გკადრებს: ამბავსა: ამოსა: იგი: მით: აკრთთობს: ელვასა: მზისაცა: უთამამოსა: მას: საბოძვარი: უბოძა: მისი: ყუელაი: დამოსა:

664. მეფე: შეჯდა: გაეგება: ყმასა: მუნით: მამავალსა: ამას: პირმზე: მეფისაგან: ივალებდა: ვითა: ვალსა: მიეგება: მოეგება: მხიარული: გულ: მჴურვალსა: დიდებულთა: ჯარისაგან: ზოგნი: გვანდეს: ვითა: მთურალსა:

665. რა: მიეახლა: გარდაჴდა: ყმა: თაყვანისსცა: მეფესა: აკოცა: როსტან: მეფემან: ნიშატთა: სიიეფესა: გულმხიარულნი: შვებულნი: მივლენ: დარბაზსა: სეფესა: მის: ყმისა: მოსულა: უხარის: ყოველთა: შემომკრეფესა:

666. ავთანდილცა: თაყუანისცა: ლომთა: ლომმან: მზეთა: მზესა: მუნ: ბროლი: და: ვარდგიშერი: გაეტურფა: სინაზესა: პირი: მისი: უნათლეა: სინათლესა: ზესთა: ზესა: სახლ: საყოფი: არა: მართებს: ცამცა: გაიდარბაზესა:

667. მას: დღე: დასხდეს: ნადიმობად: გაამრავლეს: სმა: და: ჭამა: ყმასა: მეფე: ასრე: უჭურეტს: ვითა: შვილსა: ტკბილი: მამა: მათ: ორთავე: აშვენებდა: ფიფქსა: თოვნა: ვარდსა: ნამა: უხვად: გასცეს: საბოძვარი: მარგალიტი: ვითა: დრამა:

668. სმა: გარდაჴდა: თავისთავის: გაიყარნეს: მსმელნი: შინა: დიდებულნი: არ: გაუშვნეს: ყმა: დაისვეს: ახლოს: წინა: მეფე: ჰკითხავს: იგი: ჰკადრებს: რაცა: ჭირი: დაეთმინა: მერმე: მისსა: მგზავრობასა: რა: ენახა: რა: ესმინა:

669. ყმა: ახლოს: უჯდა: მეფესა: ისმენდა: ეუბნებოდა: ბაგეთათ: გასჭვრის: ბროლ: ლალი: მათ: კბილთა: ელვა: ჰკრთებოდა: ახლოს: სხდეს: ღირსნი: ისმენდეს: შორს: ჯარი: დაიჯრებოდა: უტარიელო: ხსენება: არვისგან: იკადრებოდა:

670. მას: ვახსენებდე: ნუ: გიკუირს: თქმა: მჭირდეს: მიწყივ: ახისა: მზე: თუ: ვთქვა: მგზავსი: მისი: და: ან: მისისა: სახისა: ვინ: უნახავ: ქნის: გონება: ყოველთა: კაცთა: მნახისა: ვარდი: დამჭკნარი: ეკალთა: შუა: შორს: მყოფი: ახ: ის: ა:

671. რა: ჭირი: კაცსა: სოფელმან: დაოუთმოს: მოუთმინამან: ქაცუი: ლერწამმან: ზაფრანა: იმგზავსოს: ფერად: მინამან: ავანდილ: მისმან: მხსენებმან: ღაწვი: ცრემლითა: მინამან: წურილად: უამბო: ამბავი: მან: მისმან: მონასმინამან:

672. ქუაბნი: წაუხმან: დევთათვის: სახლად: აქვს: დევთა: სახლები: საყუარელისა: მისისა: ქალი: ჰყავს: თანა: ნაახლები: ტანს: ვეფხისა: ტყავი: აცვია: ცუდად: უც: სტავრა: ნახლები: აღარა: ნახავს: სოფელსა: ცეცხლი: სწვავს: ახალ: ახლები:

673. რა: დაასრულა: ამბავი: საქმე: მისისა: ჭირისა: ნახვა: მის: მზისა: ნათლისა: მის: თუალად: არ: დუხჭირისა: იამა: აქო: ვარდისა: ჴელი: მძლედ: დანამჭირისა: ეგე: კმა: სიმჴნე: სიმჴნე: სიმჴნისა: რადღა: ხარ: მომჴნე: ჭირისა:

674. გამხიარულდა: თინათინ: ამა: ამბვისა: სმენითა: მას: დღე: იხარებს: სუმითა: და: ჭამისა: არ: მოწყენითა: კულავ: საწოლს: დახუდა: მას: მზესა: მუნცა: სიტყუითა: ბრძენითა: მისულა: ებრძანა: იამა: თქმა: არ: ეგების: ენითა: