... (H-461), XVIII ს.

661. ფრიდონ჻ ნახნა჻ საჭურჭლენი჻ და჻ ბეჭედნი჻ მისნი჻ დასხნა჻ თუით჻ ორნივე჻ ბიძის჻ ძენი჻ დაპყრობილნი჻ წამოასხნა჻ მისთა჻ ნაცვლად჻ სისხლნი჻ მათნი჻ მოღვარნა჻ და჻ ველთა჻ ასხნა჻ ჩემი჻ თქუეს჻ თუ჻ ღმერთსა჻ მადლი჻ ვინ჻ ალვისა჻ ხენი჻ ასხნა჻

662. მივედით჻ მოქალაქეთა჻ ზარი჻ ჩნდა჻ რომე჻ ზმიდიან჻ აჯათა჻ მქნელნი჻ მჭურეტელისა჻ გულსა჻ მით჻ დააბმიდიან჻ მე჻ და჻ ნურადინს჻ ყველანი჻ ქებასა჻ შეგვასხმიდიან჻ იტყოდენ჻ მკლავთა჻ თქვენთაგან჻ ჯერთ჻ მათნი჻ სისხლნი჻ მიდიან჻

663. იგინი჻ ფრიდონს჻ მეფედ჻ და჻ მიხჴობდეს჻ მეფეთმეფობით჻ თვით჻ მათთა჻ თავსა჻ მონად჻ და჻ წინაშე჻ ჩემსა჻ სეფობით჻ შეწყენით჻ ვიყავ჻ ვერ჻ მპოვეს჻ ვეროდეს჻ ვარდის჻ მკრეფობით჻ ჩემი჻ ვერ჻ ეცნათ჻ ამბავი჻ მუნ჻ იყო჻ არ჻ იეფობით჻

ფრიდონისაგან ნესტან დარეჯანის ამბვის მბობა ტარიელთან჻

664. დღესა჻ ერთსა჻ მე჻ და჻ ფრიდონ჻ ნადირობას჻ გამოვედით჻ ზღუასა჻ ზედა჻ წაწურვილსა჻ ქედსა჻ რასმე჻ გარდავდეგით჻ ეგრე჻ მითხრა჻ გითხრობ჻ რასმე჻ შეწყენილი჻ ცხენსა჻ ვსხედით჻ ერთი჻ რამე჻ საკუირველი჻ მე჻ ვნახეო჻ ამა჻ ქედით჻

665. მე჻ ვჰკითხევდი჻ ფრიდონ჻ მეტყვის჻ მართ჻ ამბავსა჻ ესოდენსა჻ დღე჻ ერთ჻ მწადდა჻ ნადირობა჻ მე჻ ვჯე჻ ამა჻ ჩემსა჻ ცხენსა჻ ზღვასა჻ შიგან჻ იხუსა჻ ჰგვანდა჻ ჴმელთა჻ ზედა჻ შავარდენსა აქა჻ ვდეგ჻ და჻ თუალს჻ უგებდი჻ ქორსა჻ იქით჻ განაფრენსა჻

666. იქით჻ აქათ჻ გარდვიხედი჻ წავსდგომოდი჻ ამა჻ გორსა჻ ზღვასა჻ შიგან჻ ცოტა჻ რამე჻ დავინახე჻ თუცა჻ შორსა჻ ეგრე჻ ფიცხლად჻ სიარული჻ არას჻ ძალუც჻ მისსა჻ სწორსა჻ ვერად჻ მეცნა჻ გავეკვირვე჻ გონებასა჻ ამად჻ ორსა჻

667. ვთქვი჻ რა჻ არის჻ რას჻ ვამსგავსო჻ მფრინველია჻ ანუ჻ მჴეცი჻ ნავი჻ იყო჻ არ჻ ეფარა჻ სამოსელი჻ მრავალკეცი჻ წინა჻ კაცნი჻ მოზიდვიდეს჻ თვალი჻ ამად჻ დავაცეცი჻ მთუარე჻ უჯდა჻ კიდობანსა჻ ცა჻ მეშვიდე჻ მასცა჻ ვეცი჻

668. ამოძურეს჻ ორნი჻ მონანი჻ შავნი჻ მართ჻ ვითა჻ ფისანი჻ ქალი჻ გარდმოსვეს჻ სისხონი჻ ვნახენ჻ მისისა჻ თმისანი჻ მას჻ რომე჻ ელვა჻ კრთებოდა჻ ფერნიმცა჻ გვანდეს჻ რისანი჻ მან჻ გაანათლა჻ სამყარო჻ გაცუდდეს჻ შუქნი჻ მზისანი჻

669. სიხარულმან჻ ამაჩქარა჻ ამათრთოლა჻ დაცამლეწა჻ იგი჻ ვარდი჻ შემიყვარდა჻ რომე჻ თოვლსა჻ ეახეწა჻ დავაპირე჻ შეტევება჻ ვთქვი჻ წავიდე჻ მათკენ჻ მე჻ წა჻ ჩემსა჻ შავსა჻ სულიერი჻ რამცა჻ ვითა჻ გარდეხვეწა჻

670. ცხენი჻ გავქუსლე჻ იქმოდის჻ შამბი჻ ჴმასა჻ და჻ ხრიალსა჻ ვეღარ჻ მივესწარ჻ გამესწრნეს჻ რაზომცა჻ ვსცემდი჻ ტიალსა჻ ზღვის჻ პირსა჻ მიველ჻ შევხედენ჻ ჩნდა჻ ოდენ჻ მზისა჻ ტიალსა჻ გამშორვებოდეს჻ წამსლუოდეს჻ ამისთვის჻ დავეწვი჻ ალსა჻

671. ესე჻ მესმა჻ ფრიდონისგან჻ მამემატა჻ ცეცხლთა჻ სიცხე჻ ცხენისაგან჻ გარდავიჭერ჻ თავი჻ სრულად჻ გავიკიცხე჻ ღაწუთა჻ ჩემთა჻ დანადენი჻ მე჻ ჩემივე჻ სისხლი჻ ვიცხე჻ თუხარ჻ მამკალ჻ უჩემოსა჻ ენახოსცა჻ ვისცა჻ ის჻ ხე჻

672. ესე჻ ჩემგან჻ გაუკვირდა჻ ფრიდონს჻ ჩემი჻ ეუცხოა჻ მაგრა჻ მეტად჻ შევებრალე჻ ტირილითა჻ მესათნოვა჻ თვალთათ჻ ვითა჻ მარგალიტი჻ ცრემლი჻ ცხელი჻ გარდმოსთოა჻ ვითა჻ შვილი჻ დამადუმა჻ მემუდარა჻ შემეპოა჻

673. ვაგლახ჻ მეო჻ რა჻ გიამბე჻ ფათერაკად჻ მცდარმან჻ შმაგად჻ მოვახსენე჻ ნურა჻ გაგვა჻ ნუ჻ ინაღული჻ მაგას჻ მაგად჻ იგი჻ მთუარე჻ ჩემი჻ იყო჻ მით჻ მედების჻ ცეცხლი჻ მდაგად჻ აწ჻ გიამბობ჻ რადგან჻ თავი჻ გინდა჻ ჩემად჻ ამხანაგად჻

674. ფრიდონს჻ უთხარ჻ ყველაკაი჻ ჩემი჻ თავსა჻ გარდასრული჻ მან჻ ინაღულა჻ რად჻ ვიტყოდი჻ მოცთომილი჻ გაბასრული჻ შენ჻ მაღალი჻ ჰინდოთ჻ მეფე჻ ჩემსა჻ რადმე჻ ხარ჻ მოსრული჻ საჴელმწიფო჻ საჯდომი჻ და჻ ტახტი჻ გმართებს჻ სრაცა჻ სრული჻

675. კვლავაცა჻ მითხრა჻ ვისცა჻ ღმერთი჻ ალვის჻ მორჩსა჻ ტანად჻ უხებს჻ მას჻ ლახვარსა჻ მოაშორვებს჻ თუცა჻ პირველ჻ გულსა჻ უხებს჻ იგი჻ მოგვცემს჻ წყალობასა჻ მისსა჻ ზეცით჻ მოგვიქუხებს჻ ჭირსა჻ ლხინად჻ შეგიცვალებს჻ არა჻ ოდეს჻ შეგვაწუხებს჻

676. წამოვედით჻ ნატირებნი჻ სრას჻ დავსხედით჻ თავისწინა჻ ფრიდონს჻ უთხარ჻ ჩემი჻ შემწე჻ შენგან჻ კიდევ჻ არავინა჻ ვითა჻ ღმერთმან჻ შენი჻ მგზავსი჻ სოფლად჻ არა჻ მოავლინა჻ მაშა჻ რადგან჻ შეგემეცნე჻ ამის჻ მეტი჻ რად჻ რა჻ მინა჻

677. არ჻ ავი჻ გესვა჻ მოყვარე჻ თუ჻ ჟამი჻ მქონდეს჻ ჟამისად჻ ენა჻ გონება჻ მაჴმარე჻ გამოსარჩევლად჻ ამისად჻ რა჻ მოვაგვარო჻ რა჻ მიჯობს჻ სალხენლად჻ ჩემად჻ და჻ მისად჻ თუ჻ ვერას჻ ვარგებ჻ ვიქმნები჻ ვერდამყოვნელი჻ წამისად჻

678. მან჻ მითხრა჻ ბედი჻ ღმრთისაგან჻ ამასღა჻ მიჯობს჻ რომელი჻ მოსრულხარ჻ ჩემად჻ წყალობად჻ მეფე჻ ჰინდოეთს჻ მჯდომელი჻ მემცა჻ რად჻ ვიყავ჻ ღირსებად჻ მადლისა჻ გარდამხდომელი჻ ერთი჻ ვარ჻ მონა჻ მონებად჻ წინაშე჻ თქვენსა჻ მდგომელი჻

679. ესე჻ ქალაქი჻ გზა჻ არის჻ ნავთა჻ ყოველგნით჻ მავალთა჻ შემომკრეფელი჻ ამბავთა჻ უცხოთა჻ რადმე჻ მრავალთა჻ აქა჻ მოგუხუდების჻ წამალი჻ შენ჻ რომე჻ ცეცხლი჻ გწვავს჻ ალთა჻ ნუთუ჻ ქნას჻ ღმერთმან჻ გარდაჴდა჻ მაგ჻ შენთა჻ ჭირთა჻ და჻ ვალთა჻