ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

673. ერთკერძ ლომი მოკლული, და ჴრმალი სისხლმოცხებული კულავ ერთკერძ ვეფხი უსულო, მკუდარი ქვედანარცხებული მას წყაროსაებრ ცრემლი სდის, თვალთაგან გაფიცხებული მუნ გარე გულსა უნთებდა, ცეცხლი მცხინვარე ცხებული

674. თუალთა ახმადცა ზარედვა, სრულად მიჰჴდოდა ცნობასა მიახლებოდა სიკუდილსა, მოშორვებოდა ნობასა ყმა სახელდობით უყივის, ლამის სიტყუითა კრთობასა ვეღარ ასმინა გარდიჭრა, ძმა გამოაჩენს ძმობასა

675. ჴელითა ცრემლსა უწურავს, თვალთა ავლებდა სახელსა ახლოს უზის და უზახის, მართ სახელდობით სახელსა ეტყუის ვერ მიცნობ ავთანდილს, შენთვის გაჭრილსა და ხელსა მას არა დია შეესმის, რეტსა თვალდაუფახველსა

676. ესე ყუელაი ასრეა, რაცა აწ ჩემგან თხრობილა ცრემლნი მოსწურნა თვალთაგან, ცოტადრე მოაცნობილა მაშინღა იცნა აკოცა, მოეჭდო მოეძმობილა ვიმოწმებ ღმერთსა ცხოველსა, მათებრივ არა შობილა

677. უთხრა ძმაო არ გიტყუვე, გიყავ რაცა შემოგფიცე გნახე სულთა გაუყრელმან, ფიცი ასრე დავამტკიცე აწ დამეხსენ სიკუდილამდის, ვიტირო და თავსა ვიცე მაგრა გკადრებ დამარხვასა, მჴეცთა საჭმლად არა მიმცე

678. ყმამან უთხრა რაშიგან ხარ, შენ საქმესა რად იქ ავსა ვინ მიჯნური არ ყოფილა, ვის საჴმილი არა სწვავსა ვის უქნია შენი მსგზავსი, სხვათა კაცთა ნათესავსა რად სატანას წაუღიხარ, რად მოიკლავ ნებით თავსა

679. თუ ბრძენი ხარ ყოვლნი ბრძენნი, აპირებენ ამა პირსა ჴამს მამაცი მამაცური, სჯობს რაზომცა ნელად ტირსა ჭირსა შიგან გამაგრება, ასრე უნდა ვით ქვითკირსა თვით თავისა ჭკუისაგან, ჩავარდების კაცი ჭირსა

680. ბრძენი ხარ და გამორჩევა, არა იცი ბრძენთა თქმულებ მინდორს სტირ და მჴეცთა ახლავ, არას წადილსა ისრულებ ვისთვის ჰკუდები ვერ მიხუდები, თუ სოფელსა მოიძულებ თავსა მრთელსა რად შეიკრავ, წყლულსა ახლად რად იწყლულებ

681. ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ საჴმილნი სდებიან ვის არ უნახვან პატიჟნი, ვისთვის ვინ არა ბნდებიან მითხარ უსახო რა ქმნილა, სულნი რად ამოგხუდებიან არ იცი ვარდნი უეკლოდ, არავის მოუკრებიან

682. ვარდსა ჰკითხეს ეგზომ ტურფა, რამა შეგქმნა ტანად პირად მიკვირს რად ხარ ეკლიანი, პოვნა რად არს შენი ჭირად მან თქვა ტკბილსა მწარე ჰპოებს, სჯობს იქნების რაცა ძვირად ოდეს ტურფა გაიეფდეს, არღარა ღირს არცა ჩირად

683. რადგან ვარდი ამას იტყუის, უსულო და უასაკო მაშა ლხინსა ვინ მოიმკის, პირველ ჭირთა უმუშაკო უბოროტო ვის ასმია, რაც ა საქმე საეშმაკო რად ემდურვი საწუთროსა, რა უქმნია უარაკო

684. ისმინე ჩემი თხრობილი, შეჯე წავიდეთ ნებასა ნუ მიჰყოლიხარ თავისა, თათბირსა გაგონებასა რაცა არ გწადდეს იგი ქენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა ასრე არა სჯობს არ გეტყუი, რად მეჭუ რასაცა თნებასა

685. მან უთხრა ძმაო რა გითხრა, ძურაცა არ ძალმიც ენისა ძალი არა მაქვს ხელქმნილსა, შენთა სიტყუათა სმენისა რა ადვილად გიჩს მოსმენა, ჩემთა სასჯელთა თმენისა აწ მივსწურვილვარ სიკუდილსა, დრო მომეახლა ლხენისა

686. ამას მოკუდავი ვილოცავ, აროდეს ვითხოვ არ ენით აქა გაყრილნი მიჯნურნი, მუნამცა შევიყარენით მუნ ერთმანერთი კულავ ვნახნეთ, კულა რამე გავიხარენით მო მოყუარეთა დამმარხეთ, მიწანი მომაყარენით

687. საყუარელმან საყუარელი, ვით არ ნახოს ვით გაწიროს მისკენ მივალ მხიარული, მერმე იგი ჩემ კერძ იროს მივეგებვი მამეგებოს, ამიტირდეს და ამატიროს ჰკითხე ასთა ქენ გულისა, რა გინდა ვინ გივაზიროს

688. მართ გარდაწყუეტით იცოდი, გეტყვი მართალსა პირასა სიკუდილი მახლავს დამეხსენ, ხანსაღა დავჰყოფ მცირასა არ ცოცხალ ვიყო რას მაქნევ, რა დავრჩე ჴელსა მჴდი რასა დამშლიან ჩემი კავშირნი, შევრთვივარ სულთა სირასა

689. რა სთქუი რას იტყუი არ მესმის, არცა მცალს სმენად მაგისად სიკუდილი მახლავს ხელქნილსა, სიცოცხლე არის წამისად აწ გამიარმდა სიცოცხლე, მეტად ყოვლისა ჟამისად აწ მეცა მივალ ცრემლისა, მიწად სად გამდის ლამი სად

690. ბრძენი ვინ ბრძენი რა ბრძენი, ხელი ვითა იქს ბრძნობასა ეგ საუბარი მაშინ ჴამს, თუმცაღა ვიყო ცნობასა ვარდი ვერ არის უმზეოდ, იყოს დაიწყებს ჭკნობასა მაწყენ დამეხსენ არა მცალს, არცაღა ვახლავ თმობასა

691. კულავ ეუბნების ავთანდილ, სიტყუითა მრავალფერითა ეტყუის თუ მოჰკუდე, გერგების სიტყუითა რა ოხერითა ნუ იქ საქნელად არა ჴამს, ნუ ხარ თავითა მტერითა ვერ წაიყუანა ვერა ქნა, სიტყუითა ვერა ვერითა

692. მერმე უთხრა აჰა რადგან, არ მომისმენ არას არა აღარ გაწყენს ენა ჩემი, აქამდისცა ცუდად მცდარა თუ სიკუდილი გიჯობს მოჰკვე, ვარდი დაჭკნეს დაცამჭკნარა ერთსა რასმე გეაჯები, მიყავ ცრემლი ამდუღარა