ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

ამბავი ავთანდილის არაბეთს შექცევისა ტარიელ ამბის ცნობა჻

685. იგი მუნით წამოსრული სევდამანცა განა მოკლა჻ პირსა იხოჭს ვარდსა აპობს ჴელი მისი გაამხოკლა჻ სისხლსა მისგან დადენილსა მჴეცი ყოვლმან გაამლოკლა჻ მისმან ფიცხლად სიარულმან შარა გრძელი შეამოკლა჻

686. მუნ მივიდა სადა იგი მისნი სპანი დაეყარნეს჻ ნახეს იცნეს რაგვარაცა მართებს ისრე გაეხარნეს჻ შერმანდისცა ახარებდეს ფიცხლად კაცთა თავნი არნეს჻ მოვიდაო აქანმდისი ვისგან წასულა გაგვემწარნეს჻

687. გაეგება მოეხვია ზედან დახვდა პირი ჴელსა჻ აკოცებდეს სიხარულით ცრემლთა მღვ რელი ველთა მსვრელსა჻ ესე თქვა თუ ნეტარ ღ~თო ცხადსა ვხედავ ანუ ბნელსა჻ მე ვით ღირს ვარ ამას რომე თვალნი ჩემნი გჭვრეტდენ მრთელსა჻

688. ყმამან მდაბლად მოიკითხა ზედან დასდვა პირი პირსა჻ უბრძანა თუ ღ~თსა ვმადლობ შენ თუ ჭირი არა გჭირსა჻ დიდებულთა თაყვანისცეს აკოცებდეს ვინცა ღირსა჻ ზარსა სცემდეს უხაროდა უფროსა თუ უნდა მცირსა჻

689. მოვიდეს სადა სამყოფლად სახლი დგა მუნ აგებული჻ მოვიდა ნახვად ყოველი მის ქალაქისა კრებული჻ მაშინვე დაჯდა ნადიმად მორჭმული ლაღი შვებული჻ ენა მის დღისა შვებასა ყოლა ვერ იტყვის კლებული჻

690. შერმადინს უთხრა უამბო ყოველი მისგან ნახული჻ ანუ ვით პოა იგი ყმა მისგანვე მზედ დასახული჻ ავთანდილს ცრემლი უყოფდა უბნობდა თვალ დაფახული჻ უმისოდ მყოფსა სწორად მიჩნს ჩემთვის დარბაზი და ხული჻

691. მუნ ამბავი შინაური ყველაკაი მოახსენა჻ შენი წასვლა არვინ იცის რაცა მითხარ აგრე ვქენა჻ მას დღე მუნით არ წავიდა ინადიმა გაისვენა჻ ცისკრად შეჯდა გაემართა დღე რა მზემან გაათენა჻

692. არცაღა დაჯდა ნადიმად არცაღა კვლავ ხალვათისა჻ შერმადინ მახარობელი წავა მისლვისა მათისა჻ ფიცხლად წავიდა სავალი სამ დღე ვლო დღისა ათისა჻ მას ლომსა ნახვა უხარის მის მზისა მოკამათისა჻

693. შესთავლა მეფე უკადრი ხარმცა მორჭმით და დიდობით჻ ამა საქმესა ვიკადრებ შიშით კრძალვით და რიდობით჻ მის ყმისა ვერას ვერ მცნობი უჴმობდი თავსა ფლიდობით჻ აწ ვსცან და გაცნევ ყუელასა მოვალ შვებით და მშვიდობით჻

694. როსტევან მეფე უკადრი მორჭმული შეუპოველი჻ შერმადინ მოციქულობა თვით მოახსენა ყოველი჻ ავთანდილ მოვა წინაშე მის ყმისა ვისმე მპოელი჻ ბრძანა ვსცან ჩემი ღ~თისაგან სააჯო და სათხოელი჻

695. თინათინს კადრა შერმადინ ნათელსა მას უღამოსა჻ ავთანდილ მოვა წინაშე გკადრებს ამბავსა ამოსა჻ იგი მით აკრთთობს ელვასა მზისაცა უთამამოსა჻ მას საბოძვარი უბოძა მისი ყველაი დამოსა჻

696. მეფე შეჯდა გაეგება ყმასა მუნით მომავალსა჻ ამას პირ მზე მეფისაგან ივალებდა დიდსა ვალსა჻ მიეგება მოეგება მხიარული გულ მხურვალსა჻ დიდებულთა ჯარისაგან ზოგნი გვანდა ვითა მთრვალსა჻

697. რა მიიახლა გარდახდა ყმამ თაყუანისცა მეფესა჻ აკოცა როსტენ მიმხვდარმან ნიშატთა სიიეფესა჻ გულ მხიარულნი შვებულნი მივლენ დარბაზსა სეფესა჻ მის ყმისა მოსლვა უხარის ყოველსა მუნ მეკრეფესა჻

698. მას ავთანდილ თაყუანისცა ლომთა ლომმან მზეთა მზესა჻ მუნ ბროლი და ვარდ გიშერი გაეტურფა სინაზესა჻ პირი მისი უნათლეა სინათლისა ზესთა ზესა჻ სახლ სამყოფი არა მართებს ცამცა გაიდარბაზესა჻

699. მას დღე დასხდეს ნადიმობად გაამრავლეს სმა და ჭამა჻ ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს ვითა შვილსა ტკბილი მამა჻ მათ ორთავე აშვენებდა ფიფქსა თოვნა ვარდსა ნამა჻ უხვად გასცეს საბოძვარი მარგალიტი ვითა დრამა჻

700. სმა გარდაჴდა თავის თავის გაიყარნეს მსმელნი შინა჻ დიდებულნი არ გაუშვეს ყმა დაისვეს ახლოს წინა჻ მეფე კითხავს იგი კადრებს რაცა ჭირი დაეთმინა჻ მერმე მისსაუცნობოსა რა ენახა რა ესმინა჻

701. მას ვახსენებდე ნუ გიკვირს თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა჻ მზე თუ ვსთქვა მგზავსი მისი და ანუ მისისა სახისა჻ ვინ უნახავ ქმნის გონება ყოველთა კაცთა მნახისა჻ ვარდი დამჭკნარი ეკალსა შუა შორს მყოფი ახისა჻

702. რა ჭირი კაცსა სოფელმან მოუთმოს მოუთმინამან჻ ქაცვი ლერწამმან ზაფრანა იმზგავსოს ფერად მინამან჻ ავანდილ მისმან მხსენებმან ღაწვი ცრემლითა მინამან჻ წვრილად უამბო ამბავი მან მისმან მონასმინამან჻

703. ქვაბნი ომითა წაუხმან სახლად აქვს დევთა სახლები჻ საყვარელისა მისისა ქალი ჰყავს თვით ნაახლები჻ ვეფხისა ტყავი აცვია ცუდად უჩნს სტავრა ნახლები჻ აღარა ნახავს სოფელსა ცეცხლი სწვავს ახალ ახლები჻