ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

763. არ გამიშვებს გავიპარვი წავალ მათგან შეუგებლად჻ ვით მენუკევს ეგრე დავრთო გული ცეცხლთა მოსადებლად჻ ვიცი ჩემთვის არას გიზამს თუ არ უნდი გასაძებლად჻ თქვი რა გინდა წაგეკიდოს თავი დადევ საწამებლად჻

764. ვაზირმან თქვა შენი ცეცხლი მეცა ცეცხლად მამედების჻ ვეღარ უჭვრეტ ცრემლთა შენთა სოფელიცა გაქარდების჻ ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა ზოგჯერ თქმითაც დაშავდების჻ ვიტყვი მოვკვდე არა მგამა ჩემი მზეცა შენ მოგხვდების჻

765. რა ვეზირმან ესე უთხრა ადგა დარბას გაემართა჻ მეფე დახვდა შეკაზმული პირი მზეებრ ეწაღმართა჻ შეუშინდა საწყენლისა მოხსენება ვერ შემართა჻ დაყრით დგა და იგონებდა არ საქმეთა საომართა჻

766. მეფემან ნახა ვაზირი დაღრეჯით დაყმუნვებული჻ უბრძანა რა გჭირს რა იცი რად მოხვე შეჭირვებული჻ მან კადრა არა არ ვიცი მართ ვარ თავისა ვებული჻ მართალ ხართ მამკლათ რა გესმას ამბავი ჩემგან ცნებული჻

767. ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა არცა მატს და არცა სდიდობს჻ მეშინიან თუცა შიშსა მოციქული ვერ დარიდობს჻ აწ ავთანდილ გეთხოვების მოაჯეობს არ წამკიდობს჻ უმის ყმისოდ სოფელსა და საწუთროსა მისთვის ფლიდობს჻

768. რაცა იცოდა ყუელაი კადრა მოშიშრად ენითა჻ კვლავ მოახსენა რამცა სცნა სიტყვითა ესოდენითა჻ თუ რაგავარ მყოფი მინახავს თუ რაგვარ ცრემლთა დენითა჻ მართალ ხართ ჩემთვის რისხვანი თუმცა იანაზდენითა჻

769. რა მეფემან მოისმინა გაგულისდა გაუცნობდა჻ ფერი კრთა და გასაშიშრდა შემხედველთა შეაშთობდა჻ შეუზახნა რასთვის შმაგობ მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა჻ ავსა კაცსა ურჩევნია ავსამცა რას ადრე სცნობდა჻

770. ვითამც რამე სიხარული საქმე მითხარ ვითა ღადრად჻ მაგის მეტი რა ვინ მიყოს თუ არ მამკლას მუხთლად ღადრად჻ შმაგო ენა ვით იხმარე აწ მაგისად ჩემად კადრად჻ აგრე შმაგი არ ვაზირა არად ვარგხარ არცა სხვად რად჻

771. ჴამსცა კაცმან პატრონისა საწყინარსა არ დარიდნეს჻ ოდენ სიტყვა უმეცრული უმეცრულად დაიყბედნეს჻ მე მაგისად მოსმენამდის რად არ ყურნი შემებეჭდნეს჻ შენ თუ მოგკლა სისხლნი ჩემი[.....................................]

772. კულავ უბრძანა თუცა მისგან აწ არ იყავ მოგზავნილი჻ თავმან ჩემმან აწვე მოგკვეთ არად უნდა ამას ცილი჻ წა უკუდეგ ავი შმაგი უმეცარი შლეგი წბილი჻ შაბაშ სიტყვა შაბაშ კაცი შაბაშ საქმე მისგან ქნილი჻

773. დადრკა სკამნი შემოსტყორცა კრა კედელსა შეალეწნა჻ დააცთუნვა მაგრა მისთვის აალმასნა არ აძეწნა჻ ვით მიამბე წასლვა მისი ვინ ალვისა მორჩი ხე წნა჻ ვეზირისა ცრემლმან ცხელმან ღაწვნი თეთრნი აახეწნა჻

774. ვეზირმან გლახ გამორიდნა მართ ვეღარას ვერ იძრწინვებს჻ გამოძრწა და გამომელდა გულსა წყლულსა მოიმტკივნებს჻ შეის ხასობს გაის ქუშობს ენა ასრე მოაყივნებს჻ მტერი მტერსა ვერას ავნებს რომე კაცი თავსა ივნებს჻

775. თქუა ცოდვათა ჩემთა მსგავსი ღ~თნ მეტი რა მიჩვენოს჻ რად მოვღორდი რად დავბნელდი ნეტარ ვინღა გამითენოს჻ ვინცა სხვა რა კადნიერად პატრონსა რა მოახსენოს჻ ჩემნი დღენი მასმცა ადგა რაძინ ვითა გაისვენოს჻

776. ვაზირი გაწბილებული მივა ბედითა შავითა჻ ავთანდილს უთხრა დაღრეჯით პირითა გამქუშავითა჻ მადლი რა გკადრო აწ თქვენგან გავხასდი მე მაშა ვითა჻ ვაი კარგი თავი უებრო დავჰკარგე დავაშავითა჻

777. ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს თუცა ცრემლსა არ იწყურვებს჻ მიკვირს რად სცალს საწყლიანოდ რად არ გულსა შეიურვებს ჻ ვინ არ მისცეს ქადებული მოურავსა მოიმდურვებს჻ თქმულა ქრთამი საურავსა ჯოჯოხეთსცა დაიურვებს჻

778. ვით გამჴადა რა მიბრძანა არ ეგების ჩემგან თხრობა჻ რა სიავე რა სირეგვნე რა შლუობა რა შმაგობა჻ მე თვით კაცად აღარ ვარგ ვარ აღარა მიც თავსა ცნობა჻ ესე მიკვირს რად არ მამკლა მისცა თურე ღ~თნ თმობა჻

779. მეცა ვიცოდი რაცა ვქენ ცთომით არ წამკიდებია჻ ვიაზრე გამიწყრებოდა ჭმუნვა მით გამდიდებია჻ განგებით ქნილსა რისხვასა ვერავინ დარიდებია჻ შენთვის სიკვდილი ლხინად მჩანს ჭირი არ გამცუდებია჻

780. ყმამან უთხრა აღარ წასლვა არ ეგების ჩემგან აროს჻ იადონი მაშინ მოკვდეს ოდეს ვარდმან იდამჭნაროს჻ ჴამს უძებნოს ცვარი წყლისა მისთვის თავი ყოვლგნით აროს჻ ვერ უპოოს რა ქნას ანუ გული რითა დაიწყნაროს჻

781. უმისოდ მყოფი ვერ გავძლებ ჯდომასა ვერცა წოლასა჻ მართ ნადირთაებრ გაჭრასა ვირჩევ მათთანა რბოლასა჻ ასრე გასრულსა რად მნუკევს მისთა მებრძოლთა ბრძოლასა჻ სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა჻

782. მოვახსენებ ერთხელ კულაცა აწ რაზომცა მეფე წყრების჻ ნუთუ გაბრჭოს გული ჩემი ვით იწვის და ვით ენთების჻ არ გამიშვებს გავიპარვი რა იმედი გარდასწყდების჻ მე თუ მოვკვდე ჩემი კერძი სოფელიცა გაქარდების჻