... (W-17), XVII ს.

662. ავთანდილ უთხრა მე შენი გაყრა არ მამეთმინების თუ გაგეყრები თვალთაგან ცრემლიცა დამედინების მართალსა გითხრობ ამისა კადრება ნუ გეწყინების შენ ვისთვის ჰკუდები მაგითა მას არა არ ელხინების

663. რა აქიმი დასნეულდეს რაზომ გინდა საქებარი მან სხვა უჴმოს მკურნალი და მაჯასაცა შემტყვებარი მან უამბოს რაცა სჭირდეს სენი ცეცხლთა მომდებარი სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი

664. რაცა გითხრა მამისმინე ბრძენი გეტყუი არა ხელი ასი გმართებს გაგონება არ გეყოფის არ ერთხელი კარგად ვერას ვერ მოავლენს კაცი ეგრე გულფიცხელი აწ მე მინდა ნახვა მისი ვისგან დამწუავს ცეცხლი ცხელი

665. იგი ვნახო სიყუარული მისი ჩემთვის დავამტკიცო მოვახსენო რაცა მეცნას მეტი საქმე არა მიცო შენ გენუკავ შემაჯერო ღ~თი იღ~თო ცაცა იცო ერთმანერთი არ გავწიროთ მაფიცო და შემომფიცო

666. რომე აქათ არ წახვიდე შენ თუ ამას შემეპირო მეცა ფიცით შეგაჯერებ არასათვის არ გაგწირო კულავ მოვიდე შენად ნახვად შენთვის მოვკვდე შენთვის ვირო ღ~თსა უნდეს ვისთვის ჰკვდები მისთუის აგრე არ გატირო

667. მან მიუგოუცხოს უცხო აგრე ვითა შეგიყვარდი გასაყრელად გეძნელები იადონსა ვითა ვარდი როგორამცა დაგივიწყე რაგვარამცა უკუმქარდი ღ~თნ ქნას და კვლაცა გნახო ალვა მორჩი განაზარდი

668. პირი შენი ნახვად ჩემად თუ მობრუნდეს [............] გული მინდორს არ გაიჭრეს არ ირმოს[................] თუ გიტყუო მოგაღორო ღმერთმან რის[...............] შენმან ჭურეტამ სიახლემან[ ..................................]

669. ამაზედა შეიფიცნეს მოყუარენი[.............................] იაგუნდნი ქარვის ფერნი სიტყვა[...........................] შეუყვარდა ერთმანერთი[ .......................................] მას ღამესა ერთგან იყვნეს შ[...................................]

ავთანდილისაგან არაბეთსავე მო[..........................]

670. ავთანდილცა მას ღამესა [...................] რა გათენდა წამოვიდა აკოცა[ ........................] ტარიელსა გაყრა მისი ვითა[................................] მოყმე შეჯდა მოსწრაფებით[........................................]

671. ავთანდილს ასმათ ჩამოჰყვა ზენარით ეუბნებოდა მუჴლთა უყრიდა ტიროდა თითითა ეხვეწებოდა ადრე მოსულასა ვედრებდა მართ ვითა ია ჭკნებოდა მან უთხრა დაო უთქვენოდ სხვა რამცა მეგონებოდა

672. ადრე მოვალ არ დავდგები არას დავზამ შინა ხანსა ოდენ სხვაგან არ წავიდეს ნუ სად არებს იმა ტანსა აქათ ორ თვე არ მოვიდე ვიქმ საქმესა დაუგვანსა [.................] მივცემივარ ჭირსა რასმე თანისთანსა

673. [........] წარმოსრული სევდამანცა განა მოკლა [............................ ]აპობს ჴელი მისი გაამხოკლა [....................... ]მჴეცი ყოვლი გაამლოკლა [.....................].მან შარა გრძელი შიამოკლა

674. [..................... ]სპანი დაეყარნეს [.................] მართებს ეგრე გაეხარნეს [................................]თავნი მისკენ არნეს [........................] ლხინი გაგვემწარნეს

675. [.........................] პირი ჴელსა [.............................]ღურიდა ველთა მსვრელსა [...................... ]ცხადსა ვხედავ ანუ ბნელსა [......... ]თვალნი ჩემნი ჭურეტდენ მრთელსა

676. ყმამან მდაბლად მოიკითხა ზედა დასდვა პირი პირსა უბრძანა თუ ღ~თსა ვმადლობ შენ თუ ჭირი არა გჭირსა დიდებულთა თაყვანისცეს აკოცებდეს ვინცა ღირს ა ზარსა სცემდეს უხაროდა უფროსსა თუნდა მცირსა

677. მოვიდეს სადა სამყოფლად სახლი დგა მუნ აგებული მოვიდა ნახვად ყოველი მის ქალაქისა კრებული მაშინვე დაჯდა ნადიმად მორჭმით ლაღი შუებული ენა მის დღისა შვებასა ყოვლ ვერ იტყუის კლებული

678. შერმადინს უთხრა უამბო ყოველი მისგან ნახული ანუ ვით ჰპოვა იგი ყმა მისგანვე მზედ დასახული ავთანდილს ცრემლი უყოფდა უბნობდა თვალ დაფახული უმისოდ მყოფსა სწორად მიჩნს ჩემთვის დარბაზი და ხული

679. შერმადინცა შინაური ყველაკაი მოახსენა მას დღე მუნით არ წავიდა ინადიმა გაისვენა შენი წასულა არვინ იცის რაცა მითხარ აგრე ვქენა ცისკრად შეჯდა გაემართა დღე რა მზემან გაათენა

680. არცაღა დაჯდა ნადიმად არცაღა კულა ხალვათისა შერმადინ მახარობელი წავა მისულისა მათისა ფიცხლად წავიდა სავალი სამ დღე ვლო[ .................] მას ლომსა[.....................................................................]