ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

731. აწ შემიხვეწე ნუ დამწუავ, კულა წუითა უცხელესითა მე რომე ცეცხლი მედების, არ ნაგზებია კვესითა ვერ დაშრეტ შენცა დაიწვი, სოფლისა ქნისა წესითა წადი დაბრუნდი შეიქეც,მუნითვე შენი მზე სით ა

732. ვინ დამბადა განკურნება, ჩემი უჩანს მასცა ძნელად ვისცა გესმის გაიგონეთ, მით გაჭრილვარ ხელი ველად რაცა მართებს გონიერთა, ერთხელ ვიყავ მეცა მქმნელად აწ ნობათი ხელობისა, მამხვდომია მით ვარ ჴელად

733. ავთანდილ უთხრა რა გითხრა, პასუხი მაგა თქმულისა შენვე თქვი ეგე ა სიტყვა, კაცისა ბრძნად სწავლულისა ღ~თსამცა ვით არ შეეძლო, კულა განკურნება წყლულისა იგი მზღველია ყოვლისა, დანერგულ დათესულისა

734. ღმერთსამცა ესე რად ექნა, ეგეთნი დაებადენით აღარ შეგყარნა გაგყარნა, ხელი გქნა ცრემლთა დადენით სდევს ფათერაკი მიჯნურსა, გასჭურიტეთ გაიცადენით თქუენ ერთმანერთი არ მოხუდეთ, მე სულნი ამომხადენით

735. ნეტარ მამაცი სხვა რაა, არ გასძლოს რაცა ჭირია ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია ნუ გეშის ღ~თი უხვია, თუცა სოფელი ძვირია რაცა მიწვრთიხარ იწვართე, გკადრო უწვრთელი ვირია

736. თუ რა გესმის გაიგონე, ესე კმაა სწავლა სწავლად ჩემსა მზესა დავეთხოვე, თქუენს წინაშე წამოსავლად მოვახსენე რადგან ჩემი, შეუქმნია გული ავლად არას ვარგებ არ დავდგები, სხვად ვიუბნა რაღა მრავლად

737. მან მიბრძანა მადლიერ ვარ, კარგად ხარ და მამაცურად შენგან მისსა გავლენასა, მე დავიჩენ სამსახურად მისის კითხვით წამოსრულვარ, არ მთვარეულად არ მახმურად აწ მივიდე რა უანბო, რად მოხველო ჯაბან ჴრდლურად

738. მაგ საუბარსა ესე სჯობს, ისმინე ჩემი თხრობილი მქნელი საქმისა ძნელისა, კაციმცა იყო ცნობილი ვერას ვერ იქს ნაყოფსა, ვარდი უმზეოდ ჭკნობილი შენ ვერას ირგებ მე გარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი

739. სადაცა გწადდეს მუნ იყავ, მითვე წესითა მაგითა გწადდეს გულითა ბრძენითა, გწადდეს ცნობითა შმაგითა მაგა ქცევითა ტურფითა, ანაგებითა ნაგითა ოდენ გამაგრდი არ მოჰკუდე, არ დასდნე ცეცხლთა დაგითა

740. ამის მეტსა არას გნუკევ, წელიწადსა ერთსა მსგეფსა აქა ქუაბსა მომნახვიდე, მე ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ, დროსა ამას ვარდ იეფსა ვარდთა ნახუა გაგაკრთობდეს, მართ ვითამცა ძაღლი ყეფსა

741. ვირ ვარდი იყოს და მზეს ჯდეს, კირჩხიბსა და სატოტანსა აქავ ქვაბს მამნახევდი, მოარებდი ლომო ტანსა ვერას ვჰპოვებ ეგრე მოვალ, თუ რას ვჰპოვებ მოსატანსა უაქაოდ არ დავდგები, ერანს ვარ თუ ზულისტანსა

742. ამა დროსა გარდავსცილდე, აქა ქუაბსა არ მოვიდე სცან ცოცხალი არ თურე ვარ, უღონიოდ მოვკუე კიდე ეს ამისად ნიშნად კმარის, შენ თუ ჩემთუის ცრემლსა ღურიდე მაშინ გწადდეს იხარებდი, გწადდეს ჭმუნვა გაადიდე

743. აწ რაცა გკადრე ამისთვის, ნუთუ შენ იყო მჭმუნავი მოგშორდები და არ ვიცი, თუ ცხენი დამცემს თუ ნავი არ უთქმელობა არ ვარგა, არ პირუტყუი ვარ მჩმუნავი არ ვიცი ღმერთი რას მიზამს, ანუ ცა მიწყივ მბუნავი

744. მან უბრძანა აღარ გაწყენ, არცა სიტყვა გამეტადდეს არ მამისმენ რაზომიცა, საუბარი მიდიადდეს თუ არ მოგყუეს საყუარელი, შენ მას მიჰყევ რაცა სწადდეს ბოლოდ ყოვლი დამალული, საქმე ცხადად გამოცხადდეს

745. არ დაიჯერო მაშინ სცნა, ჩემთა საქმეთა ძნელობა ჩემთვის სწორია ყველაი, გაჭრა და გაუჭრელობა შენ რაცა გითქუამს მაგას ვიქ, მრჯის რაზომ გინდა ხელობა უშენოდ მამხუდეს რაღა ვქნა, არ დია დღეთა გრძელობა

746. საუბარი გარდასწყვიტეს, დააპირეს ესე პირი ცხენსა შესხდეს მოიარეს, თვითო მოკლეს ველს ნადირი შემოიქცეს აატირეს, გული კულაცა ანატირი ხვალ გაყრისა გონებამან, სხვა მიმატა ჭირსა ჭირი

747. ლექსთა მკითხველო თქვენიმცა, თუალი ცრემლისა მღურელია გულმან გლახ რა ქნას უგულოდ, თუ გული გულსა ელია კულავ მოშორვება მოყვრისა, გაყრა კაცისა მკულელია ვისა არ ესმის არ იცის, ესე დღე როგორ ძნელია

748. დილა გათენდა შესხდეს და, მას ქალსა გაესალამნეს ტარიელ ასმათ ავთანდილ ,თვალთაგან ცრემლნი დალამნეს სამთავე ღაწუთა ალამნი, არღავნის ფერად ალამნეს მათ ლომთა მიწყივ მჴეცქმნილთა, თავნი მჴეცთანა ალამნეს

749. ქვაბი ჩავლეს და წავიდეს, ზახილით ცრემლთა მდენანი ასმათ ტირს მოთქუამს ჰე ლომნო, ვისნი ვით მოგთქმენ ენანი მზემან დაგწუნა და დაგუდაგნა, ცისა მნათობნი ზენანი ვაი ჩემნი ჭირნი ეზომნი, ვაი სიცოცხლისა თმენანი

750. მათ ყმათა მუნით წასულთა, იგი დღე ერთგან იარეს ზღვის პირს მივიდეს მუნ დადგეს, არ ჴმელთა არე იარეს არ გაიყარნეს მას ღამეს, კულავ ცეცხლი გაიზიარეს ერთმანერთისა შორს ყოფნა, იტირეს იმგლოვიარეს