ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

693. სადა ინდონი ბროლვარდსა, სარვენ გიშრისა სარითა მას მოვეშორვე წამოვე, სიჩქარით არ სიწყნარითა ვერ დამიჭირა მეფემან, მშობლურად საუბარითა შენ არ შემიყრი გამიყრი, აწ ჩემი ლხინი ვთქუა რითა

694. ნუ გამგზავნი გულმოკლულსა, ერთი მიყავ საწადელი ერთხელ შეჯე ცხენოსანი, გნახო ჩემი სულთა მჴდელი ნუთუ მაშინ მოვიქარვო, სევდა ესე აწინდელი მე წავალ და შენ დაგაგდებ, იქნას შენი საწადელი

695. ეხვეწებოდა შეჯეო, აჯას ხვეწნითა არვებდა იცოდა რომე შეჯდომა, კაეშანს მოაქარვებდა ლერწმისა სარსა დასდრეკდა, გიშერსა დაიკარვებდა დაიმორჩილა იამა, არ ივაგლახა არ ვებდა

696. ცხადად უთხრა შევჯდებიო, მომიყუანე ცხენი წინა მან მოგვარა წყნარად შესვა, არ სიჩქარით ააქშინა მინდორთაკენ წაიყუანა, ტანი მჭევრი აძრუევინა ხანი წავლო სიარულმან, მოჯობება დააჩნინა

697. შეაქცევს და ეუბნების, საუბართა შუენიერთა მისთუის სძრუიდა სასაუბროდ, მათ ბაგეთა ძოწის ფერთა მისი სმენა გააყრმობდა, მსმენელისა ყურთა ბერთა მოიშორვა კაეშანი, დათმობავე შიაერთა

698. რა შეატყვა მოჯობება, მუნ სევდისა მუფარახმან გაანათლა პირი ვარდი, სიხარულმან დაუსახმან ცნობიერთა დასტაქარმან, უცნობოთა ოხრვაახმან ცნობიერი სიტყვა უთხრა, უცნობოსა რასმე მზრახმან

699. შერასმეჰყუეს საუბარსა, სიტყუა ჰკადრა არ მალული ერთსა რასმე მოგახსენებ, გამიცხადე დაფარული ეგე სამხრე მისეული, შენ გაჩნია ვისგან წყლული როგორ გიყუარს როგორ გიღირს, თქუი დავიღო მერმე სული

700. მან უთხრა სახე რა გითხრა, მის უსახოსა სახისა ესეა ჩემი სიცოცხლე, ჩემი მომცემი ახისა მჯობი ყოვლისა სოფლისა, წყლისა მიწისა და ხისა არ სასმენლისა მოსმენა, არს უმჟავესი წმახისა

701. ავთანდილ უთხრა ვლამოდი, მართ მაგისისა თქმევასა აწ რადგან გითქუამს პასუხსა, გკადრებ და ნუ მეჭუ თნევასა სჯობს ასმათისა არ ლევა, მაგა სამხრისა ლევასა ამად არ გიქებ საქებსა, უარესისა რჩევასა

702. სამხრე გაბია ოქროსა, ოქრო მჭედლისა დნობილი უასაკო და უსულო, არ სიტყვიერი ცნობილი აღარად გინდა ასმათი, ნახე მათალი ბრჭობილი პირველ გლახ მისი ნაჭურეტი, თვით მერმე თქუენი დობილი

703. თქვენს შუა მქნელი საქმისა ,შენგან ნაჴმობი დობისა თქვენი შემყრელი მსახური, შენგან ღირსქმნილი ჴმობისა მისი გამზრდელი გაზრდილი, მისთვის მიჴდილი ცნობისა გლახ დაგიგდია არ ნახავ, შაბაშ მართლისა ბრჭობისა

704. მან უბრძანა რაცა გითქუამს, უმართლე ხარ მეტისმეტად საბრალოა ასმათ მისად, მგონებლად და ჩემად ჭურეტად მე სიცოცხლე არ მეგონა, შენ მომესწარ ცეცხლთა შრეტად რადგან დავრჩი გვალე ვნახოთ, თუცავე ვარ ჯერცა რეტად

705. დამორჩილდა გაემართნეს, ავთანდილ და ამირბარი ვერ მიგია ქება მათი, ვერა ქება საქებარი კბილნი ვითა მარგალიტნი, ბაგე ვარდი ნაპობარი გველსა ხვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი

706. ამას ეტყუის შენთუის დავსდებ, გონებასა სულსა გულსა მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ, ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა არას გარგებს სწავლულება, თუ არა იქ ბრძენთა თქმულსა არ იჴმარებ რას ჴელსა ჰჴდი, საუნჯესა დაფარულსა

707. არას გარგებს შეჭირვება, რომ სჭმუნვიდე რა გერგების არ თუ იცი უგანგებოდ, არათ კაცი არ მოკუდების მზისა შუქთა მომლოდინე, ვარდი სამ დღე არ დაჭნების ბედი ცდაა გამარჯუება, ღ~თსა უნდეს მოცაგჴუდების

708. მოახსენა ეგე სწავლა, ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს გონიერთა მწურთელი უყვარს, უგუნურსა გულსა ჰგუმირდეს მაგრა რა ვქნა როგორ გავსძლო, მეტისმეტი რა მიმჭირდეს შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი, არ მამართლო არ მიკვირდეს

709. ცვილსა ცეცხლის სამჴურვალე, უგავს ამად აენთების მაგრა წყალსა არსით ახლავს, თუ ჩავარდეს დაცაშრტების რაცავისრა საქმე თვით სჭირს, სხვათათვისცა ევარგების თავიდაღმა რად არ იტყვი, ჩემი გული როგორ კუდების

ამბავი ტარიელისა ლომ ვეფჴვის დაჴოცვისა

710. რა წამეკიდა ყუელაი, წურილად გიანბო ენითა მერმეღა გაპრჭევ მართალი, მაგა გულითა ბრძენითა შენ მოგელოდი მიმჭირდა, მოლოდინითა შენითა ქუაბს ვეღარ გავსძელ, მინდორთა მოვლა მამინდა ცხენითა

711. იმა ქედსა გარდავადეგ, იგი შამბნი მამეარნეს ერთი ლომი ერთი ვეფჴი, შეკრბეს ერთად შეიყარნეს გვანდეს რათმე მოყვარულთა, მათი ნახვა გამეხარნეს მათ რა უყვეს ერთმანერთსა, გამიკვირდეს შემეზარნეს