ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

634. რა მიეახლის დაბნედად, ვერ ჴელყვის გაძრვად ენისად მაგრა სდის ცრემლი თუალთაგან, მგზავსად დიჯლისა დენისად ზოგჯერ დაბრუნდის უჭურეტდის, ღონედ პატიჟთა თმენისად რა გაემართის არ იცის, მას თუ არბევდის ცხენი სად

635. ვთქუი მზეო შენი შორს მყოფი, კრულია ვინცა დადუმდეს რადგან შენ დაგრჩა გონება, გული შენკენვე დაბრუნდეს თვალთა მტირალთა შეხედვა, შენივე სჭირდეს და უნდეს სჯობს მოყვარესა მოყვარე, რაზომცა დაუზაბუნდეს

636. მე რა ვქნა შენად შეყრამდის, ანუ რას ვეჭუდე ლხენასა თავსა მოვიკლავ მე თუცა, შენგან არ ვეჭუდი წყენასა მაგრა შენ გაწყენ ჩემისა, არსიცოცოხლისა სმენასა მოდი და მივსცნე ცოცხალმან, თუალნი ცრემლისა დენასა

637. ტირს იტყუის დადუა კეშნი, ლახვარმან ჩემთვის ათმანო ინდოთა რაზმან ჩემად კლუად, თქუა ესე ტევრი ვთხზა თმანო თვალთა გიშერი აშვენებს, სათმან რად მამკლა სათმანო ბაგე კბილო და თუალწარბო, მამცემდი პატიჟთა თმანო

638. იტყვის ჰე მზეო ვინ ხატად, გთქუის მზიანისა ღამისად ერთარსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად ვის გმორჩილობენ ციერნი, ერთი იოტის წამისად ბედსა ნუ მიცული მიაჯე, შეყრამდის ჩემად და მისად

639. ვის ხატად ღ~თისად გიტყუიან, ფილასოფოსნი წინანი შენ მიშველე რა ტყვექმნილსა, ჯაჭუნი მაბიან რკინანი ბროლ ბალახშისა მძებნელმან, სათნი დავჰკარგე მინანი მაშინ ვერ გავსძელ სიახლე, აწ სიშორესა ვინანი

640. ამას მოთსქმიდის იწოდის, ვითა სანთელი დნებოდის დაყოვნებისა მოშიში, ისწრაფდის იარებოდის რა შეუღამდის ვასკულავთა, ამოსლუა იამებოდის მას ამგზავსებდის ილხენდის, უჭურეტდის ეუბნებოდის

641. მთვარესა ეტყუის იფიცე, სახელი ღ~თისა შენისა შენ ხარ მომცემი მიჯნურთა, მიჯნურობისა სენისა შენ გაქვს წამალი მისისა, მოთმინებისა თმენისა მიაჯე შეყრა პირისა, შენგამო შენებრ მშვენისა

642. ღამე ალხენდის დღე სჯიდის, ელის ჩასლუასა მზისასა რა წყალი ნახის გარდიხდის, უჭურეტდის ჭავლსა წყლისასა მას თანა რთვიდის ნაკადსა, სისხლისა ცრემლთა ტბისასა კულავ გაემართის ისწრაფდის, წასვლასა მისვე გზისასა

643. მარტო მოსთქმიდის ტიროდის, ტანად ალვისა ხიანი მინდორს თხა მოკლის სადაცა, ადგილი დახუდის კლდიანი შეწვის შეჭამის წავიდის, პირ მზე გულმარიხიანი იტყუის დავჰკარგენ ვარდნი, და აჰა მე ვაგლახ იანი

644. აწ ვერ ვიტყუი მაშინდელსა, მე მის ყმისა ნაუბარსა მიუბნობდის რას მოთქმიდის, რას ტურფასა რაზომ გვარსა ზოგან თოვლი გაეწითლის, ვარდსა პრჭკლითა ნახოკარსა ქვაბნი ნახნა გაეხარნეს, ზე გავიდა ქუაბთა კარსა

645. რა ასმათმან დაინახა, მოეგება ცრემლი სწუთების ვით იამა სიხარულსა, მართ ვეღარას ვერ მიხუდების ყმა გარდაჴდა მოეხვია, აკოცებს და ეუბნების კაცი კაცსა მოელოდეს, მოსულა დია იამების

646. ყმა ქალსა ეტყუის პატრონი, ნეტარ სად არის და ვითა ქალი ატირდა ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა ეტყუის რა წახველ გაიჭრა, ქუაბს ყოფა მისჭირდა ვითა აწ მისი არა არ ვიცი, არ ნახვით არ ამბავითა

647. ყმა დაჭმუნდა ვითამც, რამე ჰკრეს ლახვარი გულსა შუა ქალსა ეტყუის აჰა დაო, ეგეთიმცა კაცი ნუა იგი ფიცი ვით გატეხა, არ ვეცრუე ვით მეცრუა ვერ იქმოდა რად მიქადა, თუ მიქადა რად მიტყუა

648. თუ უმისოდ სოფელს ყოფნა, რადგან ჭირად არ მიღირდა რად დავვიწყდი რად მივსცილდი, რად ვერ გაძლო რა მისჭირდა მან გატეხა ზენარისა, რად შემართა ვით გაჰპირდა მაგრა ავის ბედისაგან, ჩემი რამცა გამიკვირდა

649. კულავ ქალი ეტყუის მართლაც ხარ, მაგისსა დამძიმებასა მაგრა რა გავბრჭო მართალი, ნუ მეჭუ რასაცა თნებასა არ გული უნდა ფიცის და, პირისა გასრულებასა იგი უგულო მოელის, მართ დღეთა შემოკლებასა

650. გული ცნობა და გონება, ერთმანერთზედა ჰკიდიან რა გული წავა იგიცა, წავლენ და მისკენ მიდიან უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან შენ არ გინახავნ არ იცი, მას რომე ცრემლნი სდენიან

651. შენ უმართლე ხარ ემდურვი, შენ გაეყარე ძმობილსა მაგრა ვით ითქმის ვით გაჴდა, ვითა გიამბობ ცნობილსა ენა გაცუდების დაშურების, გულსა შეელმის ლმობილსა ამას მით ვაზრობ მინახავს, მე უბედურსა შობილსა

652. ჯერთ მისი მგზავსი სასჯელი, არცა ვის ამბად სმენია მაგრამ მისთანა საქმენი, ქუათაცა შესაძრწენია დიჯლადცა კმარის მას რომე, თვალთაგან ცრემლი სდენია თვით რაცა ბრძანოთ მართალ ხართ, სხვა სხვისა ომსა ბრძენია

653. მას წამავალსა ვჰკითხევდი, დამწვარსა ცეცხლმოდებულსა მოვიდეს რა ქნას ავთანდილ, მისსა დამვედრე დებულსა მიბრძანა მოღმა მნახვიდეს, მე მისთვის გაცუდებულსა ამა არეთა არ დავჰყრი, არ გავსტეხ მის ქადებულსა