ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

783. მოიუბნეს ვაზირმან ქნა ჭამა სმანი მათნი ფერნი჻ უმასპინძლა ძღვენი უძღვნა შვენიერსა შვენიერნი჻ მისნი მყოლნი ავეავსნა მოყმენი თუნდა ბერნი჻ გაიყარნეს ყმა წავიდა სახლად ჩადგეს მზისა წვერნი჻

784. შეკრა წითელი ასი ათასი პირად მზემან და ტანად სარომან჻ სამასი თავი სტავრა ატლასი უხვმან და მიუმხვდარომან჻ სამოცი თვალი ლალ იაგუნდი ფერად მათმან საურაომან჻ კაცი გაგზავნა ვეზირისასა ესე ყველაი მისთვის არო მან჻

785. შესთვალა თუ რაცა გმართებს ვით მოგცე და ვით გაქონო჻ ვალთა შენთა გარდასახდელი რა ნაცვალი მოვიგონო჻ თუღა დავრჩე შენთვის მოვჰკვდე თავი ჩემი დაგამონო჻ სიყვარული სიყვარულსა შეგიცალო შეგიწონო჻

786. მე ვითა ვთქვა უებრობა სიკეთე და ქება მისი჻ კაცი იყო საქმისაცა შესაფერი შესატყვისი჻ ასრე უნდა სამსახური გავიდოდეს ვისცა ვისი჻ ოდეს კაცსა დაეჭიროს მაშინ უნდა ძმა და თვისი჻

შერმადინის საუბარი ავთანდილისაგან ოდეს გაიპარა჻

787. შერმადინს ეტყვის უბრძანებს პირ მზე ნათელთა მფენელი჻ ესე დღე არის იმედი ჩემის გულისა მლხენელი჻ შენგან თავისა შენისა საჩემოდ გამომჩენელი჻ მქებრად ამბისა მათისა ხამს მკითხავი და მსმენელი჻

788. იტყვის როსტან არ გამიშვა არცა სიტყვა მამისმინა჻ მან არ იცის რათ ვინა და სულდგმულია ვისგან ვინა჻ უმისომცა ნუ ცოცხალ ვარ ნუცა გარე ნუცა შინა჻ რამცა საქმე უსამართლო ღ~თნ ვისმცა შეარჩინა჻

789. თუცა მისი არ გაწირვა ჩემგან მტკიცობს არ სათუობს჻ ყოვლი ცრუ და მოღალატე ღ~თსა გმობს და აგრე ცრუობს჻ გული მისი უნახავი ტირს და სულთქუამს ვაებს უშობს჻ ლხინსა არას არ იახლებს კრთების კუშტობს ვაშობს ქშობს჻

790. სამი არის მოყურისაგან მოყურობისა გამოჩენა჻ პირველ ნდომა სიახლისა სიშორისა ვერ მოთმენა჻ მიცემა და არას შური ჩუქებისა არ მოწყენა჻ გავლენა და მოჴმარება მისად რგებად ველთა რბენა჻

791. რადღა ვაგრძელებ სიტყვასა ჟამია შემოკლებისა჻ აწ გაპარვაა წამალი ამა გულისა ხლებისა჻ რასაცა გვედრებ ისმენდი ვიდრე დრო გქონდეს ხლებისა჻ შენ გაამაგრე დაჭირვა ჩემისა ნასწავლებისა჻

792. აწ მეფეთა სამსახურად პირველ თავი დაამზადე჻ სიკეთე და უკლებრობა შენი ერთობ გააცხადე჻ სახლი ჩემი შეინახე სპათა ჩემთა ეთავადე჻ სამსახური აქამდისი კულავ გავლენა გააკვლადე჻

793. მტერთა ჩემთა ენაპირე ძალი ნუმცა მოგაკლდების჻ ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს ორგულნიმცა შენთვის კვდების჻ შემოვიქცე შენი ჩემგან ვალი კარგად გარდიხდების჻ პატრონისა სამსახური არაოდეს არ წახდების჻

794. ესე ესმა ცრემლი ცხელი შერმადინსა თვალთა სდინდი჻ მოახსენა მარტოობით ჭირსა რადმცა შეუშინდი჻ მაგრა რა ვქნა უშენომან დამეცემის გულსა ბინდი჻ წამიტანე სამსახურად მოგეჴმარვი რაცა გინდი჻

795. ვის ასმია მარტოსაგან ღარიბობა ეგზომ დიდი჻ ვის ასმია პატრონისა ჭირსა შიგან ყმისა რიდი჻ დაკარგულსა გიგონებდე რა ვიქნები აქა ფლიდი჻ ყმამან უთხრა ვერ წაგიტან რაზომსაცა ცრემლსა ღვრიდი჻

796. შენგან ჩემი სიყვარული ვითამც არა დამეჯერა჻ მაგრა საქმე არ მოჴდების ჟამი ასრე დამემტერა჻ ვის მივანდო სახლი ჩემი შენგან კიდე ვინც ეფერა჻ გული დადევ დაიჯერე ვერ წაგიტან ვერა ვერა჻

797. თუ მიჯნური ვარ ერთი ვარ ხელი მინდორთა მე რებად჻ არ მარტო უნდა გაჭრილი სისხლსა სისხლითა ღვარებად჻ გაჭრა ჴელია მიჯნურთა რად სცალს თავისა ბერებად჻ ასრეა ესე სოფელი შესჯერდი კულა შეჯერებად჻

798. რა მოგშორდე მახსენებდი სიყვარული ჩემი გქონდეს჻ არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა თავი მონად მამიმონდეს჻ ჴამს მამაცი გაგულოვნდეს ჭირსა შიგან არ დაღონდეს჻ მძულს რომ კაცსა სააუგო საქმე არა არ შესწონდეს჻

799. მე იგი ვარ ვინ სოფელსა არა მოვკრეფ კიტრსა ბერად჻ ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად჻ ჩემსა მზესა დავეთხოვე გაუშვივარ დავდგე მე რად჻ მას თუ დავთმობ სახლსა ჩემსა ვეღარ დავთმობ ვისა მე რად჻

800. აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ როსტანს წინა დაწერილსა჻ შენ შეგვედრებ დაგიჭიროს ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა჻ მოვკვდე თავსა ნუ მოიკლავ სატანისგან ნუ იქ ბნელსა჻ ამაზედა იტირებდი დაიდებდი თვალთა მილსა჻

ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე ოდეს გაიპარა჻