ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

743. ყმა გარდასვა მასპინძელმან არ ღაფალმან ავმან უქმან჻ ფერხთა ქვეშე ხატაურსა უფენენ და მიწად უქმან჻ ყმამან სახლი განანათლნა ვით სამყარო მზისა შუქმან჻ თქვეს სურნელი სული ვარდთა დღეს მოგუბერნა ქვენამ ბუქმან჻

744. დაჯდა მისთა შემხედველთა გული მათი მართლად ხელეს჻ მისთა მჭვრეტთა მისთვის ბნედა თავისათვის ასახელეს჻ სულთქმა ბევრი აათასეს აღარა თუ აერთხელეს჻ გაყრა ბრძანეს გაიყარნეს ჯალაბობა გაათხელეს჻

745. რა ჯალაბი გაიყარა ყმა ვეზირსა ეუბნების჻ ეტყვის შენი დამალული დარბაზს არა არ იქნების჻ რაცა გწადდეს საურავი მეფე იქს და შენ გეთნების჻ გაიგონე ჭირი ჩემნი მკურნე რაცა მეკურნების჻

746. მის ყმისა ცეცხლი მედების წვა მჭირს მისისა მწველისა჻ მკლავს სურვილი და ვერ ნახვა ჩემისა სასურველისა჻ მას ჩემთვის სულნი არ შურდეს შეზღვა ხამს შეუზღველისა჻ ჴამს სიყვარული მოყვრისა უხვისა უშურველისა჻

747. მისი ნახვა გულსა ჩემსა ვითა ბადე დაებადა჻ მუნვე დარჩა დათმობაცა მასთანავე დაება და჻ რადგან დასწვავს მუახლეთა ღ~თსა მზედცა დაებადა჻ მერმე ასმათ ჩემთვის დისა უფრო დადცა დაებადა჻

748. ოდეს წამოველ შევფიცე ფიცითა საშინელითა჻ კვლავ მოვალ გნახავ პირითა არ მტერთა საწუნელითა჻ შენსა მე ვეძებ ნათელსა შენ ხარ გულითა ხელითა჻ ჟამია ჩემგან წასვლისა ვიწვი ცეცხლითა ცხელითა჻

749. ყოველსავე მართლად გითხრობ არ სიტყვასა საკვეხელსა჻ მიმელის და ვერ მისულვარ ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა჻ ვერ გაუტეხ ზენაარსა ვერ გავსწირავ ხელი ხელსა჻ რამცა სადა გაუმარჯვდა კაცთა ფიცთა გამტეხელსა჻

750. რაცა გითხრა ჩემაგიერ როსტანს კადრე მიედ სრასა჻ თავმან მისმან ფიცით გეტყვი შენ ვაზირსა ოსტასრასა჻ არ შემიპყრობს არ დავდგები თუ შემიპყრობს მაქნევს რასა჻ მიშველე რა გული ცეცხლმან არ დამიჭრას არა სრასა჻

751. კადრე ვინ გაქოს ყოველმან პირმა არ მეუმზრახემან჻ ვითა ვიშიშვი გაცნობოს ღ~თნ ნათელთა სახემან჻ მაგრა მან ყმამან ცეცხლითა დამწვა ალვისა სახემან჻ გული წამსავე წამიღო ვერათ ვერ შევინახე მან჻

752. აწ მეფეო უმისობა ჩემგნ ყოლა არ ეგების჻ გული მას აქვს გულოვანსა აქა ჴელი რა მეჴდების჻ თუ რას ვარგებ პირველ ხოლმე თვით სახელი თქვენ მოგხვდების჻ ვერას ვარგებ გულსა დავდებ ჩემი ფიცი არ გატყდების჻

753. წასლვა ჩემი გულსა თქვენსა არ ეწყინოს არ დაჭმუნდეს჻ თავსა ჩემსა გაგებული იქნას ღ~თსა რაცა უნდეს჻ მანვე ქნას და გაგიმარჯვდეს თქვენი თქვენკე დაგიბრუნდეს჻ არ მოვბრუნდე თქვენმცა სუფევთ მტერი თქვენნი დაძაბუნდეს჻

754. კულავ პირ მზე ეტყვის ვეზირსა მე სიტყვა შევამცირეო჻ წა ესე კადრე მეფესა შევინვიდოდეს ვირეო჻ მიაჯე ამოდ გაშვება და თავი გაიგმირეო჻ ასი ათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო჻

755. ვეზირმან უთხრა სიცილით ქრთამი შენ გქონდეს შენია჻ შენგან კმა ჩემად წყალობად რომე გზა გაგიჩენია჻ მაგას რა ვკადრებ მეფესა რაცა აწ თქვენგან მსმენია჻ ვიცი უცილოდ ამავსებს შოება რა საწყენია჻

756. თავმან მისმან მუნვე მამკლავს ვეჭვ წამიცა არ წამეაროს჻ შენი ოქრო შენვე დაგრჩეს მე გლახ მიწა მესამაროს჻ მამკალ კაცსა სიცოცხლისა სწორად რაცა მოეხმაროს჻ არ ითქმის და ვერცა ვიტყვი რა გინდა ვინ მისაგმაროს჻

757. გზა არ წავა თავსა წინა სიცოცხლე გლახ ვით სთქვიო჻ ამიკლებს და ანუ მამკლავს ეგე სიტყვა ვითა სთქვიო჻ რად არ მუნვე გაიგონე რად ხარ შმაგი აგრეთიო჻ სჯობს სიცოცხლე აკლებასა ამას თავსა აწვე ვწვრთიო჻

758. თუ მეფეცა გაგიშვებდეს თვით ლაშქარნი რად დაღორდენ჻ რად გაგიშვან რად დაღორდენ ანუ მზესა რად მოშორდენ჻ შენ წახვიდე მტერნი ჩვენნი დაგვთამამდენ გაგვისწორდენ჻ ეგე ასრე არ იქნების ვითა ჩიტნი არ გაქორდენ჻

759. ყმა ატირდა ცრემლით უთხრა ხამს თუ დანა გულსა ვიცი჻ ჰე ვაზირო შეგეტყობის სიყვარული არ თურ იცი჻ ანუ სხვაცა არ გინახავს მოყვრობა და არცა ფიცი჻ თუ გინახავს უმისოსა ჩემი ლხინი ვითა მტკიცი჻

760. მზე დაბრუნდა არ ვიცოდი მზესა რამცა დააბრუნვებს჻ აწ უშველოთ გვიჯობს იგი ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს჻ ჩემი ჩემებრ არვინ იცის რა მამწარებს რა მატკბუნვებს჻ ცუდსა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს჻

761. მეფე ანუ მისნი სპანი ნეტარ ჴელსა რასა მხდიან჻ აწ ვითამცა გაუწყვეტლად უცნობოსა ცრემლი მდიან჻ სჯობს წავიდე არ გავტეხნე კაცსა ფიცნი გამოსცდიან჻ ჭირნი მისგან უნახავნი კაცსა ვისმებ გამოსცდიან჻

762. აწ ვაზირო მაგა პირსა გული კრული ვით მოგთმინდეს჻ რკინა ჩემი მონაცვალე ჴამს გაცვილდეს არ გატინდეს჻ ვერ გარდვიხდი თვალთა მისთა ჯეონიცა თვალთა მდინდეს჻ მომეხმარე ნუთუ ჩემგან მოხმარება შენცა გინდეს჻