ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

665. უშენოსა ნუმცა ვნახავთ ნუ პატრონსა ნუ უფალსა჻ ნუთუ ღ~თნ არ გაგვყარნეს ცხენთა თქუენთა ნატერფალსა჻ თქვენ გიჭვრეტდეთ საჭვრეტელსა შვენიერსა სატურფალსა჻ თურე ბედი მოაღაფლებს კაცსა ეზომ არ ღაფალსა჻

666. ვეღარ გავგზავნენ სიტყვანი მესმნეს მონათა ჩემთანი჻ მაგრა დავყარენ არენი მე კაცრიელთა თემთანი჻ სახლად სამყოფნი მიმაჩნდის თხათა და მათ ირემთანი჻ გავიჭერ სრულად დავტკეპნე ქუე მინდორნი და ზე მთანი჻

667. ესე ქუაბნი უკაცურნი ვპოვენ დევთა შეეკაფნეს჻ შემოვები ამოვწყვიტენ ყოლა ვერას ვერ მეხაფნეს჻ მათ მონანი დამიხოცეს ჯაჭუნი ავად მოექაფნეს჻ საწუთრომან დამაღრიჯნა ცქაფნი უფრო კვლა მეცქაფნეს჻

668. დევთა ყვირილი ზახილი ზე ცამდის აიწეოდა჻ მათითა ლახტის ცემითა ქვეყანა შეირყეოდა჻ მზე დააბნელეს მტვერითა ალვის შტო შეირხეოდა჻ ასი ერთ კერძო მამიჴდეს დავფრიწე დაიხეოდა჻

669. აჰა ძმაო მაშინდიდგან აქა ვარ და აქა ვკვდები჻ ხელი მინდორს გავიჭრები ზოგჯერ ვტირ და ზოგჯერ ვბნდები჻ ესე ქალი არ დამაგდებს არს მისთვისვე ცეცხლ ნადები჻ ჩემად ღონედ სიკუდილისა მეტსა არას არ ვეცდები჻

670. რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს჻ ამად მიყუარს ტყავი მისი ჩემთვის კაბად მამინახავს჻ ესე ქალი შემიკერავს ზოგჯერ სულთქვამს ზოგჯერ ახავს჻ რადგან თავი ვერ მამიკლავს ჴრმალი ცუდად მომიმახავს჻

671. მისსა ვერ იტყვის ქებასა ყოველი ბრძენთა ენები჻ მას დაკარგულსა ვიგონებ მე სიცოცხლისა მხსენები჻ მას აქათ ვახლავ ნადირთა თავსა მათებრვე მჴსენები჻ სხვად არას ვიაჯ ღ~თისაგან ვარ სიკვდილისა მქენები჻

672. პირსა იცა გაიხეთქა ღაწვი ვარდი აახეწა჻ ლალი ქარვად გარდაიქცა ბროლი სრულად დაილეწა჻ ავთანდილსცა ცრემლი წასდის წამწამთაგან ერთსახე წა჻ მერმე ქალმან დაადუმა მუხლ მოყრილი შეეხვეწა჻

673. ტარიელ უთხრა ავთანდილს ასმათის დადუმებულმან჻ შენ ყველაკაი გაამე მე ვერას ვერ ამებულმან჻ გიამბე ჩემი ამბავი სიცოცხლე გაარმებულმან჻ აწ წადი ნახე შენი მზე ნახვისა მოჟამებულმან჻

674. ავთანდილ უთხრა მე შენი გაყრა არ მამეთმინების჻ თუ გაგეყრები თვალთაგან ცრემლიცა დამედინების჻ მართალსა გითხრობ ამისი კადრება ნუ გეწყინების჻ შენ ვისთვის კვდები მაგითა მას არა არ ელხინების჻

675. რა აქიმი დასნეულდეს რაზომ გაინდა საქებარი჻ მან სხვა უჴმოს მკურნალი და და მაჯისა შემტყუებარი჻ მან უამბოს რაცა სჭირდეს სენი ცეცხლთა მამდებარი჻ სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი჻

676. რაცა გითხრა მომისმინე ბრძენი გეტყვი არა ხელი჻ ასი გმართებს გაგონება არ გეყოფის არ ერთხელი჻ კარგად ვერას ვერ მოავლენს კაცი აგრე გულ ფიცხელი჻ აწ მე მინდა ნახვა მისი ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი჻

677. იგი ვნახო სიყვარული მისი ჩემთვის დავამტკიცო჻ მოვახსენო რაცა მეცნას მეტი საქმე არა მიცო჻ შენ გენუკვი შემაჯერო ღ~თი იღთო ცაცა იცო჻ ერთმანერთი არ გავსწიროთ მაფიცო და შემომფიცო჻

678. რომე აქათ არ წახვიდე შენ თუ ამას შემიპირო჻ მეცა ფიცით შეგაჯერებ არასათვის არ გაგწირო჻ კულავ მოვიდე შენად ნახვად შენთვის მოვკვდე შენთვის ვირო჻ ღ~თსა უნდეს ვისთვის ჰკვდები მისთვის აგრე არ გატირო჻

679. მან მიუგო უცხოს უცხო ეგრე ვითა შეგიყვარდი჻ გასაყრელად გეძნელები იადონსა ვითა ვარდი჻ რაგვარამცა დაგივიწყე რაგვარამცა უკუმქარდი჻ ღ~თნ ქნას და კვლაცა გნახო ალვა მორჩი განაზარდი჻

680. პირი შენი ნახვად ჩემად თუ მობრუნდეს ტანი ითხოს჻ გული მინდორს არ გაიჭრას არ ირმოს არცა ითხოს჻ თუ გიტყუო მოგაღორო ღ~თნ რისხვით გამიკითხოს჻ შენმა ჭვრეტა სიახლემან მამაქარვოს სევდა მითხოს჻

681. ამას ზედან შეიფიცნეს მოყვარენი გულ სადაგნი჻ იაგუნდნი ქარვის ფერნი სიტყუა ბრძენნი ცნობა შმაგნი჻ შეუყვარდა ერთმანერთი სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი჻ მას ღამესა ერდგან იყვნენ შვენიერნი ამხანაგნი჻

682. ავთანდილცა მასვე თანა ტიროდა და ცრემლი ღვარა჻ რა გათენდა წამოვიდა აკოცა და გაეყარა჻ ტარიელს თუ ვით ეწყინა რა ქნას ამას ვერ მიმხუდარა჻ ავთანდილცა ჩატიროდა შამბი შიგან ჩაიარა჻

683. ავთანდილს ასმათ ჩამოყვა ზენარით ეუბნებოდა჻ მუჴლთა უყრიდა ტიროდა თითითა ეხვეწებოდა჻ ადრე მოსლვასა ვედრებდა მართ ვითა ია ჭნებოდა჻ მან უთხრა დაო უთქვენოდ სხვა რამცა მეგონებოდა჻

684. ადრე მოვალ არ გაგწირავ არას დავზამ შინა ხანსა჻ ოდენ სხვაგან არ წავიდეს ნურსად არებს იმა ტანსა჻ აქათ ორ თვე არ მოვიდე ვიქმ საქმესა დაუგვანსა჻ შეიგენით მივცემივარ ჭირსა რასმე თანისთანსა჻