ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

751. ტარიელს ეტყუის ავთანდილ, რუ გაჴმა ცრემლთა დენისა რად მოიშორე შენ ფრიდონ, მამცემი მაგა ცხენისა მუნით იცნობეს ამბავი, ღონე მის მზისა ლხენისა აწ მე მუნ მივალ მასწავლე, გზა ძმად ფიცისა შენისა

752. ტარიელ სიტყვით ასწავლის, მჴარსა ფრიდონის გზისასა მართ გააგონა რაც ოდენ, შეეძლო ძალსა თქმისასა აღმოსავლეთით წადიო, პირსა იარე ზღვისასა თუ ნახო ჩემი უამბე, გკითხავს ამბავსა ძმისასა

753. თხა მოკლეს და მიითრიეს, ცეცხლი შექნეს ზღვისა პირსა სვეს და ჭამეს რაცა ჭამა, შეჰფეროდა მათსა ჭირსა მას ღამესა ერთად იყუნეს, ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა ვგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხუსა ზოგჯერ ძვირსა

754. ცისკრად ადგნენ გასაყრელად, ერთმანერთსა მოეხვივნეს მაშინ მათგან ნაუბარნი, დადნეს ვინცა მოისმინეს თვალთა ვითა წყაროს წყალნი, ცრემლი ველთა მოადინეს დიდხანს დგანან შეჭედილნი, მკერდი მკერდსა შეარკინნეს

755. გაიყარნეს ტირილით, პირსა ხოკით თმათა გლეჯით ერთი აღმა ერთი ჩაღმა, უგზოდ მივლენ შამბთა ეჯით ვირე უჩნდა ერთმანერთი, იზახდიან პირსა ბღნეჯით იგი ნახნეს დაღრეჯილნი, მზე დაიღრეჯს მისით ღრეჯით

წასულა ავთანდილისაგან ფრიდონისასა

756. ვაი სოფელო რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ რა ზნე გჭირსა ყოვლი შენი მონდობილი, ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადათ ძირსა მაგრა ღმერთი არ გასწირავს, კაცსა შენგან განაწირსა

757. ავთანდილ მისი გაყრილი, ტირს ჴმა მისწუდების ცათამდის იტყუის თუ ღვარი სისხლისა, კვლაცა მდენია კვლაცა მდის აწ აგრე გაყრა ძნელია, ვით მაშინ შეყრა ცათამდის კაცი არ ყუელა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის

758. ველს მაშინ მჴეცნი ძღებოდა, სისხლითა მუნ ნატირითა ვერ დაივსებდა საჴმილსა, იწვის ცეცხლითა ხშირითა კულა თინათინის გონება, ავსებს უფრორე ჭირითა ბაგეთა ვარდი ანათობს,ბროლი ძოწისა ძირითა

759. ვარდი ჭნებოდა ღვრებოდა, ალვისა შტო ირხეოდა ბროლი და ლალი გათლილი, ლაჟუარდად გარდიქცეოდა გამაგრებოდა სიკუდილსა, ამისთუის არ უმჴნეოდ ა იტყუის თუ ბნელი რას მიკვირს, რადგან დაგაგდე მზეო და

760. მზესა ეტყუის მზეო გიტყუი, თინათინის ღაწუთა დარად შენ მას ჰგავ და იგი შენ გგავს, თქუენ ანათობთ მთად და ბარად ხელსა მალხენს ნახვა შენი, ამად გიჭურეტ არ დამცდარად მაგრა ჩემი რად დაგაგდე, გული ცივად გაუმთბარად

761. თვე ერთისა მოშორვება, მზისა ზამთრის გაგვამცივნებს მე გლახ ორნი დამიყრიან, გული ამად რად არ ივნებს მაგრა კლდესა არა შესწონს, არაოდეს არ ატკივნებს წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს, გაჰკუეთს ანუ გაასივნებს

762. იტყუის თუ ჩემი ჴელმქმნელი, მაღლა მზეა და ცად არი ვინ პირი მგზავასად პირისა, შექნა და შეაცადარი უმისოდ სულდგმულობასა, გულო ვით შეაცადარი ვაი სიცოცხლისა სოფელმან, აროდეს არ დამცა დარი

763. მისსა მზესა გზა გზა მოსთქუამს, ჭირს თავს აძლევენ ლხინის ფასად გულსა იტყუის მოშორვება, შენ გიჭირავს სევდა ასად გარჯისათვის ეგრე თქმულა, მიხუდებისო ერთი ასად ჭირნი ჩემნი ვამსუბუქო, მკიდავს სხვათა უმძიმესად

764. მიმავალი ცასა შესტირს, ეუბნების ეტყუის მზესა აჰა მზეო გეაჯები, შენ უმძლესთა მძლეთა მძლესა ვინ მდაბალთა გაამაღლებ, მეფობასა მისცემ სვესა მე ნუ გამყრი საყუარელსა, ნუ შემიცული ღამედ დღესა

ამას სევდიანთა ეტლად იტყვიან

765. მო ზუალო მომიმატე, ცრემლი ცრემლსა ჭირი ჭირსა გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა შემოჰყარე კაეშანი, ტვირთი მძიმე ვითა ვირსა მას უთხარ თუ ნუ გასწირავ, მისია და მისთვის ტირსა

ამას მოსამართლეთა ეტლად იტყვიან

766. ჰე მუშთარო გეაჯები, შენ მართალსა ბჭესა ღმრთულსა ნუ ამრუდებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა მოდა უყავ სამართალი, გაებჭობის გული გულსა მართალი ვარ გამიკითხე, რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა

ამას მესისხლეთა ეტლად იტყვიან