ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

858. ყმა დაჭმუნდა ვითამც რამე კრეს ლახვარი გულსა შუა჻ ქალსა ეტყვის აჰა დაო ეგეთიმცა კაცი ნუა჻ იგი ფიცი ვით გატეხა არ ვეცრუე ვით მეცრუა ჻ ვერ იქმოდა რად მიქადა თუ მიქადა რად მიტყუა჻

859. თუ უმისოდ სოფელს ყოფა რადგან ჭირად არ მიღირდა჻ რად დავიწყდი რად მივსცილდი რად ვერ გაძლო რა მისჭირდა჻ მან გატეხა ზენარისა რად შემართა ვით გაპირდა჻ მაგრა ავის ბედისაგან ჩემი რამცა გამიკვირდა჻

860. კვლავ ქალი ეტყვის მართლა ხარ მაგისა დამძიმებასა჻ მაგრა რა გაბრჭო მართალი ნუ მეჭუ რასაცა თნებასა჻ არ გული უნდა ფიცის და პირისა გასრულებასა჻ იგი უგულო მოელის მართ დღეთა შემოკლებასა჻

861. გული ცნობა და გონება ერთმანერთზედან ჰკიდიან჻ რა გული წავა იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან჻ უგულო კაცი ვერ კაცობს კაცთაგან განაკიდიან჻ შენ არ გინახავნ არ იცი მას რომე ცეცხლნი სწვიდიან჻

862. შენ უმართლე ხარ ემდურვი შენ გაეყარე ძმობილსა჻ მაგრა ვით ითქმის ვით გახდა ვითა გიამბობ ცნობილსა჻ ენა დაშვრების გაცვდების გულსა შეელმის ლმობილსა჻ ამას მით ვაზრობ მინახავს მე უბედურსა შობილსა჻

863. ჯერთ მისი მზგავსი სასჯელი არცა ვის ამბად სმენია჻ თუ არა კაცთა სასჯელი ქვათაცა შენაძრწენია჻ დიჯლადცა კმარის მას რომე თვალთაგან ცრემლი სდენია჻ თვით რაცა ბრძანოთ მართალ ხართ სხვა სხვისა ომსა ბრძენია჻

864. მას წამავალსა ვკითხევდი დამწვარსა ცეცხლ მოდებულსა჻ მოვიდეს რა ქნას ავთანდილ მისსა დამვედრე დობულსა჻ მიბრძანა მოღმა მნახვიდეს მე მისთვის გაცუდებულს჻ ამათ არ დავყრი არეთა არ გავსტეხ მის ქადებულსა჻

865. მას ზენაარსა არ გაუტეხ მას ფიცსა არ ვერცუები჻ მად პაემნამდის მოვიცდი რაზომცა გამდის რუები჻ თუ მკუდარი მნახოს დამმარხოს თქუას ვაგლახი და უები჻ ცოცხალი დავხვდე უკვირდეს სიცოცხლე არს სათუები჻

866. ჩემთვის გარდახდა მას აქათ გაყრა მზისა და ქედისა჻ ოდენ მოდენა ცრემლისა მჭირს ველთა მოსალბედისა჻ მსჯის გამრავლება ჴელქმნისა სულთქმისა ზედა ზედისა჻ დავვიწყებივარ სიკუდილსა ნახე ნაქმარი ბედისა჻

867. ესე აარაკი მართალი ჩინს ქუა ზედა სწერია჻ ვინ მოყუარესა არ ეძებს იგი თავისა მტერია჻ აწ ზაფრანია ვის წინა ვერ ვარდი გვანდის ვერ ია჻ თუღა მონახავ მონახე ქენ რაცა შენი ფერია჻

868. ყმამან უთხრა უმართლე ხარ არ მამართლო მდურვად მისად჻ მაგრა გაბჭევ რა მიქნია სამსახური ტყვესა ტყვისად჻ გამოჭრილ ვარ სახლით ჩემით ვით ირემი ძებნად წყლისად჻ მას ვეძებ და მას ვიგონებ ვიარები ველთა ვლისად჻

869. ბროლ სადაფნი მარგალიტსა ლალის ფერსა სცვენ და ბურვენ჻ მას მოვშორდი ვერ ვიახელ ვერ ვისურვენ ვერ ვასურვენ჻ გამოპარვით წამოსვლითა ღ~თისა სწორნი მოვიმდურვენ჻ ნაცვლად მათთა წყალობათა მათნი გულნი შევაურვენ჻

870. პატრონი ჩემი გამზრდელი ღ~თსაგან დიდად ცხოველი჻ მშობლური ტკბილი მოწყალე ცა წყალობისა მთოველი჻ მას უორგულე წამოველ მართ დავივიწყე ყოველი჻ მისი შემცოდე ღ~თისაგან კარგსა არაღას მოველი჻

871. ესე ყველაი ასრე მჭირს დაო ბედითა მისითა჻ არ უტყუვე და მოვსულვარ მგზავრი ღამით და დღისითა჻ აწ იგი სადმე წასულა ვიწვი ცეცხლითა ვისითა჻ ცუდ მაშურალი და მტირალი ქვე ვზი პირითა მქისითა჻

872. დაო მეტსა საუბარსა აღარ მამცემს ჟამი და დრო჻ არ ვინანი გარდასრულსა ბრძენთა სიტყვა გავაადრო჻ წავალ ვძებე ანუ ვპოვებ ან სიკვდილი მოვიადრო჻ თვარამ ბედი აზომ თურმე მიკვეთს ღ~თსა რაღა ვჰკადრო჻

873. ამის მეტი აღარა თქვა ატირდა და წამოვიდა჻ ქვაბი ჩავლო წყალსა გახდა შამბი გავლო ველს გავიდა჻ ქარი ველთა მონაქროლი ლალის ფერსა ვარდსა ზრვიდა჻ რად მიმეცო ამა ჭირსა ბედსა ამას უზრახვიდა჻

874. იტყვის ღ~თო რა შეგცოდე შენ უფალსა არსთა მხედსა჻ რად გამყარე მოყვარეთა რად შემასწარ ამა ბედსა჻ ერთი ორთა მგონებელი ვარ საქმესა წარსაწყმედსა჻ მოვკვდე თავი არ მეწყალვის სისხლი ჩემი ჩემსა ქედსა჻

875. ბრძენი ვინ ბრძენი რა ბრძენი ჴელი ვითა იქს ბრძნობასა჻ ეგ საუბარი მაშინ ხამს თუცაღა ვიყო ცნობასა჻ ვარდი ვერ არის უმზეოდ იყოს დაიწყებს ჭკნობასა჻ მაწყენ დამეხსენ არა მცალს არცაღა ვახლავ ცნობასა჻

876. კულავ ეუბნების ავთანდილ სიტყვითა მრავალ ფერითა჻ ეტყვის რამ მოკვდე გერგების სიტყჳთა რა ოჴერითა჻ ნუ იქ არა სჯობს საქმითა ნუ ხარ თავისა მტერითა჻ ვერ წაიყუანა ვერა ქნა სიტყვითა ვერა ვერითა჻

877. მერმე უთხრა აჰა რადგან არ მომისმენ არას არა჻ არას გაწყენს ენა ჩემი აქამდისცა ცუდად მცდარა჻ თუ სიკუდილი გიჯობს მოკვე ვარდი დაჭკნეს დაცამჭკნარა჻ ერთსა რასმე გიაჯები მიყავ ცრემლი ამდუღარა჻