ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

897. ქედსა გარდავდეგ ლომ ვეფხი მოვიდეს ერთგან რებულნი჻ სახედ ვამზგავსე მიჯნურთა ცეცხლნი დამევსნეს დებულნი჻ შეიყარნეს და შეიბნეს იბრძოდეს გამწარებულნი჻ ლომი სდევს ვეფხი მიურბის იყვნეს არ ჩემგან ქებულნი჻

898. პირველ ამოდ ილაღობეს მერმე მედგრად წაიკიდნეს჻ თვითო ტოტი ერთმანეთსა კრეს სიკვდილსა არ დარიდნეს჻ გამორიდა ვეფხმან გული დედათამცა გამორიდნეს჻ ლომი მედგრად გაეკიდა იგი ვერვინ დაამშვიდნეს჻

899. ლომსა დაუგმე ნაქმარი ვარქვი არა ხარ ცნობასა჻ შენ საყუარელსა რად აწყენ ფუ მაგა მამაცობასა჻ ჴმალ გამოწვდილი გაუხე მივეც ლახვართა სობასა჻ [.........................................................................................]

900. [...........................................................................................]჻ იტყვის ჩემო ვით ვეგები მე უშენოდ სულთა მდგმელი჻ შენ არ გახლავ ჩემი ჩემთვის სიცოცხლია სანანელი჻ გითხრამცა ვით რა მჭირს რა ცეცხლი მწვავს როგორ ძნელი჻

901. ვარდი ამას ვით იაზრებს მზე მოშორდეს არ დავჭკნეო჻ ანუ ჩვენ გლახ რა გვერგების რა ჩასვენდეს გორსა მზეო჻ გულო გიჯობს გაუმაგრდე თავი სრულად გააკლდეო჻ ნუთუ მოგხვდეს ნახვა მისი სულთა სრულად ნუ დალეო჻

902. სული დაიღეს დადუმდეს ორთავე ცეცხლი სდებოდა჻ ასმათი შეყუა შევიდა მათებრვე ცეცხლი გზნებოდა჻ დაუგო ტყავი ვეფხისა რომე კვლავ მიწყივ გებოდა჻ ორნივე დასხდეს უბნობდეს რაცა მათ იამებოდა჻

903. მწვადი შეწვეს შეიქმნა პურობა მგზავსი ჟამისა჻ მუნ უპურობა პურობა არს სიდიადე ჯამისა჻ მას შეეხვეწნეს ჭამეო ძალი არ ქონდა ჭამისა჻ დაცოხნის ლუკმა გასტყორცის წონა ძლივ ჩანთქის დრამისა჻

904. ამოა რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს჻ მან გაუგონოს რაცა თქუას არ ცუდად წაუჴდებოდეს჻ ცოტად ეგრეცა დაგვავსებს ცეცხლი რაზომცა ზდებოდეს჻ დიდი ლხინია ჭირთა თქმა თუ კაცსა მოუხდებოდეს჻

905. მას ღამესა ერთგან იყვნეს იგი ლომნი იგი გმირნი჻ იუბნეს და გააცხადეს თავისთავის მათნი ჭირნი჻ რა გათენდა კულავ დაიწყეს საუბარნი სიტყვა ხშირნი჻ ერთმანეთსა გაუგონეს ფიცი პირველ დანაპირნი჻

906. ტარიელ ეტყვის რად უნდა სიტყვისა თქმა მრავალისა჻ რაცა შენ ჩემთვის გიქნია ღ~თია მზღველი ვალისა჻ კმა ზენაარი ზენარად არ ნაქმარია მთვრალისა჻ არ დავიწყება მოყვრობა მოყურისა წამავალისა჻

907. აწ შემიწყალე ნუ დამწვავ კვლავ წვითა უცხელესითა჻ მე რომე ცეცხლი მედების არ ნაგზებია კვესითა჻ ვერ დამშრეტ შენცა დაიწვი სოფლისა ქნისა წესითა჻ წადი დაბრუნდი შეიქეც მუნითვე შენი მზე სითა჻

908. ვინ დამბადა განკურნება ჩემი უჩანს მასცა ძნელად჻ ვისცა გესმის გაიგონეთ მით გაჭრილვარ ჴელი ველად჻ რაცა მართებს გონიერთა ერთხელ ვიყავ მეცა მქნელად჻ აწ ნობათი ხელობისა მამხვდომია მით ვარ ხელად჻

909. ავთანდილ ეტყვის რა გითხრა პასუხი მაგა თქმულისა჻ შენვე სთქვი ეგე სიტყვაო კაცისა ბრძნად სწავლულისა჻ ღ~თსამცა ვით არ შეეძლო კვლავ განკურნება წყლულისა჻ იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულ დათესულისა჻

910. ღ~თსამცა ესე რად ექმნა ეგეთნი დაებადენით჻ აღარ შეგყარნა გაგყარნა ხელი გქმნა ცრემლთა დადენით჻ სდევს ფათერაკი მიჯნურსა გასჭვრიტეთ გაიცადენით჻ თქვენ ერთმანერთი არ მოგხვდეს მე სულნი ამომჴადენით჻

911. ნეტარ მამაცი სხვა რაა არ გასძლოს რაცა ჭირია჻ ჭირსა გადრეკა რად უნდა რა სასაუბრო პირია჻ ნუ გეშის ღ~თი უხვია თუცა სოფელი ძვირია჻ რაცა მიწვრთიხარ იწვართე გკადრო უწვრთელი ვირია჻

912. თუ რა გესმის გაიგონე ესე კმაა სწავლა სწავლად჻ ჩემსა მზესა დავეთხოვე თქვენს წინაშე წამოსავლად჻ მოვახსენე რადგან ჩემი შეუქმნია გული ავლად჻ არას ვარგებ არ დავდგები სხვა ვიუბნა რაღა მრავლად჻

913. მან მიბრძანა მადლიერ ვარ კარგად ხარ და მამაცურად჻ შენგან მისსა გავლენასა მე დავიჩენ სამსახურად჻ მისის კითხვით წამოსრულვარ არ მთვრალ ვარ და არ მახმურად჻ აწ შევიქცე რა უამბო რად მოხველო ჯაბან ჴდლურად჻

914. მაგ საუბარსა ესე სჯობს ისმინე ჩემი თხრობილი჻ მქნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყოს ცნობილი჻ ვერას ვერ შეიქს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭკნობილი჻ შენ ვერას ირგებ მე მარგებ ძმა ძმისა უნდა ძმობილი჻

915. სადაცა გწადდეს მუნ იყავ მითვე წესითა მაგითა჻ გწადდეს გულითა ბრძენითა გწადდეს ცნობითა შმაგითა჻ მაგა ქცევითა ტურფითა ანაგებითა ნაგითა჻ ოდენ გამაგრდი არ მოჰკუდე არ დასდნე ცეცხლთა დაგითა჻

916. ამის მეტსა არას გნუკავ წელიწადსა ერთსა მგზეფსა჻ აქავ ქვაბსა მამნახვიდი მე ამბავსაა ყოვლგნით მკრეფსა჻ ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ დროსა ამას ვარდ იეფსა჻ ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს მართ ვითამცა ძაღლი ჰეფსა჻