ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

712. ქედსა გარდავდეგ ლომ ვეფჴი, მოვიდეს ერთგან რებულნი მიჯნურთა სახედ ვამგზავსე, ცეცხლნი დამევსნეს დებულნი შეიყარნეს და შეიბნეს, იბრძოდეს გამწარებულნი ლომი სდევს ვეფჴვი მიურბის, იყვნეს არ ჩემგან ქებულნი

713. პირველ ამოდ ილაღობეს, მერმე მედგრად წაიკიდნეს თვითო ტოტი ერთმანეთსა, ჰკრეს სიკვდილსა არ დარიდნეს გამორიდნა ვეფხმან გული, დედათამცა განა იდნეს ლომი მედგრად გაეკიდა, იგი ვერვინ დაამშვიდნეს

714. ლომსა დაუგმე ნაქმარი, ვარქუი არა ხარ ცნობასა შენ საყუარელსა რად აწყენ, ფუ მაგა მამაცობასა ჴმალგამოწვდილი გაუჴე, მივეც ლახვართა სობასა თავსა გარდავჰკარ მოცავჰკალ, დაჴსენ სოფლისა თმობასა

715. ჴმალი გავსტყორცე გარდვიჭერ, ვეფჴვი შევიპყარ ჴელითა მის გამო კოცნა მამინდა, ვინ მწუავს ცეცხლითა ცხელითა მიღრინვიდა და მაწყენდა, ბრჭკალითა სისხლთა მღვრელითა ვეღარ გაუძელ იგიცა, მოვკალ გულითა ხელითა

716. რაზომსაცა ვამშვიდებდი, ვეფხი ვერა დავამშვიდე გავგულისდი მოვიქნივე, ვჰკარ მიწასა დავაწყვიდე მამეგონა ოდეს ჩემსა, საყუარელსა წავეკიდე სული სრულად არ ამომხდეს, რას გიკვირს რომ ცრემლსა ვღურიდე

717. აჰა ძმაო მითხრობია, ჭირი ჩემი რაცა მჭირდა სულთა დგმაცა არა მმართებს, ასრე გასულა რად გიკვირდა სიცოცხლესა გავეყარე, სიკუდილიცა დამიძუირდა ესე სიტყვა დაასრულეს, ყმამან სულთქნა აცატირდა

აქა ტარიელისა და ავთანდილისაგან ქვაბს მისვლა და ასმათის ნახვა

718. ავთანდილცა მასთანავე, ტიროდა და ცრემლსა ღურიდა უთხრა დათმე ნუ მოჰკუდები, გულსა სრულად ნუ დასჭრი და ღ~თი მაგას მოწყალეობს, თუცა ჭირმან არ გაგრიდა თუმც უნდოდით გასაყრელად, პირველ ერთად არ შეგყრიდა

719. სდევს მიჯნურსა ფათერაკი, საწუთროსა დაანაღულებს მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს მიჯნურობა საჭიროა, მით სიკუდილსა მიგვაახლებს უსწავლელსა გაასწავლებს, გასწავლულსა გააშმაგებს

720. ატირდეს და გაემართნეს, ქვაბისაკენ თავნი არნეს რა ასმათმან დაინახა, განაღამცა გაეხარნეს მოეგება მოტიროდა, ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს აკოცეს და აცატირდეს, კულავ ცნობანი ააჩქარნეს

721. ასმათ თქვა ღ~თო რომელი, არ ითქუმი კაცთა ენითა შენ ხარ სავსება ყოველთა, აღგვავსებ მზეებრ ფენითა გაქო ვით გაქო რა გაქო, არსაქებელო სმენითა დიდება შენდა არ მამკალ, ამათთვის ცრემლთა დენითა

722. ტარიელ ეტყუის ჰე ლომო, მით ცრემლი აქა მდენია საწურთო ნაცულად გვატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია ძველი წესია სოფლისა, არ ახლად მოსასმენია ვაი შენი ბრალი და თუ არ, სიკუდილი ჩემი ლხინია

723. სწყუროდეს წყალსა ვინ დაღურის, კაცი უშმაგო ცნობილი მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს, რად ვარ ცრემლითა ლტობილი უწყლოობა ჰკლავს წყალი სდის, არ ოდეს არ გაჴმობილი ვაი წაჴდა ვარდი პობილი, ვაი მარგალიტი წყობილი

724. ავთანდილსცა მოეგონა, მისი მზე და საყვარელი იტყვის მზეო ვით ვეგები, მე უშენოდ სულთა მდგმელი შენ არ გახლავ ჩემი ჩემთვის, სიცოცხლეა სანანელი გითხრამცა ვინ უშენოდ რა, ცეცხლი მწვავს როგორ ძნელი

725. ვარდი ამას ვით იაზრებს, მზე მამშორდეს არ დავძრეო ანუ ჩვენ გლახ რა გვერგების, რა ჩასვენდეს გორსა მზეო გულო გიჯობს გაუმაგრდე, თავი სრულად გაიკლდეო ნუთუ მოგხუდეს ნახვა მისი, სულთა სულა ნუ დალეო

726. სული დაიღეს დადუმდეს, ორთავე ცეცხლი სდებოდა ასმათი შეჰყუა შევიდა, ცეცხლი მათებრვე გზებოდა დაუგო ტყავი ვეფჴვისა, რომელ კულა მიწყივ ჰგებოდა ორნივე დასხდეს უბნობდეს, რაცა მათ ეამებოდა

727. მწვადი შეიწუეს შეიქმნა, პურობა მგზავსი ჟამისა მუნ უპურობა პურობა, არსიდიადე ჯამისა მას შეეხვეწნეს ჭამეო, ძალი არ ჰქონდა ჭამისა დაცოხნის ლუკმა გატყორცის, წონა ძლივ ჩანთქის დრამისა

728. ამოა რომე კაცი კაცს, ამოსა ეუბნებოდეს მან გაუგონოს რაცა თქუას, არ ცუდად წაუხდებოდეს ცოტა ეგრეცა დაუვსებს, ცეცხლი რაზომცა სდებოდეს დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუჴდებოდეს

729. მას ღამესა ერთგან იყვნეს, იგი ლომნი იგი გმირნი იუბნეს და გააცხადნეს, თავის თავის მათნი ჭირნი რა გათენდა კულავ დაიწყეს, საუბარნი სიტყუა ხშირნი ერთმანეთსა გაუგონნეს, ფიცნი პირველ დანაპირნი

730. ტარიელ ეტყუის რად უნდა, სიტყუისა თქმანი მრავალისა რაცა შენ ჩემთვის გიქნია, ღმერთი მზღველია ვალისა კმა ზენაარი ზენარად, არ ნაქმარია მთრვალისა არ დავიწყება მოყურობა, მოყურისა წარმავალისა