ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

821. მისცა ანდერძი შერმადინს რა გაათავა წერითა჻ უთხრა კადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა჻ შენ დაგამეტებს ვერავინ მსახურებითა ვერითა჻ მოეხვია და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა჻

ლოცვა ავთანდილისაგან მიზგითას გაპარვა჻

822. ილოცავს იტყვის მაღალო ღ~თო ჴმელთა და ცათაო჻ ზოგჯერ მამცემო პატიჟთა ზოგჯერ კეთილთა მზათაო჻ უცნაურო და უთქმელო უფალო უფლებათაო჻ მომეც დათმობა სურვილთა მფლობელო გულის თქმათაო჻

823. ღ~თო ღ~თო გეაჯები რომელი ჰფლობ ქვენათ ზესა჻ შენ დაბადე მიჯნურობა შენ აწესებ მისსა წესსა჻ მე სოფელმან მამაშორვა უკეთესსა ჩემსსა მზესა჻ ნუ ამოფხვრი სიყვარულსა მისსა ჩემთვის დანათესსა჻

824. ღ~თო ღ~თო მოწყალეო არვინ მივის შენგან კიდე჻ შენგან ვითხოვ შეწევნასა რაზომსაცა გზასა ვლიდე჻ მტერთა ძლევა ზღვათა ღელვა ღამით მავნე გამარიდე჻ თუღა დავრჩე გმსახურებდე შენდა მსხვერპლსა შევსწირდე჻

825. რა ილოცა ცხენსა შეჯდა მალვით კარნი გაიარნა჻ შერმადინცა დააბრუნა თუცა ვამნი ადიადნა჻ მონა ტირს და მკერდსა იცემს საბრალომან ცრემლი ღვარნა჻ პატრონისა ვერა მჭვრეტმან ყმამან რამცა გაიხარნა჻

826. აწ ამბავი სხვა დავიწყო ყმასა წავყვე წამავალსა჻ არ შეექნა დარბაზობა მას დღეს როსტანს გულ გამწყრალსა჻ რა გათენდა ქუში ადგა გავს თუ ადენს პირით ალსა჻ ჴმობა ბრძანა ვეზირისა მიიყვანდეს შიშით მკრძალსა჻

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვით წასვლა჻

827. რა ვაზირი მოწიწებით დარბაზს ნახა შემოსრული჻ როსტან უთხრა არა მახსონს გუშინდელი შენგან ქნილი჻ მაწყინე და გამარისხე ვერ დავიღე დიდხანს სული჻ აზომ რომე გაგათხოვე შენ ვაზირი გულის გული჻

828. თუ რად მახსოვს რად უნდოდა ისრე ავად რად გაგჴადე჻ მართლად უთქუამს მეცნიერთა წყენააო ჭირთა ბადე჻ ესე გვარსა ნუ ოდეს იქ საქმე ხოლე გაიცადე჻ აწ მითხარ თუ რას იტყოდი თქვი და სიტყვა გააკვლადე჻

829. კვლავ მოახსენა ვეზირმან სიტყვა ნაგუშინდელევი჻ რა გაიგონა შესთვალა პასუხი არ ნაგრძელევი჻ შენ თუ უშმაგო მგონიხარ ვარმცა ურია მე ლევი჻ კვლავ მაგის მეტად ნუ მასმენ თვარე მე სულად გელევი჻

830. რა გამოვიდა ვაზირმან ძებნა ვერ პოვა მინანი჻ მართ გაპარვასა უთხრობდეს მონანი ცრემლთა მდინანი჻ მან თქვა მე დარბაზს ვერ შევალ მახსოვან დღენი წინანი჻ ვინცაღა კადრებს მან კადროს რაცა ვთქვი მასცა ვინანი჻

831. რა ვეზირი არ შევიდა კულავ მეფემან კაცი გზავნის჻ კაცმან ცნის და გარეთ დადგის წასვლა ვერვინ გაამჟღავნის჻ როსტანს ეჭვიი შეუვიდა ჭმუნვა ამით გაათავნის჻ თქუა უცილოდ გაიპარა ვინ მარტომან ასთა ავნის჻

832. თავ დადრეკით იგონებდა გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი჻ უში ქნა და აიხედნა უბრძანებდა მონას მიდი჻ მოვიდეს და აწ მიამბოს შემოვიდეს იგი ფლიდი჻ რა ვეზირი შემობრუნდა ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი჻

833. კვლავ შევა დარბაზს ვეზირი დაღრეჯით არ მხიარულად჻ მეფემან კითხა წასრულა მზე დაუდგრომლად მთვარულად჻ მან მოახსენა ყუელაი ვით წასრულიყო ფარულად჻ მზე აღარ მზეობს ჩვეთანა დარი არ დარობს დარულად჻

834. რა მეფემან მოისმინა დაიზახნა მეტის მეტნი჻ მოსთქვამს იტყვის ვაი გაზრდილო ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი჻ პირსა ხოჭით წვერსა გლეჯით გააკვირნა მისნი მჭვრეტნი ჻ სად წახველ და სად დაკარგენ სინათლენი ეგე სვეტნი჻

835. თუ თავი შენი შენ გახლავს ღარიბად არ იხსენები჻ მაგრა მე რა ვქნა გაზრდილო აწ სახლად მართებს სენები჻ გამაღარიბე დამაგდე გულსა გლახ ვისთვის ენები჻ შენად შეყრამდის პატიჟთა ჩემთა ვერ იტყჳს ენები჻

836. ოდეს გნახამ მხიარულსა ნადირობით შემოსრულსა჻ ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა ტანსა მჭევრსა ჯავარ სრულსა჻ ვეღარ ვისმენ ჴმასა შენსა სასმენელად მე მასულსა჻ აწ უშენოდ რა გლახ უყო საჯდომსა და სრასა სრულსა჻

837. ვიცი არ მოგკლავს შიმშილი რაზომცა დია ირები჻ შენ შენი მშვილდი დაგარჩენს შენთა ისართა პირები჻ ნუთუ კვლავ ღთ~ნ წყალობით გაგიადვილოს ჭირები჻ მაგრა თუ მოვკვდე გაზრდილო ვისგანღა დავიტირები჻

838. ზარი გაისმა შემოკრბა ჯარი მრავალი კაცისა჻ დარბაზს ხასთაგან ჯარია ჴელითა წვერთა ტაცისა჻ იგლეჯს და იცემს ყუელაი ჴმა ისმის თავსა ტკაცისა჻ თქვეს ბნელი გვმართებს დღე კრულთა რადგან მზე მიგვიდრკა ცისა჻