... (S-2829), 1688 წ.

677. რომე: აქათ: არ: წახვიდე: შენ: თუ: ამას: შემიპირო: მეცა: ფიცით: შეგაჯერებ: არასათვის: არ: გაგწირო: კვლაც: მოვიდე: შენად: ნახვად: შენთვის: მოვკვდე: შენთვის: ვირო: ღ~თსა: უნდეს: ვისთვის: ჰკვდები: მისთვის: აგრე: არ: გატირო:

678. მან: მიუგო: უცხოს: უცხო: აგრე: ვითა: შეგიყვარდი: გასაყრელად: გეძნელები: იადონსა: ვითა: ვარდი: როგორამცა: დაგივიწყე: როგორამცა: უკუმქარდი: ღ~თნ: ქნას: და: კვლავცა: გნახო: ალვა: მორჩი: განაზარდი:

679. პირი: შენი: ნახვად: ჩემად: თუ: მობრუნდეს: ტანი: ვითხოს: გული: მინდორს: არ: გაიჭრეს: არ: ირმოს: არცა: ითხოს: თუ: გიტყუო: მოგაღორო: ღ~თნ: რისხვით: გამიკითხოს: შენმა: ჭურეტა: სიახლემან: მომაქარვოს: სევდა: მითხოს:

680. ამას: ზედა: შეიფიცნეს: მოყვარენი: გულ: სადაგნი: შეუყვარდა: ერთმანერთი: სწვიდეს: მიწყივ: გულსა: დაგნი: იაგუნდნი: ქარვის: ფერნი: სიტყვა: ბრძენნი: ცნობა: შმაგნი: მას: ღამესა: ერთგან: იყვნეს: შვენიერნი: ამხანაგნი:

681. ავთანდილცა: მასვე: თანა: ტიროდა: და: ცრემლი: ღვარა: რა: გათენდა: წამოვიდა: აკოცა: და: გაეყარა: ტარიელს: თუ: ვით: ეწყინა: რა: ქმნას: ამას: ვერ: მიმხუდარა: ავთანდილცა: ჩატიროდა: შამბი: შიგან: ჩაიარა:

682. ადრე: მოვალ: არ: გაგწირავ: არას: დავზამ: შინა: ხანსა: ოღონდ: სხვაგან: არ: წავიდეს: ნურსად: არებს: იმა: ტანსა: აქათ: ორ: თვე: არ: მოვიდე: ვიქმ: საქმესა: დაუგვანსა: შეიგენით: მივცემივარ: ჭირსა: რასმე: თანისთანსა:

683. იგი: მუნით: წარმოსრული: სევდამანცა: განა: მოკლა!: პირსა: იხოჭს,: ვარდსა: აპობს,: ჴელი: მისი: გაამხოკლა;: სისხლსა,: მისგან: დადენილსა,: მჴეცმან: ყოვლმან: გაამლოკლა;: მისმან: ფიცხლად: სიარულმან: შარა: გრძელი: შეამოკლა.:

684. მუნ: მივიდა: სადა: იგი: მისნი: სპანი: დაეყარნეს: ნახეს: იცნეს: როგორაცა: მართებს: ისრე: გაეხარნეს: შერმანდისცა: ახარებდეს: ფიცხლად: თავნი: არნეს: მოვიდაო: აქამდისცა: ვისგან: წასულა: გაგვემწარნეს:

685. მიეგება: მოეხვია: ზედა: დახვდა: პირი: ყელსა: აკოცებდეს: სიხარულით: ცრემლსა: ღურიდა: ველთა: მსვრელსა: ესე: თქვა: თუ: ნეტარ: ღ~თო: ცხადით: ვსჭურეტ: თუ: ანუ: ბნელსა: მე: ვით: ღირს: ვარ: ამას: რომე: თვალნი: ჩემნი: სჭურეტდენ: მრთელსა:

686. ყმამან: მდაბლად: მოიკითხა: ზედა: დასდვა: პირი: პირსა: უბრძანა: თუ: ღ~თსა: ვმადლობ: შენ: თუ: ჭირი: არა: გჭირსა: დიდებულთა: თაყვანისცეს: აკოცებდეს: ვინცა: ღირს: ა: ზარსა: სცემდეს: უხაროდა: უფროსსა: თუნდა: მცირსა:

687. მოვიდეს: სადა: სამყოფლად: სახლი: დგა: მუნ: აგებული: მოვიდა: ნახვად: ყოველი: მის: ქალაქისა: კრებული: მაშინვე: დაჯდა: ნადიმად: მორჭმული: ლაღად: შვებული: ენა: მის: დღისა: შვებასა: ყოლა: ვერ: იტყვის: კლებული:

688. შერმადინს: უთხრა: უამბო: ყოველი: მისგან: ნახული: ანუ: ვით: პოვა: იგი: ყმა: მისგანვე: მზედ: დასახული: ავთანდილს: ცრემლი: უყოფდა: უბნობდა: თვალ: დაფახული: უმისოდ: მყოფსა: სწორად: მჩანს: ჩემთვის: დარბაზი: და: ხული:

689. შერმადინცა: შინაური: ყველაკაი: მოახსენა: შენი: წასვლა: არვინ: იცის: რაც: მიბრძანე: აგრე: ვქენა: მას: დღე: მუნით: არ: წავიდა: ინადიმა: გაისვენა: ცისკრად: შეჯდა: გაემართა: დღე: რა: მზემან: გაათენა:

690. არცაღა: დაჯდა: ნადიმად: არცა: ქნად: კვლა: ხალვათისა: ფიცხლად: წავიდა: სავალი: სამ: დღე: ვლო: დღისა: ათისა: შერმადინ: მახარობელი: წავა: მისლვისა: მათისა: მას: ლომსა: ნახვა: უხარის: მის: მზისა: მეკამათ[ისა]:

691. შესთავლა: მეფე: უკადრი: ხარმცა: მორჭმით: და: დიდებით: ამა: საქმესა: ვიკადრებ: შიშით: კრძალვით: და: რიდობით: მის: ყმისა: ვერას: ვერ: მცნობი: უჴმობდი: თავსა: ფლიდობით: აწ: ვცან: და: გაცნევ: ყოველსა: მოვალ: შვებით: და: მშვიდობით:

692. როსტევან: მეფე: უკადრი: მორჭმული: შეუპოველი: შერმადინ: მოციქულობა: თვით: მოახსენა: ყოველი: ავთანდილ: მოვა: წინაშე: მის: ყმისა: ვისმე: მპოველი”: ბრძანა: ვცან: ჩემი: ღმრთისაგან: სააჯო: და: სათხოელი:

693. თინათინს: ჰკადრა: შერმადინ: ნათელსა: მას: უღამოსა: ავთანდილ: მოვა: წინაშე: გკადრებს: ამბავსა: ამოსა: იგი: მით: აკრთთობს: ელვასა: მზისაცა: უთამამოსა: მას: საბოძვარი: უბოძა: მისი: ყველაი: დამოსა:

694. შეჯდა: მეფე: გაეგება: ყმასა: მუნით: მომავალსა: ამას: პირ: მზე: მეფისაგან: ივალებდა: ვითა: ვალსა: მიეგება: მოეგება: მხიარული: სვე: მრავალსა: დიდებულთა: ჯარისაგან: ზოგნი: ჰგვანდეს: ვითა: მთრვალსა:

695. რა: მიეახლა: გარდაჴდა: ყმა: თაყვანისცა: მეფესა: აკოცა: როსტან: მეფემან: ნიშატთა: საიაეფესა: გულ: მხიარულნი: შვებულნი: მივლენ: დარბაზსა: სეფესა: მის: ყმისა: მოსლვა: უხარის: ყოველსა: მუნ: მკრეფესა:

696. თინათინსაც: თაყვანისცა: ლომთა: ლომმან: მზეთა: მზესა: მუნ: ბროლი: და: ლალ: გიშერი: გაეტურფა: სინაზესა: პირი: მისი: უნათლეა: მას: ვარსკვლავთა: ზენა: ზესა: ქუეყნად: ყოფნა: არა: მართებს: ცამცა: გაიდარბაზესა: