ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

823. მართალ ა შენი გამყრელი, თვალი თუ ცრემლსა ღვრიდესა დღეს წაუვალი ვერა ვარ, მით ცეცხლი სხვაცა მწვიდესა დგომა მგზავრისა ცთომაა, კარგსა იქს თავსა სწვრთიდესა სადა გინახავს იგი მზე, წამომყევ ზღვისა კიდესა

824. ფრიდონ უთხრა დასაშლელი, ჩემგან არა არ გეთხრობის ვიცი რომე აღარა გცალს, შენ ლახვარი სხვა გესობის წადი ღმერთი გიწინამძღვრებს, შენი მტერი დაემჴობის მაგრა თქვი თუ უშენობა, ჩემგან ვითა დაითმობის

825. ამას გკადრებ მარტოსაგან, არ იქნების წასულა შენი თანა ყმათა წამოგატან, იმსახურენ იახლენი აბჯარი და საგებელი, ერთი ჯორი ერთი ცხენი არ წაიტან გაირჯები, ღაწვი ვარდი ცრემლთა მდენი

826. მოასხნა ოთხნი მონანი, მისანდობელნი გულითა სრული აბჯარი საკაცო, ქაფითა საბარკულითა სამოცი ლიტრი წითელი, აწონით არნაკლულითა ერთი ტაიჭი უებრო, მით უნაგრითა სრულითა

827. ერთსა ჯორსა წვივ მაგარსა, საგებელი აუკიდა წავიდა და ფრიდონ შეჯდა, მასთანავე გამოვიდა აწ გაყრისა მომლოდნესა, ედებოდა ცეცხლი სწვიდა მოსთქუამს თუმცა მზე გვიახლა, ჩუენ ზამთარი ვერ დაგუზრვიდა

828. ზარი მის ყმისა გაყრისა, გაჰხდეს მიეცნეს წუხილსა მოატყდეს მოქალაქენი, ლარსა ვინ ჰყიდდა თუ ხილსა ჴმა ზახილისა მათისა, გვანდა აერთა ქუხილსა იტყოდეს მზესა მოვშორდით, მო თვალნი მივსცნეთ წუხილსა

829. ქალაქი გავლეს მივიდეს, პირსა დიდისა ზღუისასა მაშინ ფრიდონის ნახულსა, ნასაჯდომევსა მზისასა მუნ დაადენდეს ნაკადსა, სისხლისა ცრემლთა ტბისასა ფრიდონ უამბობს ამბავსა, მის მნათობისა ტყვისასა

830. აქა მათ ზანგთა მონათა, მზე მოიყუანეს ნავითა ბაგე ბალახში კბილ თეთრი ,სახედავითა შავითა ცხენი გავქუსლე გავაგე, წაგვრა ჴმლითა და მკლავითა შორს მნახეს ადრე გამექცეს, ნავი მფრინველე ჩნდა ვითა

831. მოეხვივნეს ერთმანერთსა, გაამრავლნეს ცრემლთა ღვრანი აკოცეს და გაუახლდეს, მათ ორთავე მათნი წვანი გაიყარნეს გაუყრელნი, ძმად ფიცნი და ვითა ძმანი დგა ფრიდონ ყმა წავიდა, შემხედველთა მკვლელი ტანი

წასულა ავთანდილისაგან ფრიდონიდამ ნესტან დარეჯნის საძებრად

832. ყმა მიმავალი მიუბნობს, მგზავსი მთვარისა სრულისა ჰკლავს თინათინის გონება, მისად სალხენად გულისა იტყვის მოგშორდი სიცრუვე, ვა საწუთროსა კრულისა შენ გაქუს წამალი ჩემისა, მამრთელებელი წყლულისა

833. რად გულსა სიცხე ნიადაგ, მწვავს გმირსა სამს ალებისა რად გული კლდისა ტინისა, შემქმნია სამ სალებისა არ შეუძლია ლახვარსა, დაჩენა სამსა ლებისა შენ ხარ მიზეზი სოფლისა, ასრე გასამსალებისა

834. ავთანდილ მარტო ზღვის პირსა, მივა ოთხითა მონითა წამალსა ტარიელისსა, ეძებს ყოვლითა ღონითა დღისით და ღამით მტირალი, იღვრების ცრემლთა ფონითა ჩალად სჩანს ყოვლი ქვეყანა, მისვე ჩალისა წონითა

835. სადაცა ნახნის ეძებდის, მგზავრნი ზღვის პირსა რებულნი მის მზისა ჰკითხის ამბავი, დღენი ვლნა გაასებულნი ქედსა გარდადგეს აქლემნი, აუჩნდეს ლარკიდებულნი მოქარავნენი ზღვის პირსა, დაყრით დგეს შეჭირვებულნი

836. მუნ ქარავანი ურიცხუი, მოსდგმოდა ზღვისა კიდესა შეიჭირვებდეს ჭმუნვიდეს, ვერცა დგეს ვერცა ვლიდესა ყმამან სალამი უბრძანა, ქებასა შეასხმიდესა ჰკითხეს თუ ვაჭარნო ვინ ხართ, მათ საუბარი ჰკიდესა

837. უსამ იყო ქარავნისა, უხუცესი კაცი ბრძენი მოახსენა ხოტბო სრული, დალოცა და უქნა ზნენი ჰკადრეს მზეო სიცოცხლეო, შენ ამოჴე ჩვენი მლხენი ჩამოხე და მოგახსენოთ, ამბავი და საქმე ჩვენი

838. გარდახდა ჰკადრეს ჩვენ ვართო,მობაღდადენი ვაჭარნი მაჰმადის სჯულის მჭირავნი, აროდეს გუისმან მაჭარნი ზღვათა მეფისა ქალაქსა, სავაჭროდ გარდმონაჭარნი საქონელ სრულნი მდიდარნი, არ ლარნი გუქონან ნაჭარნი

839. თქვეს ქარავანი ეგვიპტით, გამოვემართეთ ერითა ზღვუასა შევედით ტვირთულნი, ლარითა მრავალფერითა მუნ ზღვისა გურდთა დაგვჴოცეს, ძელით საჴნისის წუერითა ყუელაი წახდა არ ვიცი, აქა მოსრულვარ მე რითა

840. ჩუენ აქა ვჰპოვეთ ზღვის პირსა, კაცი უსულოდ მდებარე უშველეთ ენა მოეცა, სიტყვისა გამომგებარე ვჰკითხეთ თუ ვინ ხარ ღარიბო, რასა საქმისა მდებარე გვითხრა თუ შეხვალთ დაგჴოცენ, კიდე ცოცხალვარ მე ბარე

841. ლომო და მზეო ესეა, მიზეზი აქა დგომისა ვაი თუ გავბრუნდეთ, გვეცემის ზიანი არსაზომისა შევიდეთ ვაი თუ დაგვჴოცნენ, ძალი არა გვაქვს ომისა ვერცა ვდგათ ვერცა წასრულვართ, ღონე წაგუსულია რჩომისა