ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

704. რა დაასრულა ამბავი საქმე მისისა ჭირისა჻ ნახვა მის მზისა ნათლისა მის თვალდ არ დუხჭირისა჻ უამა ქება ვარდისა ჴელი მძლედ დანაჭირისა჻ ეგე კმა სიმჴნე სიმხნისა რადგან ხარ მამხვე ჭირისა჻

705. გამხიარულდა თინათინ ამა ამბისა სმენითა჻ მას დღე იხარებს სმითა და ჭამისა არ მოწყენითა჻ კულავ საწოლს დახვდა მას მზესა მუნცა სიტყვისა ბრძენითა჻ მისვლა ებრძანა იამა თქმა არ ეგების ენითა჻

706. ყმა წავიდა მხიარული ლმობიერი არ გამწყრალი჻ ლომი მინდორს ლომთა თანა მინდორს რული ფერ ნამკრთალი჻ ყმა სოფლისა ხასიათი ჯავარი და სრული წყალი჻ მაგრამ ჰქონდა გულისათვის გული გულსა განაცვალი჻

707. მზე უკადრი ტახტსა ზედა ზის მორჭმული არ ნადევრი჻ წყლად ეფრატსა უხვად ერწყო ედემს რგული ალვა მჭევრი჻ ბროლ ბალახშსა აშვენებდა თმა გიშერი წარბი ტევრი჻ მე ვინ ვაქებ ათინს ბრძენსა ჴამს აქებდეს ენა ბევრი჻

708. ყმა მხიარული წინაშე დასვა სკამითა მისითა჻ სხენან სავსენი ლხინითა ორთავე შესატყვისითა჻ უბნობდენ ლაღნი წყლიანნი არა სიტყვითა მქისითა჻ უთხრა პოვეა პატიჟნი მაგრა ძებნითა ვისითა჻

709. კადრა რა კაცსა სოფელმან მისცეს წადილი გულისა჻ ხსოვნა არა ჴამს ჭირისა ვით დღისა გარდასრულისა჻ ვპოვე ხე ტანი ალვისა სოფლისა წყალთა რწყულისა჻ მუნ პირი მზგავსი ვარდისა მაგრა აწ ფერ ნაკრულისა჻

710. მუნ სარო მსგავსი ვარდისა ვნახე მისჭირდა მინები჻ იტყვის დავკარგე ბროლი და სადა რთავს ბროლსა მინები჻ მით ვიწვი რადგან ჩემებრვე ცეცხლი სწვავს მოუთმინები჻ მერმე კულავ კადრა ამბავი მან მისგან მონასმინები჻

711. სიარულსა მისგან ძებნად სრულ პატიჟთა მოსთვლის ჭირსა჻ მერმე კადრა საწადლისა ღ~თმან პოვნა ვით აღირსა჻ საწუთრო და სოფელს ყოფა კაცი უჩნსო ვით ნადირსა჻ ოდენ ხელი მხეცთა თანა იარების მინდორს ტირსა჻

712. ნუ მკითხავ ქება რა გკადრო ჩემგან ვით გაგეგონების჻ მისსა მნახავსა ნახული აღარა მოეწონების჻ თვალნი მჭვრეტელი ვით მზისა ციაგსა დაეღონების჻ ვარდი და ქნილა ზაფრანად აწ ია შეიკონების჻

713. წვრილად კადრა რა იცოდა რა ნახული რა ნასმენად჻ ვითა ვეფხსა წავარნა და ქვაბი აქუსო სახლად მენად჻ ქალი ახლავს სასურველად სულთა დგმად და ჭირთა თმენად჻ ვაი სოფელმან სოფელს მყოფი ყოვლი დასვა ცრემლთა დენად჻

714. ქალსა რა ესმა ამბავი მიხვდა წადილი ნებისა჻ განათლდა პირი მთვარისა ვით ნათლად ნავანებისა჻ იტყვის რა უთხრა პასუხი მას სათნებლისა თნებისა჻ რაა წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა჻

715. ყმა ეტყვის ვის აქვს მინდობა კაცისა მამცქაფავისა჻ მან ჩემთვის დაწვა თავისი დადვა არ დასაწვავისა჻ დრო დამიც ჩემგან მისულისა მითქვამს დადება თავისა჻ მზე შემიფიცავს თავისა ჩემგან მზედ სახედავისა჻

716. ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად჻ გული მისცეს გულისათვის სიყვარული გზად და ხიდად჻ კულავ მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად჻ აჰა მაქვსმცა უმისოსა ლხინი არმად თავი ფლიდად჻

717. მზე ეტყვის მამხვდა ყოველი ჩემი წადილი გულისა჻ პირველ შენ მოხველ მშვიდობით მპოვნელი დაკარგულისა჻ მერმე ზრდა სიყვარულისა გაქვს ჩემგან დანერგულისა჻ ვპოვე წამალი გულისა აქამდის დადაგულისა჻

718. საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხვდების჻ ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების჻ აქამდის ჭირი ჩემზედა აწ ესე ლხინად უხდების჻ რადგან შვება აქვს სოფელსა თვით რად ვინ შეუწუხდების჻

719. შენ არ გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა ფიცისა჻ ხამს გასრულება მოყურისა სიყვარულისა მტკიცისა჻ ძებნა წამლისა მისისა ცოდნა ხამს უიიცისა჻ ჩემი თქვი რა ვქმნა ბნელ ქმნილმან მზე მამეფაროს მე ცისა჻

720. ყმამან კადრა სიახლითა შევრთე ჭირი შვიდსა მე რვა჻ ცუდი არის დამზრალისა გასათბობლად წყლისა ბერვა჻ ცუდი არის სიყვარული ქვეით კოცნა მზისა წვერსა჻ თუ გიახლო ერთხელ ვაი და რა მოგშორდე ათასჯერ ვა჻

721. ვაი თუ გავიჭრა გაჭრილსა სადა გლახ დამწვავს სამალი჻ გული ძეს საგნად ისრისა მესვრის საკრავად სამალი჻ დრო სიცოცხლისა ჩემისა დღისითღა ჩანს ნაასამალი჻ ფარვა მწადს მაგრა გარდახდა ჟამი პატიჟთა სამალი჻

722. მესმა თქვენი ნაუბარი გავიგონე რაცა ბრძანე჻ ვარდსა ქაცვი მოაპოვებს ეკალთამცა რად ვეფხანე჻ მაგრა მზეო თავი მზესა ჩემთვის სრულად დააგვანე჻ სიცოცხლისა საიმედო ნიშანი რა წამატანე჻

723. ყმა ტკბილი და ტკბილ ქართული სიკეთისა ჴელის მჴდელი჻ მზესა ასრე ეუბნების ვით გაზრდილსა ამო მზრდელი჻ ქალმან მისცა მარგალიტი სრულ ქმნა მისი საწადელი჻ ღ~თნ ქნა და გაუსრულდეს ლხინი ესე აწინდელი჻