ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

862. იგი ნავი მეკობრეთა, მას დღე ნახეს არა ხვალეს მუნ დებულთა საჭურჭლეთა, ამარიმცა ვით დათვალეს მათსა ნავსა გარდმოიღეს, ნავი სრულად გარდმოსცალეს დალეწეს და ზოგი დაწვეს, შეშა დრამად არ გაცვალეს

863. მე თუმცა რამცა მინდოდა, საჭურჭლე დასადებელი ჩემსაცა მქონდა ურიცხვი, უსახო ლარსაგებელი რას ვაქნევ თქვენსა რად მინდა, ოდენ ვარ თანამხლებელი სხვაგან რამე მიც სხვა საქმე, თავისა წასაგებელი

864. აწ რაცა აქა ვიშოვე, საჭურჭლე დაუთვალავი რაცა ვის გინდა წაიღეთ, არვისი ვიყო მლალავი ერთსა ვიაჯი მიაჯეთ, სააჯო არსაკრძალავი საქმე რამე მიც თქვენ თანა, თავისა დასამალავი

865. ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვით, არ თქუენსა პატრონობასა თვით თავადია ჩვენი თქუა, ნუ მიჴმობთ ჭაბუკობასა მე სავაჭროსა ჩავიცვამ, დავიწყებ ჩუბაჩობასა თქვენ შემინახეთ ნამუსი, თქუენსა და ჩემსა ძმობასა

866. ესე საქმე ქარავანსა, გაეხარნეს მეტად დია მოვიდეს და თაყვანის სცეს, ჰკადრეს ჩვენი იმედია რაცა აჯა ჩვენ გუმართებდა, იგი თქვენვე გიაჯია მას ვმსახუროთ ვისი პირი, მზისა პირად გაგვიცდია

867. მუნით წავიდეს იარეს, არ თურე ხანსა ზმიდიან მიხუდეს ტაროსსა ამოსა, ნიადაგ ამოდ ვლიდიან შეფრფინვიდიან ავთანდილს, ქებასა შეასხმიდიან მას მარგალიტსა მას ყმასა, კბილთავე ფერსა სძღვნიდიან

ამბავი ავთანდილისა გულანშაროს მისულისა

868. ზღვა გაიარა ავთანდილ, მივა ტანითა მჭევრითა ნახეს ქალაქი მოცული, გარე ბაღისა ტევრითა გვარად უცხონი ყვავილნი, ფერითა ბევრის ბევრითა მის ქუეყანისა სიტურფე, რა გაიგონო ენითა

869. მათ ბაღთა პირსა დააბეს, ნავი საბლითა სამითა ავთანდილ ტანსა ჯუბანი, ჩაიცვა დაჯდა სკამითა მოასხნეს კაცნი მზიდავნი, დამზადებულნი დრამითა იგი ყმა ვაჭრობს თავადობს, და თავსა მალავს ამითა

870. მოვიდა მისი მებაღე, ბაღსა იახლნეს რომელსა მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვით, პირსა მზესაებრ მკრთომელსა ავთანდილ უჴმო ეუბნა, კაცსა არ სიტყვა მცთომელსა ვისნი ხართ ვინ ხართ რა ჰქუიან, მეფესა აქა მჯდომელსა

871. წურილად მითხარ ყველაკაი, ყმა მას კაცსა ეუბნების რა ლარია უფრო ძვირად, ან იეფად რა იჴსნების ჰკადრა ვხედავ პირსა მზისა, პირად მე მეცნების რაცა ვიცი მართლად გკადრებ, მრუდი არა არ გემცნების

872. ჰე მზეო ღმერთსა ვინათგან, მზედ სწადდი დასაბადებლად მით შეგქნა მოშორვებულთა, ლხინად არ ჭირთა მწადებლად ახლოს შემყრელთა დამწველად, მათად ცეცხლისა მადებლად მნათობთა შენი შეხედვა, ტკბილად უჩს დასაქადებლად

873. შენ გტრფიალობენ მჭურეტელნი, შენთუის საბრალოდ ბნდებიან ვარდი ხარ მიკუირს ბულბულნი, რად არა შენზედ კრფებიან შენი შვენება ყვავილთა, აჭკნობს და ჩემნიც ჭკნებიან სრულად დამწუარვარ თუ მზისა, შუქნი არ მომესწრებიან

874. ღ~თი მყავს მოწმად ვიშიშვი, თქუენსა ამისსა თხრობასა მაგრამ რა ვირგო დღეკრულმან, სრულად გავჰყრივარ თმობასა გული ვერ გასძლებს ნიადაგ, შავთა წამწამთა სობასა თუ რას მეწევი მეწივე, თვარა მივჴუდები ცნობასა

875. მე ვირე ამა წიგნისა, პასუხი მომივიდოდეს ვსცნობდე გინდოდე საკლავად, ან ჩემი რა გავიდოდეს მუნამდის გავსძლო სულთა დგმა, გული რაზომცა მტკიოდეს სიცოცხლე ანუ სიკუდილი, გარდმიწყდეს ნეტარძი ოდეს

876. ფატმან ხათუნ დაწერა და, გაუგზავნა წიგნი მისი ყმამან ასე წაიკითხა, და ვინმეა ანუ თვისი თქვა არ იცის გული ჩემი, ვინ მაშიკობს ვისსა ვისი რომე მიმიჩნს სამიჯნურო, რად ვამსგავსო მე მას ისი

877. თქუა ყვავი ვარდსა რას აქნევს, ანუ რა მისი ფერია მაგრა მაზედან ბულბულსა, ჯერთ ტკბილად არ უმღერია უმსგავსო საქმე ყუელაი, მოკლე და მით ოჴერია რა უთქვამს რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია

878. ესე გუარი საზრახავი, დაუზრახა გულსა შინა მერმე იტყუის ჩემი შემწე, შენგან კიდე არავინა რასათვისცა წამოვსულ ვარ, მისი ძებნა რადგან მინა რათმცა ვიქ ვჰპოვებ მას ვიქ, გულმან სხუამცა რა ისმინა

879. ისი დიაცი აქა ზის, მნახავი კაცთა მრავალთა მოსადგურე და მოყვარე, მგზავრთა ყოველგნით მავალთა მივჰყვე მიამბობს ყველასა, რაზომცა ცეცხლი მწვავს ალთა ნუთუ რა მარგოს მე მისი, გარდაჴდა ჩემგან ვცნა ვალთა

880. თქუა დიაცსა ვინცა უყვარს, გაექსვის და მისცემს გულსა აუგი და მოყივნება, არად შესწონს ყოლე კრულსა რაცა იცის გაუცხადებს, ხუაშიადსა უთხრობს სრულსა მიჯობს მივჰყუე განღა რასმე, ვსცნობ საქმესა დამალულსა